ავტორი:

"კლუბურმა ნარკოტიკმა ფსიქიკური აშლილობა განუვითარა... დედა ყველაფერს აკეთებდა, მის დასახმარებლად... ნინოს სადისტური მკვლელობის შემდეგ ნაქირავებ ბინაში წასულა" - სასტიკი დანაშაულის დეტალები

"კლუბურმა ნარკოტიკმა ფსიქიკური აშლილობა განუვითარა... დედა ყველაფერს აკეთებდა, მის დასახმარებლად... ნინოს სადისტური მკვლელობის შემდეგ ნაქირავებ ბინაში წასულა" - სასტიკი დანაშაულის დეტალები

დღეს მიაბარეს მიწას მოკლული 49 წლის ნინო ხოჭოლავა და მისი შვილი, ნიკა, რომელმაც დედას უამრავი დაზიანება მიაყენა. უმძიმესი დანაშაული რამდენიმე დღის წინ თბილისში, საბურთალოზე მოხდა.

  • შვილმა დედას დანით 40-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, ამის შემდეგ ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სოციალური ქსელით გაავრცელა და თვითონაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

"უკანასკნელ გზაზე გაგაცილეთ ნინ დღეს. აცხონოს უფალმა შენი კეთილი და მეგობრული სული. შენი საყვარელი შვილის სულსაც ვავედრებ უფალს, ასე რომ გაგიმეტა შენ და თავისი და-ძმა, საწყალი დედაშენი. მადლობა რომ ასეთი კარგი ადამიანი, დედა, შვილი და მეგობარი იყავი" - დაწერა მეგობარმა.

  • მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალებს სამართალდამცავები იძიებენ, უკვე დაკითხულია არაერთი ადამიანი. ჯერჯერობით უცნობია რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება. არც მოკლული ქალის მეგობრები საუბრობენ ჟურნალისტებთან მკვლელობის მიზეზებზე.

ისინი პირად საუბრებში ამბობენ, რომ ნინო თავის პრობლემებს გულში იკლავდა და ამაზე მათთან არ საუბრობდა. თუმცა ჩვენი წყარო გვეუბნება, რომ ახალგაზრდა ბიჭს სერიოზული ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.

დედამისი ყველაფერს აკეთებდა შვილი ამ მდგომარეობიდან როგორმე გამოეყვანა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შეძლო. როგორც ახალგაზრდა ბიჭის მეგობარი ამბობს, ბიჭი კლინიკაშიც იწვა, მაგრამ მკურნალობაზე უარი თქვა.

"მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები. ემუქრებოდა ყველას. როგორც ვიცი იმ ბიჭსაც, ვინც უყვარდა და ვისზეც საუბრობს იმ ვიდეოში. ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ნარკოტიკებმა. ძირითადად კლუბებში დადიოდა, კლუბურმა ნარკოტიკებმა ფსიქიკური აშლილობა განუვითარა. იწვა კლინიკაშიც, მაგრამ მკურნალობა არ მიიყვანა ბოლომდე. ვიდეოში რომ ასახელებს ბიჭს, ის უყვარდა. იმ ბიჭსაც ემუქრებოდა ბოლოს, დასდევდა. მან თურმე ამის გამო უჩივლა პოლიციაში. აწიოკებული ჰყავდა სხვებიც, ეშინოდათ მისი.

დედამისი ყველაფერს აკეთებდა, რომ შვილს დახმარებოდა, მაგრამ არ დაუჯერა და არ იმკურნალა. ბოლო დროს მოლანდებები ჰქონდა, ცალკე ცხოვრობდა ნაქირავებში. წარმოსახვები ჰქონდა, რაღაცებს იგონებდა, ელანდებოდა და თვითონ თხზავდა. პოლიციაში შესული იყო მის მუქარაზე სხვების საჩივრებიც, როგორც ვიცი. დედა ყველაფერს აკეთებდა რომ როგორმე გამოეყვანა ამ მდგომარეობიდან, მაგრამ ვერ შეძლო. დედის სადისტური მკვლელობის შემდეგ ჩაუწერია ვიდეო, მერე წასულა ნაქირავებ ბინაში და იქიდან გადმოხტა, ასე დაასრულა სიცოცხლე. ძალიან მენანება, რადგან კარგი ადამიანი იყო. ბოლო ერთი წელი იქნება რაც გაუმწვავდა ფსიქიკური მდგომარეობა" - ამბობს მეგობარი.

წაიკითხეთ ასევე: