ავტორი:

“ძვირფასო ქართველებო, მთელი უკრაინა თქვენს გვერდით არის“ - ოლექსეი გონჩარენკო

“ძვირფასო ქართველებო, მთელი უკრაინა თქვენს გვერდით არის“ - ოლექსეი გონჩარენკო

“ძვირფასო ქართველებო, მთელი უკრაინა თქვენს გვერდით არის“, - ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო უკრაინის რადადან მიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინელმა დეპუტატებმა მხარდაჭერის ნიშნად საქართველოს დროშები გამოფინეს.

გონჩარენკოს თქმით, “ქართული ოცნება“ კრემლის სცენარის ნაწილად იქცა და საქართველოს ანადგურებს.

“უკრაინა მათ გვერდით არის, ვინც თბილისის ქუჩებში საქართველოს ევროპულ მომავალსა და ზოგადად, საქართველოს მომავალს იცავს. მათ გვერდით, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ ამ ზამთრის შემდეგ არა რუსული გაზაფხული, არამედ ქართული გაზაფხული მოვიდეს. სამწუხაროდ, “ქართული ოცნება“ კრემლის სცენარის ნაწილად იქცა და დღეს საქართველოს ანადგურებს.

ჩვენ თქვენი გამარჯვების გვჯერა. საქართველო ევროპაა და დღეს ამას მთელს მსოფლიოს უმტკიცებთ“, - აცხადებს ოლექსი გონჩარენკო.

<blockquote class="twitter-tweet" data-media-max-width="560"><p lang="en" dir="ltr">My appeal to Georgians from the Verkhovna Rada! Ukraine supports the desire of Georgians to fight against Russian influence! <a href="https://t.co/dJezIRoLDz">pic.twitter.com/dJezIRoLDz</a></p>&mdash; Oleksiy Goncharenko (@GoncharenkoUa) <a href="https://twitter.com/GoncharenkoUa/status/1863964263489962282?ref_src=twsrc%5Etfw">December 3, 2024</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>