მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი წესი მაქვს: მიტინგზე არაფერს ვყვირი, ერთადერთი, ბანერზე ვწერ - "ცხელი ჩაი" - რას ჰყვებიან რუსები, რომლებიც პუტინს გამოექცნენ და ახლა რუსთაველზე დგანან
"ჩემი წესი მაქვს: მიტინგზე არაფერს ვყვირი, ერთადერთი, ბანერზე ვწერ - "ცხელი ჩაი" - რას ჰყვებიან რუსები, რომლებიც პუტინს გამოექცნენ და ახლა რუსთაველზე დგანან

კვი­რა­ზე მე­ტია რაც თბი­ლის­ში მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბა. ნო­ემ­ბრის ბო­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს 2028 წლის ბო­ლომ­დე შე­ა­ჩე­რებს. იმ სა­ღა­მო­დან ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლი თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან და სხვა ქა­ლა­ქე­ბის ცენ­ტრა­ლურ მო­ედ­ნებ­ზე ყო­ველ სა­ღა­მოს გა­მო­დი­ან - წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია meduza.

სპეც­რაზმმა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ცრემლსა­დე­ნი გაზი და წყლის ჭავ­ლი არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ყე­ნა, მაგ­რამ ხალ­ხი ისევ გა­მო­დის ქუ­ჩებ­ში. მას შემ­დეგ რაც პო­ლი­ცი­ამ თით­ქმის 300 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა, მათ­გან სულ მცი­რე რვა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს აქ­ტი­უ­რად უჭე­რენ მხარს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი, ამა­ვე დროს ისი­ნი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბას ითხო­ვენ.

  • Meduza სამ რუსს ესა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში გად­მო­სახ­ლდნენ რუ­სეთ­ში უკ­რა­ი­ნის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ და ახლა სხვა ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად პრო­ტეს­ტში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი.

მი­ხე­ი­ლი, 23 წლის

  • ის 2023 წელ­საც მო­ნა­წი­ლე­ობ­და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში, რო­მე­ლიც „უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის“ კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ თბი­ლის­ში გა­ი­მარ­თა.

"ეს არის კა­ნო­ნე­ბი, რო­მელ­საც იყე­ნე­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი ვე­ლის დის­კრე­დი­ტა­ცი­ი­სა და წმენ­დის­თვის. [კა­ნო­ნე­ბი], რომ­ლე­ბიც იწ­ვევს ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

ახ­ლაც გა­მოვ­დი­ვარ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე, რად­გან არ ვე­თან­ხმე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს. მე მაქვს სა­ბა­ზი­სო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­ზა­დე­ბა გავ­ლი­ლი, რაც და­შა­ვე­ბუ­ლის­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­მიძ­ლია მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ადა­მი­ანს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მოს­ვლამ­დე მივ­ხე­დო. მე ვეხ­მა­რე­ბი ყვე­ლა მხა­რეს. იყო შემ­თხვე­ვა, როცა სპეც­რაზ­მელს ჩემი დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და: და­ვი­ნა­ხე, რო­გორ და­ე­ცა, ეტყო­ბა ფეხი და­უ­ზი­ან­და. ად­გო­მა­ში და უშიშ­რო­ე­ბის ჯგუფ­თან მის­ვლა­ში და­ვეხ­მა­რე. და­ნარ­ჩენ დროს მო­მი­ტინ­გე­ებს ვეხ­მა­რე­ბო­დი. თუ და­მი­ჭე­რენ, დე­პორ­ტა­ცი­ას გა­მი­კე­თე­ბენ - ეს ჩემ­თვის უსი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცია იქ­ნე­ბა. ამი­ტო­მაც არ ვრჩე­ბი წინა პლან­ზე.

მე არ ვა­ტა­რებ სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შას საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლებ­ზე - ამან შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე­ში ჩა­მაგ­დოს. ზოგ­ჯერ შე­მიძ­ლია ვმღე­რო­დე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ერ­თად, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. ეს არის ზო­გა­დი ლო­ზუნ­გე­ბი, რო­გო­რი­ცაა „თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ან გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი ლო­ზუნ­გე­ბი, რო­გო­რი­ცაა „გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს“.

დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე სი­ა­რუ­ლი­სა და ქარ­თვე­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას. ვუყ­ვე­ბი იმ გზა­ზე, რო­მე­ლიც გა­ი­ა­რა რუ­სეთ­მა, თუ რო­გორ და რა­ტომ მოხ­და იქ ყვე­ლა­ფე­რი, რათა უფრო ნათ­ლად გა­ი­გონ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამის თა­ვი­დან არი­დე­ბა. ისი­ნი ამ­ბო­ბენ: "თქვენ უბ­რა­ლოდ არ იცით რო­გორ იბ­რძო­ლოთ". ქარ­თვე­ლებს ნამ­დვი­ლად არ ეს­მით, რო­გო­რი იყო ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა 1990-იანი წლე­ბის შემ­დეგ, მათ ნამ­დვი­ლად არ ეს­მით, რა პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი სა­მუ­შაო აწარ­მოო რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რა შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­დას.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე ერ­თი­ა­ნო­ბის გრძნო­ბაა. აქ ყვე­ლა ყვე­ლა ყვე­ლას მე­გო­ბა­რია და ყვე­ლას უხა­რია ერ­თმა­ნე­თის ნახ­ვა. თუმ­ცა ხალ­ხი ხვდე­ბა, რომ ქარ­თვე­ლი არ ვარ. მე მეს­მის, რომ პო­ლი­ტი­კა, რო­მელ­საც ახლა რო­გორც ოპო­ზი­ცია, ასე­ვე მმარ­თვე­ლი პარ­ტია აკე­თებს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, პო­პუ­ლიზ­მის პო­ლი­ტი­კაა. ეს არის ძა­ლი­ან ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად ისა­ხავს სა­ეჭ­ვო აუ­დი­ტო­რი­ის მო­ზიდ­ვას. ლი­ბე­რა­ლურ სექ­ტორს აქვს რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი გეგ­მე­ბის, პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, მაგ­რამ მე მათ სე­რი­ო­ზუ­ლად არ გან­ვი­ხი­ლავ. ეს არის ძა­ლი­ან რა­დი­კა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბას მო­ი­პო­ვებს და შემ­დეგ ერთ კო­ა­ლი­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ან­დე­ბა. მაგ­რამ მათ აქვთ სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი. მათ შე­უძ­ლი­ათ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წი­ნა­აღ­მდეგ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთ­თან შე­თან­ხმე­ბას ად­ვი­ლად ვერ მი­აღ­წე­ვენ. ამი­ტომ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რომც მო­ვიდ­ნენ, ეს კა­ნო­ნე­ბი არა­სო­დეს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა: სა­პარ­ლა­მენ­ტო სის­ტე­მა მას არ და­უშ­ვებს.

მა­რი­ნა, 40 წლის

  • 2022 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე და­ტო­ვა რუ­სე­თი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, იმის ში­შით, რომ შე­საძ­ლოა ან­ტი­სა­ო­მა­რი პო­ზი­ცი­ის გამო მას­ზე დევ­ნა და­წყე­ბუ­ლი­ყო.

"არ მახ­სოვს, პირ­ვე­ლად რო­დის შე­ვუ­ერ­თდი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს. მგო­ნი, 2024 წლის ზა­ფხულ­ში, რო­დე­საც აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნი გა­აპ­რო­ტეს­ტეს. უბ­რა­ლოდ, ვერ ვივ­ლი მშვი­დად ქუ­ჩებ­ში, რო­დე­საც ვხე­დავ, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ცრემლსა­დენ გაზს ას­ხა­მენ, სცე­მენ. ამი­ტომ მეც დავ­დი­ვარ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე. მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ეს ვი­თა­რე­ბა ეხე­ბა არა მხო­ლოდ რუ­სეთს და სა­ქარ­თვე­ლოს, მოლ­დო­ვას ან სხვა ქვე­ყა­ნას. ეს უკვე პლა­ნე­ტა­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია. და ერ­თა­დერ­თი რაც შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ არის ერ­თმა­ნე­თის მხარ­და­ჭე­რა მო­მავ­ლის­თვის ბრძო­ლა­ში.

აქ­ცი­ა­ზე პლა­კა­ტე­ბი არ მო­მაქვს, მე­ში­ნია, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბის მო­მაქ­ცე­ვენ. ყვე­ლა, ვინც და­ა­კა­ვეს, ძა­ლი­ან მა­მა­ცი ხალ­ხია. ყვე­ლა ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა იყოს.

ალექ­სეი (სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია), 27 წლის

  • რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 2022 წლის გა­ზა­ფხულ­ზე გა­ემ­გზავ­რა. ის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას აპ­რო­ტეს­ტებ­და.

შარ­შან, რო­დე­საც "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი" მი­ი­ღეს, პარ­ლა­მენ­ტის გვერ­დით ვცხოვ­რობ­დი. რო­დე­საც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს გა­ზით არ­ბევ­დნენ ხალ­ხის­თვის წყლი­სა და რძის და­რი­გე­ბა და­ვი­წყეთ. ეს იყო პირ­ვე­ლი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა, შემ­დეგ კა­ნონპ­რო­ექ­ტი არ მი­ი­ღეს. ერთი წლის შემ­დეგ, 2024 წლის გა­ზა­ფხულ­ზე, რო­დე­საც კა­ნო­ნი გან­ხილ­ვა­ში და­აბ­რუ­ნეს კვლავ და­ი­წყო პრო­ტეს­ტი. მე უფრო სა­ფუძ­ვლი­ა­ნად მი­ვუ­დე­ქით სა­კითხს: წი­ნას­წარ შე­ვი­ძი­ნე დამ­ცა­ვი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის, მო­მი­ტინ­გე­ებს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბას ვუ­წევ­დი და თვა­ლე­ბის და­ბა­ნა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი

ყვე­ლა­ფერს მე­გობ­რე­ბის ჯგუფ­თან ერ­თად, ჩვე­ნი ხარ­ჯე­ბით ვა­კე­თებთ. რო­გორც წესი, რო­დე­საც საქ­მე რთულ­დე­ბა, ყვე­ლა რეს­პი­რა­ტო­რე­ბი და უსაფრ­თხო სათ­ვა­ლე­ე­ბი ყვე­ლა­ზე სწრა­ფად იყი­დე­ბა, ამი­ტომ ჩვენ იაფ ნივ­თებს ვყი­დუ­ლობთ: ერთჯე­რა­დი ნიღ­ბე­ბი, მა­რი­ლი­ა­ნი ხსნა­რი. რამ­დე­ნი­მე­ჯერ დიდი თერ­მო­სი მო­ვამ­ზა­დეთ და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე ცხე­ლი წყა­ლი მი­ვი­ტა­ნეთ.

არ ვაძ­ლევ თავს უფ­ლე­ბას გა­მო­ვი­დე ბა­ნე­რით ან სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი წა­ვუ­ყე­ნო, რად­გან ქარ­თვე­ლი არ ვარ. მე არ მაქვს ამის არც მო­რა­ლუ­რი და არც პო­ლი­ტი­კუ­რი უფ­ლე­ბა. მე ამ ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რის­ტუ­ლი სტა­ტუ­სით ვარ. ამი­ტომ ვცდი­ლობ, პირ­და­პირ პრო­ტეს­ტში არ ჩა­ვე­რიო. ჩემი წესი მაქვს: მი­ტინგზე რომ მივ­დი­ვარ არა­ფერს ვყვი­რი, ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია ბა­ნერ­ზე დავ­წე­რო - "ცხე­ლი ჩაი".

ჩემი ძი­რი­თა­დი იმ­პულ­სი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ მინ­და და­ვეხ­მა­რო ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ურტყა­მენ, აკა­ვე­ბენ - აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მა­ლუ­რი რა­ღა­ცე­ბის­თვის. შემ­დეგ ასე­ვე მაქვს პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცია: მე არ მომ­წონს პუ­ტი­ნი და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა და მთე­ლი ის კურ­სი, რო­მელ­საც ის ატა­რებს, აშ­კა­რა პრო­ექ­ცი­აა მოს­კო­ვი­დან.

  • მე ვფიქ­რობ, რომ ქარ­თვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ თა­ვად გა­არ­კვი­ონ, რო­გორ იცხოვ­რონ უკე­თე­სად. რა თქმა უნდა, მაქვს მო­ტი­ვა­ცია, ჩა­ვე­რიო პუ­ტი­ნის გეგ­მებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ თუ აღ­მოვ­ჩნდი რო­მე­ლი­მე სხვა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც პო­ლი­ცი­ის მხრი­დან გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი და არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი ძა­ლა­დო­ბა იქ­ნე­ბა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის მი­მართ, იმა­ვეს გა­ვა­კე­თებ.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე წას­ვლამ­დე ყვე­ლა შე­საძ­ლო ვა­რი­ან­ტი გან­ვი­ხი­ლე, რაც შე­საძ­ლოა ჩემი ეროვ­ნე­ბის გამო ეთ­ქვათ, მაგ­რამ, ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, არას­დროს მქო­ნია თავ­დას­ხმე­ბი ჩემს პას­პორტთან და­კავ­ში­რე­ბით. გა­მიკ­ვირ­და, რომ ჩემ­თან ხალ­ხი მო­ვი­და და რუ­სუ­ლად მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და და არა მარ­ტო 30-40 წლის ადა­მი­ა­ნე­ბი, არა­მედ ახალ­გაზ­რდე­ბიც. ვფიქ­რობ­დი: "რუ­სუ­ლი სა­ი­დან იცი­ან?"

მე არ მომ­წონს პუ­ტი­ნი, ივა­ნიშ­ვი­ლი და პრო­რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კა. არ მომ­წონს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აყალ­ბე­ბენ არ­ჩევ­ნებს და ხალ­ხს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე უს­წორ­დე­ბი­ან.

ცუდი სცე­ნა­რის შემ­თხვე­ვა­ში, დიახ, სხვა­გან მოგ­ვი­წევს წას­ვლა. მაგ­რამ მა­ინც მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი, თუ ქარ­თვე­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წე­ვენ. ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლო არ დგას ბოლო ად­გილ­ზე. ქარ­თვე­ლე­ბის­თვის კი ეს მათი ქვე­ყა­ნაა, ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც თავს მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად გრძნო­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ჩემი წესი მაქვს: მიტინგზე არაფერს ვყვირი, ერთადერთი, ბანერზე ვწერ - "ცხელი ჩაი" - რას ჰყვებიან რუსები, რომლებიც პუტინს გამოექცნენ და ახლა რუსთაველზე დგანან

"ჩემი წესი მაქვს: მიტინგზე არაფერს ვყვირი, ერთადერთი, ბანერზე ვწერ - "ცხელი ჩაი" - რას ჰყვებიან რუსები, რომლებიც პუტინს გამოექცნენ და ახლა რუსთაველზე დგანან

კვირაზე მეტია რაც თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება. ნოემბრის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს 2028 წლის ბოლომდე შეაჩერებს. იმ საღამოდან ათასობით ქართველი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან და სხვა ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე ყოველ საღამოს გამოდიან - წერს უკრაინული მედია meduza.

სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენა, მაგრამ ხალხი ისევ გამოდის ქუჩებში. მას შემდეგ რაც პოლიციამ თითქმის 300 ადამიანი დააკავა, მათგან სულ მცირე რვა რუსეთის მოქალაქეა. აქციის მონაწილეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოპოზიციური პარტიები, ამავე დროს ისინი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვენ.

  • Meduza სამ რუსს ესაუბრა, რომლებიც თბილისში გადმოსახლდნენ რუსეთში უკრაინის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და ახლა სხვა ქართველებთან ერთად პროტესტში არიან ჩართულები.

მიხეილი, 23 წლის

  • ის 2023 წელსაც მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, რომელიც „უცხოური აგენტების“ კანონის წინააღმდეგ თბილისში გაიმართა.

"ეს არის კანონები, რომელსაც იყენებენ პოლიტიკური ველის დისკრედიტაციისა და წმენდისთვის. [კანონები], რომლებიც იწვევს ავტორიტარული ძალაუფლების გაძლიერებას.

ახლაც გამოვდივარ საპროტესტო აქციებზე, რადგან არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს. მე მაქვს საბაზისო სამედიცინო მომზადება გავლილი, რაც დაშავებულისთვის დახმარების გაწევის საშუალებას მაძლევს. საჭიროების შემთხვევაში შემიძლია მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანს სასწრაფო დახმარების მოსვლამდე მივხედო. მე ვეხმარები ყველა მხარეს. იყო შემთხვევა, როცა სპეცრაზმელს ჩემი დახმარება დასჭირდა: დავინახე, როგორ დაეცა, ეტყობა ფეხი დაუზიანდა. ადგომაში და უშიშროების ჯგუფთან მისვლაში დავეხმარე. დანარჩენ დროს მომიტინგეებს ვეხმარებოდი. თუ დამიჭერენ, დეპორტაციას გამიკეთებენ - ეს ჩემთვის უსიამოვნო სიტუაცია იქნება. ამიტომაც არ ვრჩები წინა პლანზე.

მე არ ვატარებ საქართველოს დროშას საპროტესტო გამოსვლებზე - ამან შეიძლება საფრთხეში ჩამაგდოს. ზოგჯერ შემიძლია ვმღეროდე აქციის მონაწილეებთან ერთად, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება. ეს არის ზოგადი ლოზუნგები, როგორიცაა „თავისუფლება საქართველოსთვის“ ან გამამხნევებელი ლოზუნგები, როგორიცაა „გაუმარჯოს საქართველოს“.

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საპროტესტო აქციებზე სიარულისა და ქართველებთან კომუნიკაციას. ვუყვები იმ გზაზე, რომელიც გაიარა რუსეთმა, თუ როგორ და რატომ მოხდა იქ ყველაფერი, რათა უფრო ნათლად გაიგონ, როგორ შეიძლება ამის თავიდან არიდება. ისინი ამბობენ: "თქვენ უბრალოდ არ იცით როგორ იბრძოლოთ". ქართველებს ნამდვილად არ ესმით, როგორი იყო ჩვენი მდგომარეობა 1990-იანი წლების შემდეგ, მათ ნამდვილად არ ესმით, რა პროპაგანდისტული სამუშაო აწარმოო რუსეთის ხელისუფლებამ, რა შედეგები მოჰყვება საბჭოთა პროპაგანდას.

საპროტესტო აქციებზე ერთიანობის გრძნობაა. აქ ყველა ყველა ყველას მეგობარია და ყველას უხარია ერთმანეთის ნახვა. თუმცა ხალხი ხვდება, რომ ქართველი არ ვარ. მე მესმის, რომ პოლიტიკა, რომელსაც ახლა როგორც ოპოზიცია, ასევე მმართველი პარტია აკეთებს, უპირველეს ყოვლისა, პოპულიზმის პოლიტიკაა. ეს არის ძალიან ხმამაღალი განცხადებები, რომლებიც მიზნად ისახავს საეჭვო აუდიტორიის მოზიდვას. ლიბერალურ სექტორს აქვს რუსების წინააღმდეგ მიმართული გეგმების, პროგრამების ჩამონათვალი, მაგრამ მე მათ სერიოზულად არ განვიხილავ. ეს არის ძალიან რადიკალური გადაწყვეტილებები, რომელთა განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს და შემდეგ ერთ კოალიციაში გაერთიანდება. მაგრამ მათ აქვთ სრულიად განსხვავებული ინტერესები. მათ შეუძლიათ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანება, მაგრამ ერთმანეთთან შეთანხმებას ადვილად ვერ მიაღწევენ. ამიტომ, ხელისუფლებაში რომც მოვიდნენ, ეს კანონები არასოდეს განხორციელდება: საპარლამენტო სისტემა მას არ დაუშვებს.

მარინა, 40 წლის

  • 2022 წლის შემოდგომაზე დატოვა რუსეთი და საქართველოში ჩამოვიდა, იმის შიშით, რომ შესაძლოა ანტისაომარი პოზიციის გამო მასზე დევნა დაწყებულიყო.

"არ მახსოვს, პირველად როდის შევუერთდი საპროტესტო აქციებს. მგონი, 2024 წლის ზაფხულში, როდესაც აგენტების კანონი გააპროტესტეს. უბრალოდ, ვერ ვივლი მშვიდად ქუჩებში, როდესაც ვხედავ, რომ აქციის მონაწილეებს ცრემლსადენ გაზს ასხამენ, სცემენ. ამიტომ მეც დავდივარ საპროტესტო აქციებზე. მეჩვენება, რომ ეს ვითარება ეხება არა მხოლოდ რუსეთს და საქართველოს, მოლდოვას ან სხვა ქვეყანას. ეს უკვე პლანეტარული პრობლემებია. და ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ერთმანეთის მხარდაჭერა მომავლისთვის ბრძოლაში.

აქციაზე პლაკატები არ მომაქვს, მეშინია, რომ უსაფრთხოების ძალები ყურადღების მომაქცევენ. ყველა, ვინც დააკავეს, ძალიან მამაცი ხალხია. ყველა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს.

ალექსეი (სახელი შეცვლილია), 27 წლის

  • რუსეთიდან საქართველოში 2022 წლის გაზაფხულზე გაემგზავრა. ის უკრაინაში შეჭრას აპროტესტებდა.

შარშან, როდესაც "რუსული კანონი" მიიღეს, პარლამენტის გვერდით ვცხოვრობდი. როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეებს გაზით არბევდნენ ხალხისთვის წყლისა და რძის დარიგება დავიწყეთ. ეს იყო პირველი საპროტესტო ტალღა, შემდეგ კანონპროექტი არ მიიღეს. ერთი წლის შემდეგ, 2024 წლის გაზაფხულზე, როდესაც კანონი განხილვაში დააბრუნეს კვლავ დაიწყო პროტესტი. მე უფრო საფუძვლიანად მივუდექით საკითხს: წინასწარ შევიძინე დამცავი აღჭურვილობის, მომიტინგეებს პირველადი დახმარებას ვუწევდი და თვალების დაბანაში ვეხმარებოდი

ყველაფერს მეგობრების ჯგუფთან ერთად, ჩვენი ხარჯებით ვაკეთებთ. როგორც წესი, როდესაც საქმე რთულდება, ყველა რესპირატორები და უსაფრთხო სათვალეები ყველაზე სწრაფად იყიდება, ამიტომ ჩვენ იაფ ნივთებს ვყიდულობთ: ერთჯერადი ნიღბები, მარილიანი ხსნარი. რამდენიმეჯერ დიდი თერმოსი მოვამზადეთ და საპროტესტო აქციებზე ცხელი წყალი მივიტანეთ.

არ ვაძლევ თავს უფლებას გამოვიდე ბანერით ან საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური მოთხოვნები წავუყენო, რადგან ქართველი არ ვარ. მე არ მაქვს ამის არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება. მე ამ ქვეყანაში ტურისტული სტატუსით ვარ. ამიტომ ვცდილობ, პირდაპირ პროტესტში არ ჩავერიო. ჩემი წესი მაქვს: მიტინგზე რომ მივდივარ არაფერს ვყვირი, ერთადერთი, რაც შემიძლია ბანერზე დავწერო - "ცხელი ჩაი".

ჩემი ძირითადი იმპულსი განპირობებულია იმით, რომ მინდა დავეხმარო ადამიანებს, რომლებსაც ურტყამენ, აკავებენ - აბსოლუტურად ნორმალური რაღაცებისთვის. შემდეგ ასევე მაქვს პოლიტიკური მოტივაცია: მე არ მომწონს პუტინი და ქართული ოცნება და მთელი ის კურსი, რომელსაც ის ატარებს, აშკარა პროექციაა მოსკოვიდან.

  • მე ვფიქრობ, რომ ქართველებს შეუძლიათ თავად გაარკვიონ, როგორ იცხოვრონ უკეთესად. რა თქმა უნდა, მაქვს მოტივაცია, ჩავერიო პუტინის გეგმებში საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ თუ აღმოვჩნდი რომელიმე სხვა ქვეყანაში, სადაც პოლიციის მხრიდან გაუმართლებელი და არაპროპორციული ძალადობა იქნება მომიტინგეების მიმართ, იმავეს გავაკეთებ.

საპროტესტო აქციაზე წასვლამდე ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილე, რაც შესაძლოა ჩემი ეროვნების გამო ეთქვათ, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, არასდროს მქონია თავდასხმები ჩემს პასპორტთან დაკავშირებით. გამიკვირდა, რომ ჩემთან ხალხი მოვიდა და რუსულად მადლობა გადამიხადა და არა მარტო 30-40 წლის ადამიანები, არამედ ახალგაზრდებიც. ვფიქრობდი: "რუსული საიდან იციან?"

მე არ მომწონს პუტინი, ივანიშვილი და პრორუსული პოლიტიკა. არ მომწონს, რომ საქართველოში აყალბებენ არჩევნებს და ხალხს საპროტესტო აქციებზე უსწორდებიან.

ცუდი სცენარის შემთხვევაში, დიახ, სხვაგან მოგვიწევს წასვლა. მაგრამ მაინც მოხარული ვიქნები, თუ ქართველები წარმატებას მიაღწევენ. ჩემთვის საქართველო არ დგას ბოლო ადგილზე. ქართველებისთვის კი ეს მათი ქვეყანაა, ერთადერთი ადგილი, სადაც თავს მაქსიმალურად კარგად გრძნობენ.