პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“შევცდი! დღეს ვართ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, ქვეყანას აღარ გააჩნია კონსტიტუციური ძალაუფლება, დანა ჩაარტყეს და დახიეს მთლიანად“ - სალომე ზურაბიშვილი
“შევცდი! დღეს ვართ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, ქვეყანას აღარ გააჩნია კონსტიტუციური ძალაუფლება, დანა ჩაარტყეს და დახიეს მთლიანად“ - სალომე ზურაბიშვილი

“შევ­ცდი და დღეს ვართ იმ ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, როცა ქვე­ყა­ნას აღარ გა­აჩ­ნია არა­ნა­ი­რი, რე­ა­ლუ­რად, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა, სა­დაც დანა ჩა­არ­ტყეს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და და­ხი­ეს მთლი­ა­ნად!“ - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.


  • მი­სი­ვე თქმით, მას ჰქონ­და იმე­დი, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო ქვეყ­ნის­თვის სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ­და.

“კი­თხვა ის­მის და ის­მო­და რა­ტომ შე­ვი­ტა­ნეთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი, როცა უკვე ვი­ცო­დით, თუ რა დღე­ში იყო მთე­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა და ამა­ზე მე უნდა ვაგო პა­სუ­ხი, რა­მე­თუ ეს იყო ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. იმის იმე­დი თუ ნდო­ბა, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო მი­ი­ღებ­და ქვეყ­ნის­თვის სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, იყო მცი­რე, მაგ­რამ ჩემ­თვის ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნე­ბის იმე­დი, მი­თუ­მე­ტეს ამ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნებ­მა არა­ერ­თხელ გა­მო­ა­ჩი­ნეს ში­ნა­გა­ნი ძალა. ში­ნა­გა­ნი ძალა, რომ შე­იძ­ლე­ბა გა­და­უდ­გე იმ მოვ­ლე­ნებ­სა და დად­გე რო­გორც პი­როვ­ნე­ბა. სა­დღაც ჩემ­ში მქონ­და იმის იმე­დი, რომ როცა ადა­მი­ა­ნებ­მა იცი­ან, მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ის სა­შუ­ა­ლე­ბა, ქვე­ყა­ნა და­უბ­რუნ­დეს მშვი­დო­ბას, და­უბ­რუნ­დეს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ წყო­ბას და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს, ადა­მი­ა­ნებს, როცა აქვთ ის­ტო­რი­ა­ში ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა მო­ცე­მუ­ლი, რო­მე­ლიც არას­დროს დაბ­რუნ­დე­ბა და როცა ინა­წი­ლე­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იმ მოვ­ლე­ნებ­ზე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს, მჯე­რო­და, მი­მაჩ­ნდა, ვი­მე­დოვ­ნებ­დი, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სამი ადა­მი­ა­ნი მა­ინც მი­ი­ღებ­და და იქ­ნე­ბო­და მარ­თა­ლი სა­კუ­თა­რი სინ­დი­სი­სა და ქვეყ­ნის წი­ნა­შე. შევ­ცდი! შევ­ცდი და დღეს ვართ იმ ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, როცა ქვე­ყა­ნას აღარ გა­აჩ­ნია არა­ნა­ი­რი, რე­ა­ლუ­რად, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა, სა­დაც დანა ჩა­არ­ტყეს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და და­ხი­ეს მთლი­ა­ნად,“- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.


  • ცნო­ბის­თვის, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო­ბის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტი­სა და 30 პო­ლი­ტი­კო­სის სარ­ჩე­ლე­ბი არ­სე­ბით გან­სა­ხილ­ვე­ლად არ მი­ი­ღო.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რჩე­ბა ერთი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი, ლე­გი­ტი­მუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი და ეს არის პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი.


“ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რჩე­ბა ერთი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი, ლე­გი­ტი­მუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი და ეს მე ვარ. ეს არის ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და რჩე­ბა მე­ო­რე მხა­რეს ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მო­ახ­დი­ნა ძა­ლა­უფ­ლე­ბის სრუ­ლი უზურ­პა­ცია ამ ქვე­ყა­ნა­ში. სი­ტყვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ვამ­ბობ, ძა­ლა­უფ­ლე­ბის და და­ა­წე­სა ძა­ლა­დობ­რი­ვი რე­ჟი­მი. ეს არის ივა­ნიშ­ვი­ლი და ჩვენ უნდა მოვ­ნა­ხოთ გა­მო­სა­ვა­ლი ამ ქვეყ­ნის­თვის, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი. მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა, რომ და­აბ­რუ­ნოს თა­ვი­სი რე­ჟი­მი არა­ძა­ლა­დობ­რივ რე­ჟიმ­ში, ხალ­ხს მო­უს­მი­ნოს. ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არის, რომ წა­ვიყ­ვა­ნო ეს ქვე­ყა­ნა ახალ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, რო­მე­ლიც ლე­გი­ტი­მუ­რად აირ­ჩევს თა­ვის ხვა­ლინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას," - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.


  • რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, არ­სე­ბობ­და შან­სი, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქვე­ყა­ნა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ჩარ­ჩო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

“დღეს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ჩე­ნი თა­ვის თავს და ქვე­ყა­ნას და ქვეყ­ნის ყვე­ლა ინ­სტი­ტუტს გა­მო­უ­ტა­ნა. არ­სე­ბობ­და შან­სი, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქვე­ყა­ნა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ჩარ­ჩო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. იმ სი­ტუ­ა­ცი­ამ, სა­დაც არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ვი­ყა­ვით, რაც სა­წყი­სია მთე­ლი ამ არა­ლე­გი­ტი­მუ­რი, ერ­თმა­ნეთ­ზე გა­დაბ­მუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სა, მიგ­ვიყ­ვა­ნა იქამ­დე, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არ­ცერ­თი ლე­გი­ტი­მუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი აღარ არ­სე­ბობს - არა პარ­ლა­მენ­ტი, არა ამ პარ­ლა­მენ­ტის მიერ არ­ჩე­უ­ლი მთავ­რო­ბა, არა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო, რო­მელ­მაც თა­ვი­სი არ­სე­ბა და­კარ­გა და არა მთე­ლი რიგი იმ ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც სრუ­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან ერ­თპარ­ტი­ულ წყო­ბა­ზე რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში დამ­კვიდ­რდა“,- გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.


იხი­ლეთ ასე­ვე:



00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

“შევცდი! დღეს ვართ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, ქვეყანას აღარ გააჩნია კონსტიტუციური ძალაუფლება, დანა ჩაარტყეს და დახიეს მთლიანად“ - სალომე ზურაბიშვილი

“შევცდი! დღეს ვართ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, ქვეყანას აღარ გააჩნია კონსტიტუციური ძალაუფლება, დანა ჩაარტყეს და დახიეს მთლიანად“ - სალომე ზურაბიშვილი

“შევცდი და დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი, რეალურად, კონსტიტუციური ძალაუფლება, სადაც დანა ჩაარტყეს კონსტიტუციას და დახიეს მთლიანად!“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.


  • მისივე თქმით, მას ჰქონდა იმედი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

“კითხვა ისმის და ისმოდა რატომ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, როცა უკვე ვიცოდით, თუ რა დღეში იყო მთელი სასამართლო სისტემა და ამაზე მე უნდა ვაგო პასუხი, რამეთუ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილებაა. იმის იმედი თუ ნდობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებდა ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას, იყო მცირე, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის არსებობს ადამიანების იმედი, მითუმეტეს ამ ქვეყანაში, სადაც ადამიანებმა არაერთხელ გამოაჩინეს შინაგანი ძალა. შინაგანი ძალა, რომ შეიძლება გადაუდგე იმ მოვლენებსა და დადგე როგორც პიროვნება. სადღაც ჩემში მქონდა იმის იმედი, რომ როცა ადამიანებმა იციან, მათზეა დამოკიდებული ის საშუალება, ქვეყანა დაუბრუნდეს მშვიდობას, დაუბრუნდეს კონსტიტუციურ წყობას და პოლიტიკურ პროცესს, ადამიანებს, როცა აქვთ ისტორიაში ერთი საშუალება მოცემული, რომელიც არასდროს დაბრუნდება და როცა ინაწილებენ პასუხისმგებლობას იმ მოვლენებზე, რომელიც შეიძლება განვითარდეს, მჯეროდა, მიმაჩნდა, ვიმედოვნებდი, რომ ამ გადაწყვეტილებას სამი ადამიანი მაინც მიიღებდა და იქნებოდა მართალი საკუთარი სინდისისა და ქვეყნის წინაშე. შევცდი! შევცდი და დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი, რეალურად, კონსტიტუციური ძალაუფლება, სადაც დანა ჩაარტყეს კონსტიტუციას და დახიეს მთლიანად,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


  • ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტისა და 30 პოლიტიკოსის სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო.

პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებას რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტი.


“ხელისუფლებას რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რჩება მეორე მხარეს ერთი ადამიანი, რომელმაც მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია ამ ქვეყანაში. სიტყვა ხელისუფლებას არ ვამბობ, ძალაუფლების და დააწესა ძალადობრივი რეჟიმი. ეს არის ივანიშვილი და ჩვენ უნდა მოვნახოთ გამოსავალი ამ ქვეყნისთვის, რომელიც იქნება მშვიდობიანი. მისი პასუხისმგებლობა იქნება, რომ დააბრუნოს თავისი რეჟიმი არაძალადობრივ რეჟიმში, ხალხს მოუსმინოს. ჩემი პასუხისმგებლობა არის, რომ წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს თავის ხვალინდელ ხელისუფლებას," - განაცხადა ზურაბიშვილმა.


  • როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, არსებობდა შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა საკონსტიტუციო ჩარჩოში დაბრუნებულიყო.

“დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს და ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა. არსებობდა შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა საკონსტიტუციო ჩარჩოში დაბრუნებულიყო. იმ სიტუაციამ, სადაც არჩევნებამდე ვიყავით, რაც საწყისია მთელი ამ არალეგიტიმური, ერთმანეთზე გადაბმული მოვლენებისა, მიგვიყვანა იქამდე, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი აღარ არსებობს - არა პარლამენტი, არა ამ პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა, არა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც თავისი არსება დაკარგა და არა მთელი რიგი იმ ინსტიტუციებისა, რომლებიც სრულად დამოკიდებულები არიან ერთპარტიულ წყობაზე რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.


იხილეთ ასევე: