პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ათობით პროექტი დაპაუზდა - ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ქვეყნის განვითარება გაგვიჭირდება!" - ამირან გამყრელიძე
"ათობით პროექტი დაპაუზდა - ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ქვეყნის განვითარება გაგვიჭირდება!" - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ათო­ბით პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში მუ­შა­ობ­და, ამ ეტაპ­ზე და­პა­უ­ზე­ბუ­ლია.

სა­ქარ­თვე­ლო-ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ამ­ჟა­მად არ­სე­ბულ დი­ნა­მი­კა­ზე ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ისა­უბ­რა და გან­მარ­ტა, რომ ის, რაც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ირ­გვლივ ახლა ხდე­ბა "კარ­გი არ არის“.

"რაც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ირ­გვლივ ხდე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, არ არის კარ­გი. არ წა­ად­გე­ბა და ად­გე­ბა ქარ­თულ-ამე­რი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბებს. ვი­სურ­ვებ­დი, ამ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ხინ­ჯი არ შე­სუ­ლი­ყო. გი­დას­ტუ­რებთ, რომ შე­ჩერ­და CDC-ს პრო­ექ­ტე­ბი, ათო­ბით პრო­ექ­ტი იყო, რაც და­პა­უზ­და. სხვა პარტნი­ო­რებ­თან, რო­გო­რიც არის საფრ­თხის შემ­ცი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს პრო­ექ­ტე­ბი გრძელ­დე­ბა, მას შო­რის აშშ-ს კერ­ძო სექ­ტო­რის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი.

ის, რომ ათო­ბით პრო­ექ­ტი და­პა­უზ­და, კარ­გი არ არის. ეს ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწრა­ფად იყოს აღ­დგე­ნი­ლი. სა­ხელ­მწი­ფო შე­და­რე­ბით ძლი­ე­რია, ვიდ­რე 90-იან წლებ­ში ვი­ყა­ვით. 2 მი­ლი­ო­ნი სე­რი­ო­ზუ­ლი ციფ­რია, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ფულ­ში არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და. ისი­ნი აღგ­ვიქ­ვამ­დნენ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რე­ბად, ამი­ტომ გან­ხორ­ცი­ელ­და არა­ერ­თი პრო­ექ­ტი. ჩემს ყო­ფილ თა­ნამ­შრომ­ლებს აღარ ეძ­ლე­ვათ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე სი­ა­რუ­ლის და ტრე­ნინ­გებ­ზე დას­წრე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ამის შე­ნე­ლე­ბას ვა­ნი­ჭებ მნიშ­ვნე­ლო­ბას, ვიდ­რე თან­ხობ­რივ ნა­წილს. სა­ხელ­მწი­ფოს შე­უძ­ლია კომ­პენ­სი­რე­ბით ამის გა­კე­თე­ბა და რო­გორც ვიცი, ნა­წილს აკე­თებს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რაც CDC-სთან იყო და და­პა­უ­ზე­ბუ­ლია. ვი­სურ­ვებ­დი, სწრა­ფად აღ­დგე­ნი­ლი­ყო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აშშ-თან. მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნას გან­ვი­თა­რე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის გა­რე­შე გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა. ვი­სურ­ვებ­დი, ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში ეს პრო­ექ­ტე­ბი მალე აღ­დგე­ნი­ლი­ყო“,- აღ­ნიშ­ნა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ათობით პროექტი დაპაუზდა - ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ქვეყნის განვითარება გაგვიჭირდება!" - ამირან გამყრელიძე

"ათობით პროექტი დაპაუზდა - ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ქვეყნის განვითარება გაგვიჭირდება!" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული ათობით პროექტი, რომელზეც საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის ფარგლებში მუშაობდა, ამ ეტაპზე დაპაუზებულია.

საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში ამჟამად არსებულ დინამიკაზე ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა და განმარტა, რომ ის, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ირგვლივ ახლა ხდება "კარგი არ არის“.

"რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ირგვლივ ხდება, სამწუხაროდ, არ არის კარგი. არ წაადგება და ადგება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ვისურვებდი, ამ ურთიერთობებში ხინჯი არ შესულიყო. გიდასტურებთ, რომ შეჩერდა CDC-ს პროექტები, ათობით პროექტი იყო, რაც დაპაუზდა. სხვა პარტნიორებთან, როგორიც არის საფრთხის შემცირების სააგენტოს პროექტები გრძელდება, მას შორის აშშ-ს კერძო სექტორის მიერ განხორციელებული პროექტები.

ის, რომ ათობით პროექტი დაპაუზდა, კარგი არ არის. ეს ყველაფერი პოლიტიკურ სიტუაციაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია სწრაფად იყოს აღდგენილი. სახელმწიფო შედარებით ძლიერია, ვიდრე 90-იან წლებში ვიყავით. 2 მილიონი სერიოზული ციფრია, მაგრამ ურთიერთობები ფულში არ გამოიხატებოდა. ისინი აღგვიქვამდნენ სტრატეგიულ პარტნიორებად, ამიტომ განხორციელდა არაერთი პროექტი. ჩემს ყოფილ თანამშრომლებს აღარ ეძლევათ კონფერენციებზე სიარულის და ტრენინგებზე დასწრების საშუალება. ამის შენელებას ვანიჭებ მნიშვნელობას, ვიდრე თანხობრივ ნაწილს. სახელმწიფოს შეუძლია კომპენსირებით ამის გაკეთება და როგორც ვიცი, ნაწილს აკეთებს.

მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რაც CDC-სთან იყო და დაპაუზებულია. ვისურვებდი, სწრაფად აღდგენილიყო ურთიერთობები აშშ-თან. მთლიანად ქვეყანას განვითარება ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე გაგვიჭირდება. ვისურვებდი, ჯანდაცვის სფეროში ეს პროექტები მალე აღდგენილიყო“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.