საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვახსენოს, რომელი ქიმიური აგენტებია გამოყენებული - არასწორად გამოყენების დროს, შეიძლება სასიკვდილო ქიმიურ იარაღად იქცეს“ - ინფექციონისტი
“ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვახსენოს, რომელი ქიმიური აგენტებია გამოყენებული - არასწორად გამოყენების დროს, შეიძლება სასიკვდილო ქიმიურ იარაღად იქცეს“ - ინფექციონისტი

“აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ მოგ­ვახ­სე­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მე­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ქი­მი­უ­რი აგენ­ტე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის მიერ“,- ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი, გი­ორ­გი კამ­კა­მი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.


  • რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, “ხელ­ნა­კე­თი“ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის ზე­მოქ­მე­დე­ბა ერთ ადა­მი­ან­ზე შე­იძ­ლე­ბა არ იყოს მძი­მე, მაგ­რამ იგი­ვე დოზა მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის შე­საძ­ლოა სიკ­ვდი­ლის ან და­ინ­ვა­ლი­დე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს.

“ამ დღე­ებ­ში “ლა­ივ­ში“ ვხე­დავთ ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მცვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ფაქ­ტობ­რი­ვად ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას. ქი­მი­ურ ია­რა­ღად შეკ­რე­ბე­ბის და­საშ­ლე­ლად გან­კუთ­ვნილ ნივ­თი­ე­რე­ბებს აქ­ცევს მათი შე­რე­ვა წყალ­თან, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი წნე­ვის ნა­კა­დით, და­მიზ­ნე­ბით მი­ე­მარ­თე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი მი­ტინ­გის და­უც­ვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სა­კენ. ამ­გვა­რად, წყლის ნა­კა­დი წარ­მო­ად­გენს ქი­მი­უ­რი ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­დამ­ტანს, ხოლო ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გან­მარ­ტე­ბა სხვა რა არის თუ არა “ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა + გა­დამ­ტა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის მა­სი­უ­რი და­ზა­რა­ლე­ბი­სათ­ვის“.


ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მსგავ­სი თვით­ნა­კე­თი ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია და ეს კარ­გად უნდა მო­ეხ­სე­ნე­ბო­დეს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, რო­მე­ლიც პერ­მა­ნენ­ტუ­ლად უნდა აფრ­თხი­ლებ­დეს ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებს, ღიად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დეს ამ კა­ტას­ტრო­ფულ პრაქ­ტი­კას და მუდ­მი­ვად უნდა აცხა­დებ­დეს ამას მა­სი­უ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, ვი­ნა­ი­დან ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის პრე­ვენ­ცია ზუს­ტად რომ ამ უწყე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბაა! თუმ­ცა ჯან­დაც­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან მხო­ლოდ და­ზა­რა­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბე­ბის სის­ხლი­ან სტა­ტის­ტი­კას თუ ვი­გებთ.


CDC-ს ინ­სტრუქ­ცი­ებ­ში ხაზ­გას­მით არის ჩა­წე­რი­ლი, რომ მსგავ­სი ქი­მი­უ­რი აგენ­ტე­ბის მიერ ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის სიმ­ძი­მე და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა მე­თო­დით არის ეს ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და რა დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ადა­მი­ა­ნი მათი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ.


  • ყო­ველ­დღი­უ­რად ვხე­დავთ “წი­წა­კის სპრე­ის“ პირ­და­პირ სა­ხე­ში შეს­ხუ­რე­ბას, ამ და, შე­საძ­ლოა, სხვა ნივ­თი­ე­რე­ბებ­და­მა­ტე­ბუ­ლი წყლის ნა­კა­დით ადა­მი­ა­ნე­ბის დას­ვე­ლე­ბას, ტან­საც­მლის გაჟ­ღენ­თას, რო­მე­ლიც დიდი ხნის მან­ძილ­ზე რჩე­ბა დე­მონ­სტრან­ტის სხე­ულ­ზე. კი­დევ უფრო სა­ვა­ლა­ლოა ძა­ლოვ­ნე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­თაც არ ეძ­ლე­ვათ სა­შუ­ა­ლე­ბა, მო­ი­შო­რონ კონ­ტა­მი­ნი­რე­ბუ­ლი ტან­საც­მე­ლი და ჩა­მო­ი­რე­ცხონ ტოქ­სი­კუ­რი ქი­მი­უ­რი აგენ­ტე­ბი.

ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ მოგ­ვახ­სე­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მე­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ქი­მი­უ­რი აგენ­ტე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის მიერ. ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აგენ­ტე­ბი შემ­დე­გია:

Chloroacetophenone, (CN)Chlorobenzylidenemalononitrile, (CS)Chloropicrin, (PS)Bromobenzylcyanide, (CA)Dibenzoxazepine (CR) - აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბი და­უ­ყოვ­ნე­ბელ ეფექ­ტზე ბევ­რი და­ი­წე­რა და პირ­და­პირ “ლა­ივ­შიც“ ვხე­დავთ, რა ემარ­თე­ბა ხალ­ხს. აქ ჩა­მოვ­თვლი მძი­მე და შო­რე­ულ შე­დე­გებს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ასე­თი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის არას­წორ, მათ შო­რის მათი მა­ღა­ლი დო­ზით გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და ადა­მი­ა­ნის ხან­გრძლივ ექ­სპო­ზი­რე­ბას მათ მი­მართ:


  1. სიბრმა­ვე

  2. გლა­უ­კო­მა - თვა­ლის მძი­მე პა­თო­ლო­გია, რო­მელ­მაც ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბოს სიბრმა­ვე,

  3. უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლი ხორ­ხი­სა და ფილ­ტვე­ბის ლორ­წო­ვა­ნის დამ­წვრო­ბის გამო,

  4. სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, რო­მელ­მაც ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სიკ­ვდი­ლი.

“ხელ­ნა­კე­თი“ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის ზე­მოქ­მე­დე­ბა ერთ ადა­მი­ან­ზე შე­იძ­ლე­ბა არ იყოს მძი­მე, მაგ­რამ იგი­ვე დოზა მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის შე­იძ­ლე­ბა სიკ­ვდი­ლის ან და­ინ­ვა­ლი­დე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია ძლი­ე­რი ალერ­გი­უ­ლი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბის, ბრონ­ქუ­ლი ას­თმის, სა­სუნ­თქი გზე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და ბევ­რი სხვა და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის ექ­სპო­ზი­რე­ბა ამ “თით­ქოს­და სწრა­ფი და მსუ­ბუ­ქი“ მოქ­მე­დე­ბის ტოქ­სი­ნე­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც რიგ შემ­თხვე­ვა­ში (და გან­სა­კუთ­რე­ბით მათი არას­წო­რი გა­მო­ყე­ნე­ბის დროს) შე­იძ­ლე­ბა სა­სიკ­ვდი­ლო ქი­მი­ურ ია­რა­ღად იქ­ცეს“, - წერს გი­ორ­გი კამ­კა­მი­ძე.


ფოტო: ვანო გორ­გიშ­ვი­ლი/IPN


იხი­ლეთ ასე­ვე:


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

“ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვახსენოს, რომელი ქიმიური აგენტებია გამოყენებული - არასწორად გამოყენების დროს, შეიძლება სასიკვდილო ქიმიურ იარაღად იქცეს“ - ინფექციონისტი

“ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვახსენოს, რომელი ქიმიური აგენტებია გამოყენებული - არასწორად გამოყენების დროს, შეიძლება სასიკვდილო ქიმიურ იარაღად იქცეს“ - ინფექციონისტი

“აუცილებელია, ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვახსენოს საზოგადოებას, რომელი კონკრეტული ქიმიური აგენტებია გამოყენებული ძალოვანი სტრუქტურების მიერ“,- ამის შესახებ ინფექციონისტი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, გიორგი კამკამიძე სოციალურ ქსელში წერს.


  • როგორც ის აღნიშნავს, “ხელნაკეთი“ ქიმიური იარაღის ზემოქმედება ერთ ადამიანზე შეიძლება არ იყოს მძიმე, მაგრამ იგივე დოზა მეორე ადამიანისათვის შესაძლოა სიკვდილის ან დაინვალიდების მიზეზი გახდეს.

“ამ დღეებში “ლაივში“ ვხედავთ ძალოვანი სტრუქტურების მიერ საქართველოს მცველების წინააღმდეგ ფაქტობრივად ქიმიური იარაღის გამოყენებას. ქიმიურ იარაღად შეკრებების დასაშლელად განკუთვნილ ნივთიერებებს აქცევს მათი შერევა წყალთან, რომელიც მაღალი წნევის ნაკადით, დამიზნებით მიემართება მშვიდობიანი მიტინგის დაუცველი მონაწილეებისაკენ. ამგვარად, წყლის ნაკადი წარმოადგენს ქიმიური ტოქსიკური ნივთიერების გადამტანს, ხოლო ქიმიური იარაღის განმარტება სხვა რა არის თუ არა “ტოქსიკური ნივთიერება + გადამტანი საშუალება ადამიანების მასიური დაზარალებისათვის“.


