ავტორი:

"მიდით ბიჭებო, მიაწექით" - ჩხრეკა თბილისში, დავით კეზერაშვილის სახლში: რას წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი მის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე

"მიდით ბიჭებო, მიაწექით" - ჩხრეკა თბილისში, დავით კეზერაშვილის სახლში: რას წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი მის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სახლში პოლიციაა შესული და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

  • ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება აღნიშნული საგამოძიებო ოპერაცია. სამართალდამცველები არიან როგორც მის სახლში, ასევე კორპუსის სადარბაზოში.

სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე პოლიცია უკვე ერთ საათზე მეტია, რაც მობილიზებულია. ამ დროისთვის სადარბაზოს კარიც ჩაკეტილია და მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს უშვებენ იქ.

ამ თემაზე "ფეისბუქის" გვერდზე წერს დავით კეზერაშვილიც:

ამის შესახებ კეზერაშვილი "ფეისბუქზე“ წერს.

"ისე „გადაფსიხდა“ ე.წ. ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ ამ წუთებში ჩემს სახლში ჩხრეკაზე შედიან. მიდით ბიჭებო, მიაწექით, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!“- წერს კეზერაშვილი."

  • ცნობისთვის, “სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილმა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი 5 მლნ 60 ათასი ევრო გაფლანგა და დაადგინა, რომ კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას ადგილი არ ჰქონია - დაველოდებით როგორი რეაგირება ექნება მასთან დაკავშირებით ევროპელ კოლეგებს, რომელთაც კეზერაშვილი მედია მენეჯერად წარმოაჩინეს“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. წაიკითხეთ ვრცლად: იუსტიციის მინისტრის საგანგებო ბრიფინგი - რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ დავით კეზერაშვილის შესახებ