მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
მეცნიერება
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამხედრო მდგომარეობა 6 საათით და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით: რა მოხდა სამხრეთ კორეაში? - პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის ფიასკო და სკანდალი ცოლის ძვირადღირებული ჩანთის გამო
სამხედრო მდგომარეობა 6 საათით და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით: რა მოხდა სამხრეთ კორეაში? - პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის ფიასკო და სკანდალი ცოლის ძვირადღირებული ჩანთის გამო

სამ­ხრეთ კო­რე­ის პრე­ზი­დენტ იუნ სუკ იოლის მო­უ­ლოდ­ნე­ლი მცდე­ლო­ბა ქვე­ყა­ნა­ში სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და­ემ­ყა­რე­ბი­ნა, ექ­ვსი სა­ა­თის შემ­დეგ მარ­ცხით დას­რულ­და: პარ­ლა­მენ­ტმა მხა­რი და­უ­ჭი­რა სამ­ხედ­რო მდგო­მა­რე­ო­ბის მოხ­სნას, პრე­ზი­დენ­ტიც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და უკან და­ე­ხია.

"ეროვ­ნულ­მა ასამ­ბლე­ამ მო­ი­თხო­ვა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უქ­მე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დგომ ოპე­რა­ცი­ებ­ში, გა­ვიწ­ვი­ეთ. ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის სხდო­მა­ზე გა­უქ­მდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და იუნ სუკ იოლ­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვა­ში, რის შემ­დე­გაც მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი შე­იკ­რი­ბა და მხა­რი და­უ­ჭი­რა სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მოხ­სნას, - იტყო­ბი­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Yonhap. სამ­ხედ­რო­ე­ბი უკვე თა­ვი­ანთ ნა­წი­ლებ­ში დაბ­რუნ­დნენ.

ოთხშა­ბათ დი­ლით პრე­ზი­დენ­ტის მთე­ლი შტა­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. თა­ვად პრე­ზი­დენტს ახა­ლი გან­ცხა­დე­ბა ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბია.

პრე­ზი­დენ­ტის ოპო­ნენ­ტე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ი­დან, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბა ჰყავს, გა­ნა­ცხა­დეს, რომ თუ ის თა­ვად არ გა­დად­გე­ბა, იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რას და­ი­წყე­ბენ.

3 დე­კემ­ბრის მი­მარ­თვა­ში, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა "კო­მუ­ნის­ტუ­რი ძა­ლე­ბის­გან" კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მიერ წარ­მოქ­მნი­ლი საფრ­თხე­ე­ბის­გან და­სა­ცა­ვად აუ­ცი­ლე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბად გა­მო­ა­ცხა­და.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, საფრ­თხე მო­დი­ო­და, რო­გორც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ი­დან, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი "ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ელე­მენ­ტე­ბი­დან“, რომ­ლე­ბიც უნდა აღ­მო­ი­ფხვრას.

სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხის YTN ვებ­სა­იტ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა პრე­ზი­დენ­ტის ერი­სად­მი მი­მარ­თვის ტექ­სტი, რო­მელ­შიც ის ოპო­ზი­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, სამ­თავ­რო­ბო ფი­გუ­რე­ბი­სა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის იმ­პიჩ­მენ­ტის მცდე­ლო­ბით. მისი თქმით, ახა­ლი მთავ­რო­ბის მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბი­დან (არ­ჩევ­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე წლის გა­ზა­ფხულ­ზე გა­ი­მარ­თა) ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლეა იმ­პიჩ­მენ­ტით და­ე­მუქ­რა 22 სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს, მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე პრო­კუ­რორს, შს მი­ნისტრს და თავ­დაც­ვის მი­ნისტრს.

”ეს არის აშ­კა­რა ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აქტი, რო­მე­ლიც არ­ღვევს თა­ვი­სუ­ფა­ლი კო­რე­ის რეს­პუბ­ლი­კის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ წეს­რიგს და ანად­გუ­რებს კონ­სტი­ტუ­ცი­ი­თა და კა­ნო­ნე­ბით დად­გე­ნილ ლე­გი­ტი­მურ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებს, ცდი­ლობს სა­მო­ქა­ლა­ქო ომის პრო­ვო­ცი­რე­ბას”, - თქვა იონ სუკ იოლ­მა.

samxreT_korea
კად­რე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და სამ­ხედ­რო­ებს შო­რის შე­ტა­კე­ბა მოხ­და

"ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლეა კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის ბუ­ნა­გად იქცა და ცდი­ლობს ქვეყ­ნის სა­სა­მარ­თლო-ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სის­ტე­მის პა­რა­ლი­ზე­ბას და ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის სის­ტე­მის დამ­ხო­ბას სა­კა­ნონ­მდებ­ლო დიქ­ტა­ტუ­რით“, - თქვა მან ერი­სად­მი მი­მარ­თვა­ში.

სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მო­ღე­ბას არც მმარ­თვე­ლი პარ­ტია და არც ოპო­ზი­ცია არ ეთან­ხმე­ბოდ­ნენ. სამ­ხრეთ კო­რე­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ლი­დერ­მა, რო­მელ­საც აქვს უმ­რავ­ლე­სო­ბა პარ­ლა­მენ­ტში, ლი ჯაე-მი­უნ­გმა მას არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უწო­და, პრე­ზი­დენ­ტის პარ­ტი­ის "ხალ­ხის ძა­ლა­უფ­ლე­ბის" ხელ­მძღვა­ნელ­მა, ჰან დონ-ჰუნ­მა კი უკა­ნო­ნო უწო­და და ხალ­ხს მის დაბ­ლოკ­ვას დაჰ­პირ­და.

გე­ნე­რალ პარკ აჰნ-სოს ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე, აკ­რძა­ლუ­ლი იყო ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, მათ შო­რის პარ­ლა­მენ­ტის, ად­გი­ლობ­რი­ვი საბ­ჭო­ე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი­სა და ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის მუ­შა­ო­ბა, ასე­ვე მი­ტინ­გე­ბი, დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი და გა­ფიც­ვე­ბი.

გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, მე­დია მო­ექ­ცა სამ­ხედ­რო სარ­დლო­ბის კონ­ტროლს ქვეშ და, შე­სა­ბა­მი­სად, აიკ­რძა­ლა "ყალ­ბი ამ­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და ცრუ პრო­პა­გან­და“. გან­კარ­გუ­ლე­ბის დამ­რღვე­ვებს ემუქ­რე­ბოდ­ნენ ორ­დე­რის გა­რე­შე ჩხრე­კით, და­კა­ვე­ბით და დას­ჯით.

ბო­ლოს სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში 1979 წელს და­წეს­და მა­შინ­დე­ლი დიქ­ტა­ტო­რის პარკ ჩუნგ-ჰის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ.

  • რა ხდე­ბო­და პარ­ლა­მენ­ტთან?

მას შემ­დეგ, რაც სამ­ხრეთ კო­რე­ის პრე­ზი­დენ­ტმა სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მო­ღე­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ხალ­ხმა შეკ­რე­ბა ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის შე­ნო­ბას­თან და­ი­წყო. შე­ნო­ბის შე­სას­ვლელ­თან პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი გან­ლაგ­დნენ. შე­ნო­ბის თავ­ზე კი სამ­ხედ­რო ვერ­ტმფრე­ნე­ბი გა­მოჩ­ნდნენ.

samxreT_korea
დე­პუ­ტა­ტე­ბი ბა­რი­კა­დებს აწყო­ბენ

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ლი­დერ­მა ყვე­ლა წევ­რს პარ­ლა­მენ­ტში შეკ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

მისი გან­ცხა­დე­ბით, რო­გორც ასამ­ბლე­ის სპი­კე­რი ვუ ვონ-სიკი მი­ვი­დო­და ეროვ­ნულ ასამ­ბლე­ა­ში, შედ­გე­ბო­და კენ­ჭისყრა სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უქ­მე­ბა­ზე.

იმავდრო­უ­ლად, სამ­ხრეთ კო­რე­ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Yonhap-მა აჩ­ვე­ნა პირ­და­პი­რი კად­რე­ბი, თუ რო­გორ იკ­რი­ბე­ბო­და ხალ­ხი თან­და­თა­ნო­ბით პარ­ლა­მენ­ტის გარ­შე­მო, მაგ­რამ შე­ნო­ბა­ში უშ­ვებ­დნენ მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის წევ­რებს, სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებს.

samxreT_koerea
პარ­ლა­მენ­ტში ხმის მი­ცე­მის კად­რე­ბი

კენ­ჭისყ­რის შე­დე­გად, 300-დან 190-მა დე­პუ­ტატ­მა (მათ ვინც შეძ­ლო სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში შეს­ვლა) მხა­რი და­უ­ჭი­რა სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მოხ­სნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

სამ­ხედ­რო­ებ­მა, რომ­ლე­ბიც ასე­ვე ცდი­ლობ­დნენ ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის შე­ნო­ბა­ში შეს­ვლას (მე­დია წერ­და, რომ ზო­გი­ერ­თმა ეს მო­ა­ხერ­ხა), გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კენ­ჭისყ­რის შემ­დეგ და­ი­წყეს ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა.

BBC-ის სე­უ­ლის კო­რეს­პონ­დენ­ტი ჯეიკ კვო­ნის ცნო­ბით, მო­მი­ტინ­გე­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ სკან­დი­რებ­დნენ "არა სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბას“, "მო­დით, და­ვამ­ხოთ დიქ­ტა­ტუ­რა“ და "გა­ა­ღეთ კა­რიბ­ჭე“.

ასე­ვე და­ფიქ­სირ­და შე­ტა­კე­ბე­ბი პო­ლი­ცი­ა­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მთა­ვარ შე­სას­ვლელ­თან.

The New York Times-მა იტყო­ბი­ნე­ბა, რომ ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის წინ ხალ­ხმრავ­ლო­ბა ღა­მით გა­ი­ზარ­და და პრე­ზი­დენ­ტის გა­დად­გო­მის მო­წო­დე­ბე­ბი გახ­შირ­და.

პრე­ზი­დენ­ტის მიერ სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მოხ­სნა­ზე თან­ხმო­ბის ამ­ბავს პარ­ლა­მენ­ტთან შეკ­რე­ბი­ლე­ბი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდნენ.

  • "ჯარ­მა უნდა მოგ­ვის­მი­ნოს ჩვენ და არა პრე­ზი­დენტს"

იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა დე­პუ­ტატ­თან დი­ლის 2 სა­ათ­ზე, მაგ­რამ BBC World Service Newshour-ის კო­რეს­პონ­დენ­ტმა ტიმ ფრანკს­მა ეს გა­ა­კე­თა.

ის და­უ­კავ­შირ­და ჰონგ კი ვონს, სამ­ხრეთ კო­რე­ის ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის წევ­რს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ი­დან, რო­მელ­მაც თქვა, რომ ეძი­ნა, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტმა გვი­ან ღა­მით სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და:

"ცოლ­მა გა­მაღ­ვი­ძა, რათა ეს ამ­ბა­ვი ეთ­ქვა, თა­ვი­დან ვერ და­ვი­ჯე­რე, მაგ­რამ შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტში წა­ვე­დი. რომ მი­ვე­დი, პო­ლი­ცი­ას უკვე გა­და­კე­ტი­ლი ჰქონ­და შე­სას­ვლე­ლი".

მან იქ შეკ­რე­ბილ მო­მი­ტინ­გე­ებს უთხრა, ვინ იყო და ისი­ნი ღო­ბის გა­და­ლახ­ვა­ში და­ეხ­მარ­ნენ.

samxreT_korea
სამ­ხედ­რო­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში

მისი თქმით, სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში ერ­თი­ა­ნო­ბა სუ­ფევ­და და საპ­რე­ზი­დენ­ტო პარ­ტი­ის წევ­რე­ბიც კი ვერ იჯე­რებ­დნენ, რაც ხდე­ბო­და.

”დე­მოკ­რა­ტია აქ ძლი­ე­რია... ჯარ­მა უნდა მოგ­ვის­მი­ნოს ჩვენ, კონ­სტი­ტუ­ცი­ას და არა პრე­ზი­დენტს", - აცხა­დებს ის.

  • პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის მი­ზე­ზე­ბი

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, რო­მე­ლიც სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში მიმ­დი­ნა­რე გა­ზა­ფხულ­ზე გა­ი­მარ­თა, დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა პარ­ტი­ამ ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის 300 ად­გი­ლი­დან 192 მო­ი­პო­ვა.

პრე­ზი­დენ­ტის "სა­ხალ­ხო ძა­ლა­უფ­ლე­ბის" პარ­ტი­ის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი მარ­ცხის შე­დე­გად, გა­დად­გა ამ პარ­ტი­ის ლი­დე­რი ჰან დონ-ჰუნი და ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჰან დეოკ-სო.

მე­დია წერ­და, რომ გა­ზა­ფხულ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს, რო­გორც შუ­ა­ლე­დუ­რი რე­ფე­რენ­დუ­მი პრე­ზი­დენტ იუნ სუკ-იო­ლი­სად­მი ნდო­ბის სა­კი­თხზე, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ დარ­ჩა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის სამი წელი.

შე­დე­გად, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა პარ­ტი­ამ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა იუ­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა­ში, ხოლო კო­რე­ის ინო­ვა­ცი­ე­ბის პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა და იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ჩო გუკ­მა პი­რო­ბა დადო, რომ პრე­ზი­დენ­ტი "ჯერ კოჭლ იხ­ვად, შემ­დეგ კი მკვდრად გა­და­იქ­ცე­ო­და” თა­ვის მხრივ, პრე­ზი­დენ­ტი პარ­ლა­მენტს ადა­ნა­შა­უ­ლებს, რომ არ აძ­ლევს მას თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

BBC-ის სე­უ­ლის კო­რეს­პონ­დენ­ტი ჯეიკ კვო­ნი იხ­სე­ნებს, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ვერ მი­ი­ღო ის კა­ნო­ნე­ბი, რაც მას სურ­და, სა­მა­გი­ე­როდ მას ოპო­ზი­ცი­ის მიერ მი­ღე­ბულ ნე­ბის­მი­ერ კა­ნონს ვე­ტოს ადებ­და.

იუ­ნის მე­უღ­ლე კიმ გან ჰი 2023 წელს სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა მას მერე, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი Dior-ის ჩან­თით გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მას, სა­ვა­რა­უ­დოდ, აჩუ­ქეს, თუმ­ცა კა­ნო­ნი უკ­რძა­ლავს პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და მათ მე­უღ­ლე­ებს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბის მი­ღე­ბას. იუნს ცო­ლის ჩან­თის გამო ბო­დი­შის მოხ­და მო­უ­წია. წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სამხედრო მდგომარეობა 6 საათით და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით: რა მოხდა სამხრეთ კორეაში? - პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის ფიასკო და სკანდალი ცოლის ძვირადღირებული ჩანთის გამო

სამხედრო მდგომარეობა 6 საათით და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით: რა მოხდა სამხრეთ კორეაში? - პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის ფიასკო და სკანდალი ცოლის ძვირადღირებული ჩანთის გამო

სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის მოულოდნელი მცდელობა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა დაემყარებინა, ექვსი საათის შემდეგ მარცხით დასრულდა: პარლამენტმა მხარი დაუჭირა სამხედრო მდგომარეობის მოხსნას, პრეზიდენტიც იძულებული გახდა უკან დაეხია.

"ეროვნულმა ასამბლეამ მოითხოვა საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობდნენ საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ ოპერაციებში, გავიწვიეთ. ეროვნული ასამბლეის მოთხოვნის საფუძველზე საომარ მდგომარეობა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გაუქმდება“, - განაცხადა იუნ სუკ იოლმა სატელევიზიო მიმართვაში, რის შემდეგაც მინისტრთა კაბინეტი შეიკრიბა და მხარი დაუჭირა საომარი მდგომარეობის მოხსნას, - იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Yonhap. სამხედროები უკვე თავიანთ ნაწილებში დაბრუნდნენ.

ოთხშაბათ დილით პრეზიდენტის მთელი შტაბი თანამდებობიდან გადადგა. თავად პრეზიდენტს ახალი განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

პრეზიდენტის ოპონენტები დემოკრატიული პარტიიდან, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, განაცხადეს, რომ თუ ის თავად არ გადადგება, იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებენ.

3 დეკემბრის მიმართვაში, პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა "კომუნისტური ძალებისგან" კონსტიტუციური წესრიგის და ჩრდილოეთ კორეის მიერ წარმოქმნილი საფრთხეებისგან დასაცავად აუცილებელ ღონისძიებად გამოაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საფრთხე მოდიოდა, როგორც ჩრდილოეთ კორეიდან, ასევე ადგილობრივი "ანტისახელმწიფოებრივი ელემენტებიდან“, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას.

სატელევიზიო არხის YTN ვებსაიტმა გამოაქვეყნა პრეზიდენტის ერისადმი მიმართვის ტექსტი, რომელშიც ის ოპოზიციას სახელმწიფო მუშაობის პარალიზებაში ადანაშაულებდა, სამთავრობო ფიგურებისა და ოფიციალური პირების იმპიჩმენტის მცდელობით. მისი თქმით, ახალი მთავრობის მუშაობის დაწყებიდან (არჩევნები მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიმართა) ეროვნული ასამბლეა იმპიჩმენტით დაემუქრა 22 საჯარო მოხელეს, მათ შორის რამდენიმე პროკურორს, შს მინისტრს და თავდაცვის მინისტრს.

”ეს არის აშკარა ანტისახელმწიფოებრივი აქტი, რომელიც არღვევს თავისუფალი კორეის რესპუბლიკის კონსტიტუციურ წესრიგს და ანადგურებს კონსტიტუციითა და კანონებით დადგენილ ლეგიტიმურ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ცდილობს სამოქალაქო ომის პროვოცირებას”, - თქვა იონ სუკ იოლმა.

samxreT_korea
კადრებით თუ ვიმსჯელებთ, პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამხედროებს შორის შეტაკება მოხდა

"ჩვენი ეროვნული ასამბლეა კრიმინალური ჯგუფების ბუნაგად იქცა და ცდილობს ქვეყნის სასამართლო-ადმინისტრაციული სისტემის პარალიზებას და ლიბერალური დემოკრატიის სისტემის დამხობას საკანონმდებლო დიქტატურით“, - თქვა მან ერისადმი მიმართვაში.

საომარი მდგომარეობის შემოღებას არც მმართველი პარტია და არც ოპოზიცია არ ეთანხმებოდნენ. სამხრეთ კორეის დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, რომელსაც აქვს უმრავლესობა პარლამენტში, ლი ჯაე-მიუნგმა მას არაკონსტიტუციური უწოდა, პრეზიდენტის პარტიის "ხალხის ძალაუფლების" ხელმძღვანელმა, ჰან დონ-ჰუნმა კი უკანონო უწოდა და ხალხს მის დაბლოკვას დაჰპირდა.

გენერალ პარკ აჰნ-სოს ბრძანებულებით, რომელიც პასუხისმგებელი იყო საომარი მდგომარეობის აღსრულებაზე, აკრძალული იყო ყველა პოლიტიკური აქტივობა, მათ შორის პარლამენტის, ადგილობრივი საბჭოების, პოლიტიკური პარტიებისა და ასოციაციების მუშაობა, ასევე მიტინგები, დემონსტრაციები და გაფიცვები.

განკარგულების თანახმად, მედია მოექცა სამხედრო სარდლობის კონტროლს ქვეშ და, შესაბამისად, აიკრძალა "ყალბი ამბების გავრცელება, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება და ცრუ პროპაგანდა“. განკარგულების დამრღვევებს ემუქრებოდნენ ორდერის გარეშე ჩხრეკით, დაკავებით და დასჯით.

ბოლოს საომარი მდგომარეობა სამხრეთ კორეაში 1979 წელს დაწესდა მაშინდელი დიქტატორის პარკ ჩუნგ-ჰის მკვლელობის შემდეგ.

  • რა ხდებოდა პარლამენტთან?

მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობის შემოღება გამოაცხადა, ხალხმა შეკრება ქვეყნის ეროვნული ასამბლეის შენობასთან დაიწყო. შენობის შესასვლელთან პოლიციელები განლაგდნენ. შენობის თავზე კი სამხედრო ვერტმფრენები გამოჩნდნენ.

samxreT_korea
დეპუტატები ბარიკადებს აწყობენ

დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ყველა წევრს პარლამენტში შეკრებისკენ მოუწოდა.

მისი განცხადებით, როგორც ასამბლეის სპიკერი ვუ ვონ-სიკი მივიდოდა ეროვნულ ასამბლეაში, შედგებოდა კენჭისყრა საომარი მდგომარეობის გაუქმებაზე.

იმავდროულად, სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-მა აჩვენა პირდაპირი კადრები, თუ როგორ იკრიბებოდა ხალხი თანდათანობით პარლამენტის გარშემო, მაგრამ შენობაში უშვებდნენ მხოლოდ ეროვნული ასამბლეის წევრებს, სხვა თანამშრომლებსა და ჟურნალისტებს.

samxreT_koerea
პარლამენტში ხმის მიცემის კადრები

კენჭისყრის შედეგად, 300-დან 190-მა დეპუტატმა (მათ ვინც შეძლო სხდომათა დარბაზში შესვლა) მხარი დაუჭირა საომარი მდგომარეობის მოხსნის გადაწყვეტილებას.

სამხედროებმა, რომლებიც ასევე ცდილობდნენ ეროვნული ასამბლეის შენობაში შესვლას (მედია წერდა, რომ ზოგიერთმა ეს მოახერხა), გავრცელებული ინფორმაციით, კენჭისყრის შემდეგ დაიწყეს ტერიტორიის დატოვება.

BBC-ის სეულის კორესპონდენტი ჯეიკ კვონის ცნობით, მომიტინგეები პარლამენტის შენობის წინ სკანდირებდნენ "არა საომარი მდგომარეობას“, "მოდით, დავამხოთ დიქტატურა“ და "გააღეთ კარიბჭე“.

ასევე დაფიქსირდა შეტაკებები პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის პარლამენტის შენობის მთავარ შესასვლელთან.

The New York Times-მა იტყობინება, რომ ეროვნული ასამბლეის წინ ხალხმრავლობა ღამით გაიზარდა და პრეზიდენტის გადადგომის მოწოდებები გახშირდა.

პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის მოხსნაზე თანხმობის ამბავს პარლამენტთან შეკრებილები სიხარულით შეხვდნენ.

  • "ჯარმა უნდა მოგვისმინოს ჩვენ და არა პრეზიდენტს"

იშვიათად ხდება ინტერვიუს ჩაწერა დეპუტატთან დილის 2 საათზე, მაგრამ BBC World Service Newshour-ის კორესპონდენტმა ტიმ ფრანკსმა ეს გააკეთა.

ის დაუკავშირდა ჰონგ კი ვონს, სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის წევრს დემოკრატიული პარტიიდან, რომელმაც თქვა, რომ ეძინა, როდესაც პრეზიდენტმა გვიან ღამით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა:

"ცოლმა გამაღვიძა, რათა ეს ამბავი ეთქვა, თავიდან ვერ დავიჯერე, მაგრამ შემდეგ პარლამენტში წავედი. რომ მივედი, პოლიციას უკვე გადაკეტილი ჰქონდა შესასვლელი".

მან იქ შეკრებილ მომიტინგეებს უთხრა, ვინ იყო და ისინი ღობის გადალახვაში დაეხმარნენ.

samxreT_korea
სამხედროები პარლამენტის შენობაში

მისი თქმით, სხდომათა დარბაზში ერთიანობა სუფევდა და საპრეზიდენტო პარტიის წევრებიც კი ვერ იჯერებდნენ, რაც ხდებოდა.

”დემოკრატია აქ ძლიერია... ჯარმა უნდა მოგვისმინოს ჩვენ, კონსტიტუციას და არა პრეზიდენტს", - აცხადებს ის.

  • პოლიტიკური კრიზისის მიზეზები

საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც სამხრეთ კორეაში მიმდინარე გაზაფხულზე გაიმართა, დემოკრატიულმა პარტიამ ეროვნული ასამბლეის 300 ადგილიდან 192 მოიპოვა.

პრეზიდენტის "სახალხო ძალაუფლების" პარტიის არჩევნებში გამანადგურებელი მარცხის შედეგად, გადადგა ამ პარტიის ლიდერი ჰან დონ-ჰუნი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჰან დეოკ-სო.

მედია წერდა, რომ გაზაფხულზე ჩატარებული არჩევნები შეიძლება განიხილებოდეს, როგორც შუალედური რეფერენდუმი პრეზიდენტ იუნ სუკ-იოლისადმი ნდობის საკითხზე, რომელსაც ჯერ კიდევ დარჩა ხელისუფლებაში ყოფნის სამი წელი.

შედეგად, არჩევნების შემდეგ, დემოკრატიულმა პარტიამ დაადანაშაულა იუნის ადმინისტრაცია არაკომპეტენტურობაში, ხოლო კორეის ინოვაციების პარტიის ხელმძღვანელმა და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ჩო გუკმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტი "ჯერ კოჭლ იხვად, შემდეგ კი მკვდრად გადაიქცეოდა” თავის მხრივ, პრეზიდენტი პარლამენტს ადანაშაულებს, რომ არ აძლევს მას თავისი ინიციატივების განხორციელების საშუალებას.

BBC-ის სეულის კორესპონდენტი ჯეიკ კვონი იხსენებს, რომ პრეზიდენტმა ვერ მიიღო ის კანონები, რაც მას სურდა, სამაგიეროდ მას ოპოზიციის მიერ მიღებულ ნებისმიერ კანონს ვეტოს ადებდა.

იუნის მეუღლე კიმ გან ჰი 2023 წელს სკანდალში გაეხვა მას მერე, რაც საზოგადოებაში ძვირადღირებული Dior-ის ჩანთით გამოჩნდა, რომელიც მას, სავარაუდოდ, აჩუქეს, თუმცა კანონი უკრძალავს პოლიტიკოსებსა და მათ მეუღლეებს ძვირადღირებული საჩუქრების მიღებას. იუნს ცოლის ჩანთის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია. წყარო