პარტნიორები:
    ავტორი:

    მაღაზიებში აირწინაღები, ჩაფხუტები და სათვალეები დიდწილად აღარ იყიდება - რას აცხადებენ სავაჭრო ობიექტებში?

    მაღაზიებში აირწინაღები, ჩაფხუტები და სათვალეები დიდწილად აღარ იყიდება - რას აცხადებენ სავაჭრო ობიექტებში?

    მაღაზიებში აირწინაღები, ჩაფხუტები და სათვალეები აღარ იყიდება. ამის შესახებ ინფორმაცია "ბიზნესპრესნიუსს“ "დომინოში“ დაუდასტურეს. მათი განცხადებით, ამის მიზეზია ის, რომ "მარაგები ამოიწურა“.

    • რას ამბობენ მაღაზიებში?

    "ჩვენთან აღნიშნული ინვენტარი აღარ იყიდება. მარაგები ამოიწურა. რაც შეეხება განცხადებას [პროდუქციის დახლებიდან მოხსნის შესახებ], ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ“,- განუცხადეს "ბიზნესპრესნიუსს "დომინოში“.

    ამ პროდუქტების შეძენა ასევე შეუძლებელია ელექტრონული გაყიდვების პლატფორმაზე - VELISTORE-ზეც. როგორც "ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებენ ამის მიზეზი მათ შემთხვევაშიც მარაგების ამოწურვაა. მათი ცნობით, მარაგები დღეიდან ამოიწურა. გააგრძელეთ კითხვა