ავტორი:

"ვაცნობიერებ რა, რომ ჩემი, როგორც მასწავლებლის, მოვალეობაა კონსტიტუციის პატივისცემა, პროტესტის ნიშნად ვიფიცები ერთი კვირით" - ლადო აფხაზავა

"ვაცნობიერებ რა, რომ ჩემი, როგორც მასწავლებლის, მოვალეობაა კონსტიტუციის პატივისცემა, პროტესტის ნიშნად ვიფიცები ერთი კვირით" - ლადო აფხაზავა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, პედაგოგი ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთი კვირით გაფიცვას იწყებს.

"ვაცნობიერებ რა, რომ ჩემი, როგორც მასწავლებლის, მოვალეობაა, კონსტიტუციის პატივისცემა და მისი დაცვა, დაუშვებლად მიმაჩნია 78-ე მუხლის დარღვევა და უარის თქმა ევროინტეგრაციის კურსზე.

ასევე ვგმობ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი ქმედებების გამოყენებას. პროტესტის ნიშნად ვიფიცები ერთი კვირით", - წერს აფხაზავა.

ცნობისთვის, დღეს ასევე კულტურის სფეროს ზოგიერთმა წარმომადგენელმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო. წაიკითხეთ ვრცლად: კულტურის სფეროს რამდენიმე წარმომადგენელმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო - ვინ არიან გაფიცულთა შორის