ავტორი:

"გავრცელებული ინფორმაცია, რომ ირაკლიმ პროტესტის ნიშნად დატოვა "ქართული ოცნება", სიმართლეს არ შეესაბამება" - რას წერს ღარიბაშვილის ცოლისძმა

"გავრცელებული ინფორმაცია, რომ ირაკლიმ პროტესტის ნიშნად დატოვა "ქართული ოცნება", სიმართლეს არ შეესაბამება" - რას წერს ღარიბაშვილის ცოლისძმა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ექსპრემიერი პარტიას ტოვებს..

თამაზაშვილი ამბობს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

  • "გავრცელებული ინფორმაცია, რომ ირაკლიმ პროტესტის ნიშნად დატოვა „ქართული ოცნება“, სიმართლეს არ შეესაბამება" - წერს თამაზაშვილი.

ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ტოვებს "ქართულ ოცნებას" და კერძო სექტორში მიდის.