“საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩემი მისვლის ერთადერთი მიზანი არის, რომ ადამიანებთან, რომლებიც რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან, მივიტანო პროტესტი“,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე “ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, დღეს, 22 საათზე, საჯარო დისკუსია გაიმართება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაწევრიანების საკითხზე.
საჯარო დისკუსიაში ხელისუფლებიდან მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიღებენ, მეორე მხარეს კი თავდაცვის და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრები - თინა ხიდაშელი და მიხეილ ჯანელიძე იქნებიან წარმოდგენილი.
იხილეთ ასევე: