რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
შეკრებილებს აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა ქუჩებში სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
პროტესტის მონაწილეები მეშვიდე დღეა აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს.