მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდასხმები რუსეთის ტერიტორიაზე: აფეთქებები ისმოდა ნოვოროსიისკში, რუსეთის უმსხვილეს საპორტო ქალაქში, გროზნოში კი დრონი კადიროვის სპეცდანიშნულების პოლკის ყაზარმას დაეცა
თავდასხმები რუსეთის ტერიტორიაზე: აფეთქებები ისმოდა ნოვოროსიისკში, რუსეთის უმსხვილეს საპორტო ქალაქში, გროზნოში კი დრონი კადიროვის სპეცდანიშნულების პოლკის ყაზარმას დაეცა

წუ­ხელ, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სეთს უწევ­და უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის შე­ტე­ვის მო­გე­რი­ე­ბა.


  • რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ რვა რე­გი­ონ­ში 35 უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი ჩა­მო­აგ­დეს.

"ტე­ლეგ­რა­მარ­ხებ­ზე" გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით და ვი­დე­ოს თა­ნახ­მად, შე­ტე­ვის ერთ-ერთი სა­მიზ­ნე იყო ქა­ლაქ რი­ა­ზან­თან მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მი “დი­ა­გი­ლე­ვო“. თუმ­ცა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

00:00 / 00:00


ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მო­და რუ­სე­თის კრას­ნო­და­რის მხა­რის ქა­ლაქ ნო­ვო­რო­სი­ის­კში, რის თა­ო­ბა­ზეც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი იუ­წყე­ბი­ან.

შავ ზღვა­ზე მდე­ბა­რე ნო­ვო­რო­სი­ის­კში რუ­სე­თის უმ­სხვი­ლე­სი პორ­ტი და არა­ერ­თი დიდი სა­წარ­მო მდე­ბა­რე­ობს. ქა­ლაქ­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლია შავი ზღვის ფლო­ტის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ბაზა.

სა­ჰა­ე­რო გან­გა­ში 4 დე­კემ­ბერს, ღა­მის ორი სა­ა­თის­თვის გა­მო­ცხად­და. ნო­ვო­რო­სი­ის­კის მერ­მა ან­დრეი კრავ­ჩენ­კომ ქა­ლა­ქის მცხოვ­რებთ "ტე­ლეგ­რა­მარ­ხით" მო­უ­წო­და, უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით შე­ტე­ვის გამო თავი უსაფრ­თხო ად­გი­ლე­ბის­თვის შე­ე­ფა­რე­ბი­ნათ. სა­ჰა­ე­რო გან­გა­ში გამ­თე­ნი­ი­სას შე­წყდა. ნო­ვო­რო­სი­ის­კის მერი არა­ფერს იუ­წყე­ბა აფეთ­ქე­ბე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ.


არც რუ­სე­თი და არც უკ­რა­ი­ნა ნო­ვო­რო­სი­ის­კზე დრო­ნე­ბით დღე­ვან­დე­ლი შე­ტე­ვის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფერს ამ­ბო­ბენ.


  • რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო?

უწყე­ბის ცნო­ბით, დღეს დი­ლით, მოს­კო­ვის დრო­ით 7:40 სა­ა­თამ­დე 6 დრო­ნი ჩა­მო­აგ­დეს როს­ტო­ვის ოლ­ქის თავ­ზე, 2 კურსკის ოლ­ქის თავ­ზე და თითო-თითო ბრი­ანსკის, რი­ა­ზა­ნი­სა და კა­ლუ­გის რა­ი­ო­ნებ­ში.


მა­ნამ­დე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის ექვს რე­გი­ონ­ში 24 უკ­რა­ი­ნუ­ლი უპი­ლო­ტო მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტი იქნა გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლი.

სა­ერ­თო ჯამ­ში, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთ­მა რვა რე­გი­ონ­ში, 35 უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი ჩა­მო­აგ­დო.

“დი­ლი­დან სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი იგე­რი­ე­ბენ მტრის თავ­დას­ხმას. ტა­გან­რო­გის რა­ი­ონ­ში 12 უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი გა­ნად­გურ­და. თავ­დას­ხმას მსხვერ­პლი და ნგრე­ვა არ მოჰ­ყო­ლია. მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბა“, - წერს რუ­სე­თის როს­ტო­ვის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იური სლი­უ­სა­რი.


აფეთ­ქე­ბე­ბი ის­მო­და ნო­ვო­რო­სი­ის­კში, ტა­გან­როგ­სა და ბრა­ი­ანსკში.


  • გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი გროზ­ნო­ში, კა­დი­რო­ვის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პოლ­კის ყა­ზარ­მას და­ე­ცა.

grozno
გროზ­ნო - ფოტო ტე­ლეგ­რა­მარ­ხებ­ზე ვრცელ­დე­ბა
  • რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნას 50 დრო­ნით შე­უ­ტია, 29 ჩა­მო­აგ­დეს

უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ცნო­ბით, ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნას 50 “შა­ჰი­დიტ“ და სხვა ტი­პის რა­კე­ტე­ბით შე­უ­ტია. უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ცნო­ბით, 29 ჩა­მო­აგ­დეს, 18 და­ი­კარ­გა, 1 კი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი მი­წე­ბის­კენ გა­ე­მარ­თა.


თვითმფრი­ნა­ვე­ბი ჩა­მო­აგ­დეს კი­ე­ვის, ხარ­კო­ვის, პოლ­ტა­ვას, სუ­მის, ჩერ­ნი­გო­ვის, ხმელ­ნიც­კის, ტერ­ნო­პო­ლის, ნი­კო­ლა­ე­ვი­სა და დო­ნეც­კის რე­გი­ო­ნებ­ში.





00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

თავდასხმები რუსეთის ტერიტორიაზე: აფეთქებები ისმოდა ნოვოროსიისკში, რუსეთის უმსხვილეს საპორტო ქალაქში, გროზნოში კი დრონი კადიროვის სპეცდანიშნულების პოლკის ყაზარმას დაეცა

თავდასხმები რუსეთის ტერიტორიაზე: აფეთქებები ისმოდა ნოვოროსიისკში, რუსეთის უმსხვილეს საპორტო ქალაქში, გროზნოში კი დრონი კადიროვის სპეცდანიშნულების პოლკის ყაზარმას დაეცა

წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, რუსეთს უწევდა უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის მოგერიება.


  • რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ რვა რეგიონში 35 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

"ტელეგრამარხებზე" გავრცელებული ინფორმაციით და ვიდეოს თანახმად, შეტევის ერთ-ერთი სამიზნე იყო ქალაქ რიაზანთან მდებარე სამხედრო აეროდრომი “დიაგილევო“. თუმცა, ოფიციალურად ინფორმაცია დადასტურებული არ არის.


ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკში, რის თაობაზეც ადგილობრივი მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები იუწყებიან.

შავ ზღვაზე მდებარე ნოვოროსიისკში რუსეთის უმსხვილესი პორტი და არაერთი დიდი საწარმო მდებარეობს. ქალაქში დისლოცირებულია შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზა.

საჰაერო განგაში 4 დეკემბერს, ღამის ორი საათისთვის გამოცხადდა. ნოვოროსიისკის მერმა ანდრეი კრავჩენკომ ქალაქის მცხოვრებთ "ტელეგრამარხით" მოუწოდა, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო თავი უსაფრთხო ადგილებისთვის შეეფარებინათ. საჰაერო განგაში გამთენიისას შეწყდა. ნოვოროსიისკის მერი არაფერს იუწყება აფეთქებების შედეგების შესახებ.


არც რუსეთი და არც უკრაინა ნოვოროსიისკზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერს ამბობენ.


  • რა ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო?

უწყების ცნობით, დღეს დილით, მოსკოვის დროით 7:40 საათამდე 6 დრონი ჩამოაგდეს როსტოვის ოლქის თავზე, 2 კურსკის ოლქის თავზე და თითო-თითო ბრიანსკის, რიაზანისა და კალუგის რაიონებში.


მანამდე თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში რუსეთის ექვს რეგიონში 24 უკრაინული უპილოტო მფრინავი ობიექტი იქნა განეიტრალებული.

საერთო ჯამში, მთელი ღამის განმავლობაში რუსეთმა რვა რეგიონში, 35 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.

“დილიდან საჰაერო თავდაცვის ძალები იგერიებენ მტრის თავდასხმას. ტაგანროგის რაიონში 12 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა. თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. მუშაობა გრძელდება“, - წერს რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იური სლიუსარი.


აფეთქებები ისმოდა ნოვოროსიისკში, ტაგანროგსა და ბრაიანსკში.


  • გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი გროზნოში, კადიროვის სპეცდანიშნულების პოლკის ყაზარმას დაეცა.

grozno
გროზნო - ფოტო ტელეგრამარხებზე ვრცელდება
  • რუსეთმა უკრაინას 50 დრონით შეუტია, 29 ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინას 50 “შაჰიდიტ“ და სხვა ტიპის რაკეტებით შეუტია. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 29 ჩამოაგდეს, 18 დაიკარგა, 1 კი ოკუპირებული მიწებისკენ გაემართა.


თვითმფრინავები ჩამოაგდეს კიევის, ხარკოვის, პოლტავას, სუმის, ჩერნიგოვის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, ნიკოლაევისა და დონეცკის რეგიონებში.