ავტორი:

ჯგუფ “დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლში ამ წუთებში პოლიცია იმყოფება

ჯგუფ “დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლში ამ წუთებში პოლიცია იმყოფება

ჯგუფ “დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლში ამ წუთებში პოლიცია იმყოფება.

როგორც ილია ღლონტის მეგობრის მიერ ჩართული “ფეისბუქ ლაივიდან“ ჩანს, პოლიციის ოთხი თანამშრომელი ადგილზე დადგენილებას ადგენს. რა სახის დადგენილებაზეა საუბარი, ამ დროისთვის უცნობია.

ისინი ღლონტს სხვადასხვა საკითხებზე ესაუბრებიან.

როგორც ცნობილი ხდება, მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან და სახლში ჩხრეკის ჩატარებას გეგმავენ. პოლიცია ჩხრეკას იწყებს, თუმცა ილია ღლონტი ადვოკატის დასწრებას ითხოვს.

ილია ღლონტის მეგობრები ადგილზე მისვლას გეგმავენ.

ბინაში ჩხრეკა დასრულდა. პოლიციამ ილია ღლონტის მობილური ტელეფონი და ლეპტოპი წაიღო.