მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხაროდ, სპეცრაზმელების სიაში ამოვიკითხე ჩემი ძმის სახელი... მასთან არ გვაქვს კომუნიკაცია, მის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს" - ნაზღაიძის ვიდეომიმართვა
"სამწუხაროდ, სპეცრაზმელების სიაში ამოვიკითხე ჩემი ძმის სახელი... მასთან არ გვაქვს კომუნიკაცია, მის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს" - ნაზღაიძის ვიდეომიმართვა

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ამ­ბობს, რომ დამრბე­ვი სპეც­რაზ­მე­ლე­ბის სი­ა­ში სა­კუ­თა­რი ძმა აღ­მო­ა­ჩი­ნა.

  • ნა­ზღა­ი­ძის თქმით, წლე­ბია რაც ძმას­თან ოჯახს კავ­ში­რი არ აქვს. იცო­და, რომ დედ­მა­მიშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ ძმის სა­ხე­ლი­სა და გვა­რის ნახ­ვა ამ სი­ა­ში მა­ინც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო

- გუ­შინ, გა­მოქ­ვეყ­ნდა სპეც­რაზ­მე­ლე­ბის სია და ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ ამო­ვი­კი­თხე ჩემი ძმის სა­ხე­ლი და გვა­რი. მე ამ ძმას­თან სხვა­დას­ხვა რიგი მი­ზე­ზე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ გვაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ა­ში რომ მუ­შა­ობ­და ვი­ცო­დი.

გული მწყდე­ბა და კი­დევ ერთხელ ჩემი ძმის მა­გივ­რად მე გიხ­დით ბო­დიშს, რომ დგას იმ მხა­რეს სა­დაც არის დიქ­ტა­ტო­რი, ხალ­ხის დარ­ბე­ვა, სა­დაც ახალ­გაზ­რდებს უმა­ხინ­ჯე­ბენ ცხოვ­რე­ბას.

თუმ­ცა, მე ვდგა­ვარ იმ მხა­რეს, სა­დაც არის თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო, სა­დაც ვდგა­ვართ ჩვენ. ზუს­ტად იცო­დეთ, რომ ამ ბრძო­ლას ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს იმ მხა­რეს ჩემი ძმა დგას თუ არა. ჩემი ძმა იქ­ნე­ბა თუ ჩემი ოჯა­ხის სხვა ნე­ბის­მი­ე­რი წევ­რი, ყვე­ლა სა­თა­ნა­დოდ უნდა და­ი­სა­ჯოს. უნდა გა­მოქ­ვეყ­ნდეს მათი სუ­რა­თე­ბი და მათ­ზე ინ­ფორ­მა­ცია. უბ­რა­ლოდ, მე დღემ­დე არ მე­გო­ნა, რომ ჩემი ძმა იქ­ნე­ბო­და იმ სი­ა­ში. ძა­ლი­ან გული მწყდე­ბა.

  • ერთი რამ იცო­დეთ, ამ ბრძო­ლას აქვს ძა­ლი­ან ცოტა დარ­ჩე­ნი­ლი, ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ. ციხე გა­ტყდა შიგ­ნი­დან. ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ, ყვე­ლა გა­მო­დით, ვინც ამო­ი­კი­თხეთ თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რაც არ უნდა მძი­მე იყოს. თქვით, რომ იმას იც­ნობთ და ის თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რია.

კი­დევ ერთხელ ბო­დიშს გიხ­დით ჩემი ძმის მა­გივ­რად და ჩვენ ამ ბრძო­ლას ძა­ლი­ან მალე მო­ვი­გებთ,. გა­უ­მარ­ჯოს და­მო­უ­კი­დე­ბელ თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლოს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა იმ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი­სა და მათი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის სია, ვინც ბოლო დღე­ებ­ში გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს არ­ბევ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­დი­ას სია შსს-დან ფა­რუ­ლად მი­ა­წო­დეს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

"სამწუხაროდ, სპეცრაზმელების სიაში ამოვიკითხე ჩემი ძმის სახელი... მასთან არ გვაქვს კომუნიკაცია, მის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს" - ნაზღაიძის ვიდეომიმართვა

"სამწუხაროდ, სპეცრაზმელების სიაში ამოვიკითხე ჩემი ძმის სახელი... მასთან არ გვაქვს კომუნიკაცია, მის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს" - ნაზღაიძის ვიდეომიმართვა

ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ დამრბევი სპეცრაზმელების სიაში საკუთარი ძმა აღმოაჩინა.

  • ნაზღაიძის თქმით, წლებია რაც ძმასთან ოჯახს კავშირი არ აქვს. იცოდა, რომ დედმამიშვილი პოლიციაში მუშაობდა, მაგრამ ძმის სახელისა და გვარის ნახვა ამ სიაში მაინც მოულოდნელი იყო

- გუშინ, გამოქვეყნდა სპეცრაზმელების სია და ჩემდა სამწუხაროდ ამოვიკითხე ჩემი ძმის სახელი და გვარი. მე ამ ძმასთან სხვადასხვა რიგი მიზეზებიდან გამომდინარე არ გვაქვს კომუნიკაცია, თუმცა პოლიციაში რომ მუშაობდა ვიცოდი.

გული მწყდება და კიდევ ერთხელ ჩემი ძმის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს, რომ დგას იმ მხარეს სადაც არის დიქტატორი, ხალხის დარბევა, სადაც ახალგაზრდებს უმახინჯებენ ცხოვრებას.

თუმცა, მე ვდგავარ იმ მხარეს, სადაც არის თავისუფალი საქართველო, სადაც ვდგავართ ჩვენ. ზუსტად იცოდეთ, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. მნიშვნელობა არ აქვს იმ მხარეს ჩემი ძმა დგას თუ არა. ჩემი ძმა იქნება თუ ჩემი ოჯახის სხვა ნებისმიერი წევრი, ყველა სათანადოდ უნდა დაისაჯოს. უნდა გამოქვეყნდეს მათი სურათები და მათზე ინფორმაცია. უბრალოდ, მე დღემდე არ მეგონა, რომ ჩემი ძმა იქნებოდა იმ სიაში. ძალიან გული მწყდება.

  • ერთი რამ იცოდეთ, ამ ბრძოლას აქვს ძალიან ცოტა დარჩენილი, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ციხე გატყდა შიგნიდან. ყველას მოგიწოდებთ, ყველა გამოდით, ვინც ამოიკითხეთ თქვენი ოჯახის წევრები, რაც არ უნდა მძიმე იყოს. თქვით, რომ იმას იცნობთ და ის თქვენი ოჯახის წევრია.

კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით ჩემი ძმის მაგივრად და ჩვენ ამ ბრძოლას ძალიან მალე მოვიგებთ,. გაუმარჯოს დამოუკიდებელ თავისუფალ საქართველოს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მედიაში გამოქვეყნდა იმ სპეცრაზმელებისა და მათი ხელმძღვანელების სია, ვინც ბოლო დღეებში განმავლობაში აქციის მონაწილეებს არბევდა. გავრცელებული ინფორმაციით, მედიას სია შსს-დან ფარულად მიაწოდეს.

წაიკითხეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"