ავტორი:

რა ჩანს სათვალთვალო კამერის კადრებში, რომელიც ალეკო ელისაშვილის დაკავების მიზეზი გახდა (ვიდეო)

რა ჩანს სათვალთვალო კამერის კადრებში, რომელიც ალეკო ელისაშვილის დაკავების მიზეზი გახდა (ვიდეო)

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ადვოკატმა ელისაშვილი მოინახულა და თქვა, რომ მას დაზიანებები აღენიშნება. კერძოდ, პარტიაში განმარტავენ, რომ ელისაშვილს სახეზე სისხლჩაქცევები აქვს.

„მხნედ არის და ამბობს, რომ გამარჯვება იქნება ბოლომდე. რაც შეეხება საქმეს, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ მისდევს ალი ბაბევი ალეკო ელისაშვილს ჯოხით და ელისაშვილის მხრიდან ეს იყო თავდაცვა და მოგერიება“, - აღნიშნავენ პარტიაში.

  • ცნობისთვის, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი სამართალდამცავებმა „ქორთიად მარიოტთან“ იმ დროს დააკავეს, როცა 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა დასრულდა.

ინფორმაციისთვის, 3 დეკემბერს, „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა განაცხადა, რომ მას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევის ამსახველი კადრები უკვე გავრცელდა.

ბაბაევის თქმით, შემთხვევა 2 დეკემბერს, საღამო საათებში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან მოხდა. მისი განმარტებით, მომხდარის შედეგად მას კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.

წაიკითხეთ ასევე:

ნახეთ სათვალთვალო კამერის კადრები: