2 მილიონის პიროტექნიკა არის გაყიდული- ბავშვებო, შვილებო, დიდი ბოდიში, მაგრამ ეს Counter არ არის. ეს არის "ლუზერი“ აგენტების მიერ წაქეზებული პროცესი, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
"ამოვიღეთ მონაცემები, 27 ნოემბრამდე, 2 მილიონის, თუ არ ვცდები, თითქმის ორჯერ მეტი პიროტექნიკა არის გაყიდული, სხვათა შორის, ძირითადად მსხვილკალიბრიანები.
ანუ წინასწარ იცოდნენ, რომ ირაკლი კობახიძე ასეთ განცხადებას გააკეთებდა, თუ შემთხვევით, 16-20 დეკემბრისთვის ემზადებოდნენ? რომელია მართალი? - ახლა, ირაკლი კობახიძე გამოვა და იტყვის, რომ ჩვენ ინიციატორები არ ვიქნებით ასეთი მიმართვების და არ დავიწყებთ ხვეწნას, მაგრამ ევროინტეგრაციის პროცეს გავაჩერებთ - ასე თქვაო, თითქოს, ასე მოვნათლავთ ჩვენ და ამას რომ ასე მოვნათლავთ, ირაკლის ნათქვამს კი არ დაუგდებს ვინმე ყურს, ჩვენ რასაც ვიტყვით, რომ ევროინტეგრაციის პროცესს გავაჩერებთ, თითქოს ასე თქვა ირაკლი კობახიძემ, ამაზე გადაირევა ხალხი და ჩვენ გვჭირდება პიროტექნიკა. ან ეს არის მართალი, ეს სიგიჟე, რაც მე ვილაპარაკე მათი ენით, უტრირებულად ან ის არის მართალი, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ 16-20 დეკემბრისთვის ემზადებოდნენ და ჩვენ დავასწარით და წინასწარ დავახარჯვინეთ ეს მავნე და ფაშისტური ენერგია. ახლა, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, რომელია მართალი, წინასწარ რატომ გაიყიდა 2 მილიონს პიროტექნიკა და ეს 2 მილიონი სად წავიდა? 2 მილიონი სახეში ესროლეს ცეცხლის სახით უცხოეთიდან დაფინანსებულმა აგენტებმა. ეს არის სიმართლე. თუ ვინმე გულწრფელია და იქ Counter-ს თამაშობს, ის ბავშვები - ბავშვებო, შვილებო, დიდი ბოდიში, მაგრამ ეს Counter არ არის. ეს არის ლუზერი აგენტების მიერ წაქეზებული პროცესი.“-განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით,“ნაცმოძრაობის არხები“ ამბობენ, რომ პიროტექნიკა უსაფრთხოა.
"მაშინ, გავალთ ახლა, გამოვიყვან ერთი 30 000 კაცს დღესვე და ესვრიან ფოიერვერკებს მათ მომხრეებს და ვიტყვით, უსაფრთხოაო. ასეთ სიგიჟეს ხომ არ გავაკეთებთ? უსაფრთხოა? მაშინ თქვან, კიდევ ერთხელ, რომ უსაფრთხოა. ასეთ მარაზმში არიან გადასულები. ბულინგს, მავნებლობას და ფაშიზმს თავი დაანებონ იმიტომ, რომ მიიღებენ საკადროს პასუხს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მათნაირს, მათ რომ წარმოუდგენიათ, ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში. ჩვენ მათი ხელისუფლებაც გქვია, ეს გვაქვს კარგად გათვითცნობიერებული და ამიტომ, რაღაცებზე თავს ვიკავებთ. შეირგონ ეს ჩვენი თავშეკავება და თავშეკავების შესაბამისი შედეგები, მაგრამ ზღვარს რომ გადავლენ მერე აღარავინ გაუტარებს“-განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, გუშინ დადასტურდა რომ პროცესი პარტიული ოფისებიდან იმართებოდა.