ასეთ შემთხვევაში მსგავსი თვითნაკეთი ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგების პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია და ეს კარგად უნდა მოეხსენებოდეს ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც პერმანენტულად უნდა აფრთხილებდეს ძალოვან სტრუქტურებს, ღიად ეწინააღმდეგებოდეს ამ კატასტროფულ პრაქტიკას და მუდმივად უნდა აცხადებდეს ამას მასიური საინფორმაციო საშუალებებით, ვინაიდან ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების პრევენცია ზუსტად რომ ამ უწყების მოვალეობაა! თუმცა ჯანდაცვის ოფიციალური სტრუქტურებიდან მხოლოდ დაზარალებულთა რაოდენობების სისხლიან სტატისტიკას თუ ვიგებთ.


CDC-ს ინსტრუქციებში ხაზგასმით არის ჩაწერილი, რომ მსგავსი ქიმიური აგენტების მიერ ადამიანისათვის მიყენებული ზიანის სიმძიმე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მეთოდით არის ეს ქიმიური ნივთიერებები გამოყენებული და რა დროის განმავლობაში იყო ადამიანი მათი ზემოქმედების ქვეშ.


  • ყოველდღიურად ვხედავთ “წიწაკის სპრეის“ პირდაპირ სახეში შესხურებას, ამ და, შესაძლოა, სხვა ნივთიერებებდამატებული წყლის ნაკადით ადამიანების დასველებას, ტანსაცმლის გაჟღენთას, რომელიც დიდი ხნის მანძილზე რჩება დემონსტრანტის სხეულზე. კიდევ უფრო სავალალოა ძალოვნების მიერ დაკავებული ადამიანების მდგომარეობა, რომელთაც არ ეძლევათ საშუალება, მოიშორონ კონტამინირებული ტანსაცმელი და ჩამოირეცხონ ტოქსიკური ქიმიური აგენტები.

ასევე აუცილებელია, ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვახსენოს საზოგადოებას, რომელი კონკრეტული ქიმიური აგენტებია გამოყენებული ძალოვანი სტრუქტურების მიერ. ყველაზე ხშირად გამოყენებული აგენტები შემდეგია:

Chloroacetophenone, (CN)Chlorobenzylidenemalononitrile, (CS)Chloropicrin, (PS)Bromobenzylcyanide, (CA)Dibenzoxazepine (CR) - აღნიშნული ნივთიერებების კომბინაციები დაუყოვნებელ ეფექტზე ბევრი დაიწერა და პირდაპირ “ლაივშიც“ ვხედავთ, რა ემართება ხალხს. აქ ჩამოვთვლი მძიმე და შორეულ შედეგებს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ასეთი ქიმიური ნივთიერებების არასწორ, მათ შორის მათი მაღალი დოზით გამოყენებასა და ადამიანის ხანგრძლივ ექსპოზირებას მათ მიმართ:


  1. სიბრმავე

  2. გლაუკომა - თვალის მძიმე პათოლოგია, რომელმაც ასევე შეიძლება განაპირობოს სიბრმავე,

  3. უეცარი სიკვდილი ხორხისა და ფილტვების ლორწოვანის დამწვრობის გამო,

  4. სუნთქვის უკმარისობა, რომელმაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

“ხელნაკეთი“ ქიმიური იარაღის ზემოქმედება ერთ ადამიანზე შეიძლება არ იყოს მძიმე, მაგრამ იგივე დოზა მეორე ადამიანისათვის შეიძლება სიკვდილის ან დაინვალიდების მიზეზი გახდეს. განსაკუთრებით საშიშია ძლიერი ალერგიული წინასწარგანწყობის, ბრონქული ასთმის, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების და ბევრი სხვა დაავადების მქონე ადამიანების ექსპოზირება ამ “თითქოსდა სწრაფი და მსუბუქი“ მოქმედების ტოქსინების მიმართ, რომელიც რიგ შემთხვევაში (და განსაკუთრებით მათი არასწორი გამოყენების დროს) შეიძლება სასიკვდილო ქიმიურ იარაღად იქცეს“, - წერს გიორგი კამკამიძე.


ფოტო: ვანო გორგიშვილი/IPN


იხილეთ ასევე: