მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინა იმერლიშვილი კრიტიკას?
რას პასუხობს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინა იმერლიშვილი კრიტიკას?

ქარ­თვე­ლე­ბი ემო­ცი­უ­რე­ბი ვართ, "ცხელ გულ­ზე“ გვჩ­ვე­ვია დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა, რაც მო­სა­მარ­თლე­ო­ბი­სას არა­ერ­თხელ მაქვს პი­რა­დად გა­მოც­დი­ლი - რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბის მომ­წეს­რი­გე­ბე­ლი ნორ­მე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში მი­ღე­ბის კა­ნო­ნის­მი­ე­რი სა­ფუძ­ვლის არარ­სე­ბო­ბა­ში და­ვე­თან­ხმე მო­სა­მარ­თლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის სა­მარ­თლებ­რივ არ­გუ­მენ­ტებს, მხო­ლოდ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლე,- ამის შე­სა­ხებ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ირი­ნა იმერ­ლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმ ფაქტს, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს რამ­დე­ნი­მე მო­სა­მარ­თლის მსგავ­სად, თა­ვა­დაც და­ე­თან­ხმა არ­ჩევ­ნე­ბის არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო­ბის შე­სა­ხებ სარ­ჩე­ლე­ბის არ­სე­ბით გან­სა­ხილ­ვე­ლად არ­მი­ღე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

მისი თქმით, მო­სა­მარ­თლე, ნე­ბის­მი­ერ დრო­სა და შემ­თხვე­ვა­ში მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი უნდა იყოს და თა­ვად, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში ყოფ­ნი­სას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პი­რა­დი ან პარ­ტი­უ­ლი სიმ­პა­თი­ე­ბით არას­დროს მი­უ­ღია.

"სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პაა! ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, უპირ­ვე­ლე­სად, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის პა­ტი­ვის­ცე­მაა. ქარ­თვე­ლე­ბი ემო­ცი­უ­რე­ბი ვართ, "ცხელ გულ­ზე“ გვჩ­ვე­ვია დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა, რაც მო­სა­მარ­თლე­ო­ბი­სას არა­ერ­თხელ მაქვს პი­რა­დად გა­მოც­დი­ლი.

რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენტს არ და­ვე­თან­ხმე, მა­შინ მომ­ნათ­ლეს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“ მომ­ხრე მო­სა­მარ­თლედ; რო­დე­საც უგუ­ლა­ვას სარ­ჩე­ლი არ და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლეთ, მა­შინ "ოც­ნე­ბის“ მომ­ხრედ გა­მო­მა­ცხა­დეს; მე­ლი­ას ან/და "რუს­თა­ვი 2"-ის სარ­ჩელ­ზე გან­სხვა­ვე­ბულ აზ­რზე დარ­ჩე­ნის შემ­დგო­მაც "ნა­ცი­ო­ნა­ლი“ ვი­ყა­ვი. უსას­რუ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა საქ­მე­ე­ბის ჩა­მოთ­ვლა... ახლა, რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბის მომ­წეს­რი­გე­ბე­ლი ნორ­მე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში მი­ღე­ბის კა­ნო­ნის­მი­ე­რი სა­ფუძ­ვლის არარ­სე­ბო­ბა­ში და­ვე­თან­ხმე მო­სა­მარ­თლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის სა­მარ­თლებ­რივ არ­გუ­მენ­ტებს, ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლე მხო­ლოდ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად. მო­სა­მარ­თლე, ნე­ბის­მი­ერ დრო­სა და შემ­თხვე­ვა­ში, ყო­ველ­თვის უნდა დარ­ჩეს მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში ყოფ­ნი­სას არას­დროს მი­მი­ღია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პი­რა­დი ან პარ­ტი­უ­ლი სიმ­პა­თი­ე­ბით, რისი დას­ტუ­რი­ცაა ჩემ მიერ მი­ღე­ბუ­ლი უამ­რა­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ვერ­თგუ­ლობ მხო­ლოდ მო­სა­მარ­თლის ფიცს.

მჯე­რა, სა­ქარ­თვე­ლო აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი! ჩვენ კი, სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვე­კი­დე­ბით ჩვენ­თვის და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბებს და ჩვე­ნი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში ვი­მოქ­მე­დებთ ევ­რო­პის კავ­შირ­სა და ჩრდი­ლო ატ­ლან­ტი­კუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად“, - წერს იმერ­ლიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ 2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო­ბის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტის და 30 პო­ლი­ტი­კო­სის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლე­ბი არ­სე­ბით გან­სა­ხილ­ვე­ლად არ მი­ი­ღო. გან­ჩი­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს ვებ გვერ­დზე ცოტა ხნის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­ბო­ლო­ოა და გა­სა­ჩივ­რე­ბას ან გა­და­სინ­ჯვას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია, მხო­ლოდ მო­სა­მარ­თლე­ებ­მა - გიორ­გი კვე­რენ­ჩხი­ლა­ძემ და თე­ი­მუ­რაზ ტუ­ღუშ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს, შე­სა­ბა­მი­სად, გან­ჩი­ნე­ბას სხვა რამ­დე­ნი­მე მო­სა­მარ­თლეს­თან ერ­თად, ირი­ნა იმერ­ლიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რა აქვს. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო ირი­ნა იმერ­ლიშ­ვი­ლი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

რას პასუხობს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინა იმერლიშვილი კრიტიკას?

რას პასუხობს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინა იმერლიშვილი კრიტიკას?

ქართველები ემოციურები ვართ, "ცხელ გულზე“ გვჩვევია დასკვნების გამოტანა, რაც მოსამართლეობისას არაერთხელ მაქვს პირადად გამოცდილი - როდესაც არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების წარმოებაში მიღების კანონისმიერი საფუძვლის არარსებობაში დავეთანხმე მოსამართლეთა უმრავლესობის სამართლებრივ არგუმენტებს, მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად ვიხელმძღვანელე,- ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლის მსგავსად, თავადაც დაეთანხმა არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელების არსებით განსახილველად არმიღების გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, მოსამართლე, ნებისმიერ დროსა და შემთხვევაში მიუკერძოებელი უნდა იყოს და თავად, საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპათიებით არასდროს მიუღია.

"საქართველო ევროპაა! ევროპული ღირებულებები, უპირველესად, განსხვავებული აზრის პატივისცემაა. ქართველები ემოციურები ვართ, "ცხელ გულზე“ გვჩვევია დასკვნების გამოტანა, რაც მოსამართლეობისას არაერთხელ მაქვს პირადად გამოცდილი.

როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს არ დავეთანხმე, მაშინ მომნათლეს "ნაციონალების“ მომხრე მოსამართლედ; როდესაც უგულავას სარჩელი არ დავაკმაყოფილეთ, მაშინ "ოცნების“ მომხრედ გამომაცხადეს; მელიას ან/და "რუსთავი 2"-ის სარჩელზე განსხვავებულ აზრზე დარჩენის შემდგომაც "ნაციონალი“ ვიყავი. უსასრულოდ შეიძლება საქმეების ჩამოთვლა... ახლა, როდესაც არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების წარმოებაში მიღების კანონისმიერი საფუძვლის არარსებობაში დავეთანხმე მოსამართლეთა უმრავლესობის სამართლებრივ არგუმენტებს, ვიხელმძღვანელე მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად. მოსამართლე, ნებისმიერ დროსა და შემთხვევაში, ყოველთვის უნდა დარჩეს მიუკერძოებელი. საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპათიებით, რისი დასტურიცაა ჩემ მიერ მიღებული უამრავი გადაწყვეტილება. ვერთგულობ მხოლოდ მოსამართლის ფიცს.

მჯერა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი! ჩვენ კი, საქართველოს თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ჩვენთვის დაკისრებულ მოვალეობებს და ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში ვიმოქმედებთ ევროპის კავშირსა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, - წერს იმერლიშვილი.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო. განჩინება, რომელიც სასამართლოს ვებ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

აღსანიშნავია, რომ განსხვავებული პოზიცია, მხოლოდ მოსამართლეებმა - გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა დააფიქსირეს, შესაბამისად, განჩინებას სხვა რამდენიმე მოსამართლესთან ერთად, ირინა იმერლიშვილის მხარდაჭერა აქვს. აღნიშნულის გამო ირინა იმერლიშვილი კრიტიკის ობიექტია.

იხილეთ ასევე: