საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში, აქციაზე დაკავებული რუსი სომხეთში გააძევეს..." - რას წერს The Insider-ი
"თბილისში, აქციაზე დაკავებული რუსი სომხეთში გააძევეს..." - რას წერს The Insider-ი

თბი­ლის­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე სომ­ხეთ­ში გა­ა­ძე­ვეს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი და მოღ­ვა­წე მა­მა­კა­ცი 29-30 ნო­ემ­ბრის ღა­მეს და­ა­კა­ვეს. ის აცხა­დებს, რომ პრო­ტეს­ტის დროს პრე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გვერ­დით იდგა "ცდი­ლობ­და მაქ­სი­მა­ლუ­რად შორს ყო­ფი­ლი­ყო მო­მი­ტინ­გე­ე­ბის­გან“.

  • მა­მა­კა­ცი, სა­ხე­ლად მი­ხე­ი­ლი აცხა­დებს, რომ პო­ლი­ცი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გაყ­ვა­ნა სცა­და, და­ე­მუქ­რა, შემ­დეგ კი მი­წა­ზე და­აგ­დო და მან­ქა­ნა­ში ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩას­ვა. მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ცია ყო­ველ ახალ და­კა­ვე­ბულს წიხ­ლებს ურტყამ­და. როცა გა­ი­გეს, რომ რუ­სუ­ლად სა­უბ­რობ­და, კი­დევ უფრო სას­ტი­კად და­ი­წყეს მას­თან მოქ­ცე­ვა.

1-2 დე­კემ­ბრის ღა­მეს მი­ხე­ი­ლი მიგ­რა­ცი­ის სამ­სა­ხურ­ში ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე წა­იყ­ვა­ნეს. იმა­ვე დღეს მის სახ­ლში პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ და რუ­სუ­ლი პას­პორ­ტი წა­არ­თვეს. ამის შემ­დეგ მან­ქა­ნა­ში და სომ­ხე­თის სა­ზღვარ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს. მან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა სცა­და, მაგ­რამ ქარ­თველ­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა არ გა­უშ­ვეს.

თბი­ლი­სის სა­სა­მარ­თლომ 10-დან 13 დღემ­დე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და რუ­სე­თის კი­დევ ორ მო­ქა­ლა­ქეს, რომ­ლე­ბიც და­ა­კა­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე. ამის შე­სა­ხებ მე­დი­ას მათ­მა ნა­თე­სა­ვებ­მა და მე­გობ­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს.

სა­ერ­თო ჯამ­ში, ქარ­თულ­მა პო­ლი­ცი­ამ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე სულ მცი­რე 11 უცხო­ე­ლი და­ა­კა­ვა - რვა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, ასე­ვე ბე­ლო­რუ­სის, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"თბილისში, აქციაზე დაკავებული რუსი სომხეთში გააძევეს..." - რას წერს The Insider-ი

"თბილისში, აქციაზე დაკავებული რუსი სომხეთში გააძევეს..." - რას წერს The Insider-ი

თბილისში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე სომხეთში გააძევეს.

საქართველოში მცხოვრები და მოღვაწე მამაკაცი 29-30 ნოემბრის ღამეს დააკავეს. ის აცხადებს, რომ პროტესტის დროს პრესის წარმომადგენლების გვერდით იდგა "ცდილობდა მაქსიმალურად შორს ყოფილიყო მომიტინგეებისგან“.

  • მამაკაცი, სახელად მიხეილი აცხადებს, რომ პოლიციამ ჟურნალისტების გაყვანა სცადა, დაემუქრა, შემდეგ კი მიწაზე დააგდო და მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვა. მისივე თქმით, პოლიცია ყოველ ახალ დაკავებულს წიხლებს ურტყამდა. როცა გაიგეს, რომ რუსულად საუბრობდა, კიდევ უფრო სასტიკად დაიწყეს მასთან მოქცევა.

1-2 დეკემბრის ღამეს მიხეილი მიგრაციის სამსახურში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წაიყვანეს. იმავე დღეს მის სახლში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და რუსული პასპორტი წაართვეს. ამის შემდეგ მანქანაში და სომხეთის საზღვარზე გადაიყვანეს. მან საქართველოში დაბრუნება სცადა, მაგრამ ქართველმა მესაზღვრეებმა არ გაუშვეს.

თბილისის სასამართლომ 10-დან 13 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა რუსეთის კიდევ ორ მოქალაქეს, რომლებიც დააკავეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. ამის შესახებ მედიას მათმა ნათესავებმა და მეგობრებმა განაცხადეს.

საერთო ჯამში, ქართულმა პოლიციამ საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 11 უცხოელი დააკავა - რვა რუსეთის მოქალაქე, ასევე ბელორუსის, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.

წყარო