ავტორი:

"მინდა ჩემი შვილის ჩემდამი მიმართვაზე ორიოდ სიტყვა ვთქვა... როცა მამას კლავ მხოლოდ ამით არ უნდა შეხვიდე ისტორიაში" - რას წერს შალვა რამიშვილი

"მინდა ჩემი შვილის ჩემდამი მიმართვაზე ორიოდ სიტყვა ვთქვა... როცა მამას კლავ მხოლოდ ამით არ უნდა შეხვიდე ისტორიაში" - რას წერს შალვა რამიშვილი

"პოსტივის" ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი ვაჟის ლაშა რამიშვილის წერილს ეხმაურება და აღნიშნულ თემაზე პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს:

"მინდა ლაშა რამიშვილის, ჩემი შვილის ჩემდამი მიმართვაზე ორიოდ სიტყვა ვთქვა: ისტორია განგვსჯის! ამის მეტს არასდროს არ ვიტყვი საჯაროდ. უბრალოდ როცა მამას კლავ მხოლოდ ამით არ უნდა შეხვიდე ისტორიაში.

იმედია ლაშა სხვა რამესაც იზამს. ნიჭიერება გვარში გვაქვს ახლა იმაზე რასაც ვაკეთებ: ვერაფერი, ვიმეორებ, ვ ე რ ა ფ ე რ ი მაიძულებს უარი ვთქვა საქართველოს გადარჩენაში ჩემი მოკრძალებული წვლილის შეტანაზე.

დანარჩენი არის ლირიკა. ციხით მაშინებენ და პატარძალზე უხერხული ანდაზა გამახსენდა. შვილების დაკარგვას მიკიჟინებენ და შედგა ეს სამწუხაროდ ეს ფაქტი. მაბულინგებენ და მეცინება უბრალოდ.და ბოლოს, ყველა "ჩეგევარას" ეხება: ერთი ადგილი თუ გაქვთ საქმე ქენით! რაღაც ოპუსებს ნუ მიძღვნით!" - წერს რამიშვილი.

წაიკითხეთ ასევე: