“ჩვენ გვაწუხებს ის, რაც საქართველოში ხდება“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ნატო-ს ქვეყნების არჩევნებში ყოველგვარ ჩარევას ვგმობთ. გვაწუხებს ის რაც მოლდოვაში მოხდა, კმაყოფილი ვართ შედეგით, მაგრამ აშკარაა რომ ჩარევა იყო. ამავდროულად, მოლდოვის ხელისუფლებამ არჩევნების მათი დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად ჩატარება შეძლო“, - განაცხადა მარკ რუტემ.
მისივე თქმით, შეწუხებულია იმით, რაც საქართველოში ხდება.
“რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაწუხებს ის, რაც თავად საქართველოში ხდება. მოვლენებს თვალს ვადევნებთ. მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ევროკავშირთან და ნატოსთან. ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდებით. რაც შეეხება არჩევნებში ვინმეს ჩარევას, ეს მიუღებელია“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.