აშკარად ხაბეიშვილი მართავს აშშ-ის საელჩოს სოცმედიას - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც აშშ-ის საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ "ქარდებს“ ეხებოდა.
"რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე განცხადება და იმავეს გავიმეორებ, რომ აშკარად ხაბეიშვილი "ჩაუდეს“ ამერიკის საელჩოს, ხაბეიშვილი მართავს აშკარად აშშ-ის საელჩოს სოცმედიას.
წარმოუდგენია, ამხელა სახელმწიფო ამ დონეზე დაეცა მისი საელჩო და ამ ტიპის "ქარდებს“ აქვეყნებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ აშშ-ს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოსტით და "ქარდით“ ეხმაურება.
"ნუ აბრალებთ სხვებს“ - წერს საელჩო.