ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პოსტს ავრცელებს ალეკო ელისაშვილზე, რომელიც გუშინ დააკავეს.
"მოვა დრო, დიდ სტატუსს დავწერ ალეკო ელისაშვილზე, ახლა სიტყვაზე მენდეთ, ძალიან მაგარი ბიჭია! ალეკო, მადლობა ყველაფრისთვის! მადლობა ზვიად ცეცხლაძეს, დაფიონის ლიდერს, რომლისთვისაც სამშობლოა მთავარი!
ენმ-ის ახალგაზრდულის ბიჭებს, რომლებსაც მოლოტოვები ჩაუდეს!! სოლიდარობა ყველა დაკავებულს!ბიჭებს , რომლებსაც თავგანწირვისთვის დევნიან!მადლობა ყველა პატრიოტს! ვისთვისაც ეს ქვეყანა ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ ამ ქვეყანაზე" - წერს ჟორჟოლიანი.
როგორც უწყება აღნიშნავს, მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წაიკითხეთ ასევე: