წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, რუსეთს უწევდა უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის მოგერიება.
ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკში, რის თაობაზეც ადგილობრივი მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები იუწყებიან.
საჰაერო განგაში 4 დეკემბერს, ღამის ორი საათისთვის გამოცხადდა. ნოვოროსიისკის მერმა ანდრეი კრავჩენკომ ქალაქის მცხოვრებთ "ტელეგრამარხით" მოუწოდა, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო თავი უსაფრთხო ადგილებისთვის შეეფარებინათ. საჰაერო განგაში გამთენიისას შეწყდა. ნოვოროსიისკის მერი არაფერს იუწყება აფეთქებების შედეგების შესახებ.
არც რუსეთი და არც უკრაინა ნოვოროსიისკზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერს ამბობენ.
უწყების ცნობით, დღეს დილით, მოსკოვის დროით 7:40 საათამდე 6 დრონი ჩამოაგდეს როსტოვის ოლქის თავზე, 2 კურსკის ოლქის თავზე და თითო-თითო ბრიანსკის, რიაზანისა და კალუგის რაიონებში.
მანამდე თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში რუსეთის ექვს რეგიონში 24 უკრაინული უპილოტო მფრინავი ობიექტი იქნა განეიტრალებული.
“დილიდან საჰაერო თავდაცვის ძალები იგერიებენ მტრის თავდასხმას. ტაგანროგის რაიონში 12 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა. თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. მუშაობა გრძელდება“, - წერს რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იური სლიუსარი.
აფეთქებები ისმოდა ნოვოროსიისკში, ტაგანროგსა და ბრაიანსკში.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინას 50 “შაჰიდიტ“ და სხვა ტიპის რაკეტებით შეუტია. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 29 ჩამოაგდეს, 18 დაიკარგა, 1 კი ოკუპირებული მიწებისკენ გაემართა.
თვითმფრინავები ჩამოაგდეს კიევის, ხარკოვის, პოლტავას, სუმის, ჩერნიგოვის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, ნიკოლაევისა და დონეცკის რეგიონებში.