განსხვავებული კონცეფცია Mix & Match - შეურიე ორი სურნელი შენი უნიკალური პარფიუმის შესაქმნელად
სუნამო უნიკალური მისიითა და ორიგინალური გამოყენებით - ეს გახლავთ Margot&Tita, რომლის შექმნის მიზანია ფრანგული არომატების ფუფუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. პარფიუმის გამორჩეული ეს ბრენდი სცილდება ტრადიციული პარფიუმის ფარგლებს და სრულად ახალ მიმართულებას აყალიბებს.
Margot&Tita - არის ისტორია ორი ფრანგი ქალისა, რომელთაც სრულიად განსხვავებული ყნოსვითი გემოვნება ჰქონდათ. თავად ბრენდი კი მათმა შვილიშვილმა ჯული შოელმა შექმნა. ჯული, რომელიც ადრეული ასაკიდან იყო გატაცებული პარფიუმით, ცდილობდა ბებიების კონტრასტული გემოვნება ჰარმონიულ კოლექციად გადაექცია.
და მაინც, რას ნიშნავს ორი რადიკალურად განსხვავებული გემოვნება და არომატი? ბუნებრივი VS დახვეწილი. ორი პიროვნების, მარგოსა და ტიტას ერთმანეთისგან განსხვავებული და ამავდროულად, ურთიერთშემავსებელი ხასიათი და გემოვნება დაედო საფუძვლად ბრენდის კონცეფციას და ღირებულებებს.
Margot-ს სამყარო არის მშვიდი, ბუნებრივი და მარტივი. მისი არომატი კი მოდის ქლიავის და ვაშლის ბაღებიდან. ეს არის თაფლის, ნამცხვრების და დაფქული პურის სუნი.
რაც შეეხება Tita-ს სამყაროს, ის ქალური, სენსიტიური და ელეგანტურია. სურნელი აერთიანებს ჟასმინის, მაგნოლიას, მუსკატის, ზაფრანას არომატებს.
ჯული შოელმა არომატების გამოყენების სრულიად განსხვავებული კონცეფციაც დანერგა. Mix & Match (შეურიე და მოირგე) გულისხმობს საკუთარი პერსონალური სუნამოს შექმნას, ორი სუნამოს შერევას, რომლებიც შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს, რათა მივიღოთ ჩვენზე მორგებული უნიკალური პარფიუმი.
როგორც თავად კონცეფციით შემქმნელები განმარტავენ, რეკომენდებულია ერთი კატეგორიის ოჯახის არომატების შერევა ან ერთმანეთის შემავსებელი ნოტების, მაგალითად: ყვავილოვანი არომატების შერევა აღმოსავლურთან, აღმოსავლურის ციტრუსოვანთან. არ არის რეკომენდებული ძალიან ინტენსიური ძლიერი არომატების შერევა. დაბალანსებული სურნელის მისაღებად, სასურველია მიისხუროთ ჯერ ინტენსიური სუნამო და რამდენიმე წამის შემდეგ შეურიოთ უფრო მსუბუქი. არ არის სასურველი ორზე მეტი სუნამოს შერევა.
Margot&Tita საკუთარი არომატის შესაქმნელად დიდ შესაძლებლობებსაც გვთავაზობს, რადგან მის კოლექციაში შემავალი პარფიუმის წყალი აერთიანებს არომატის მრავალფეროვან ჯგუფებს და ქალისა და მამაკაცის სუნამოებს გვთავაზობს.
თავისი უნიკალური კონცეფციითა და გამოყენების გზებით, Margot&Tita-მ სუნამოები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა, მაშინ როცა გამორჩეული სუნამოს შეძენა საკმაოდ დიდ ფინანსურ დანახარჯთან არის კავშირში, ახლა ის ყველას შეიძლება ჰქონდეს. ფართო საზოგადოებისთვის პრემიუმ ხარისხის არომატებზე წვდომა ყოველგვარი კომპრომისის გარეშე გახდა შესაძლებელი.
Margot&Tita-ს სუნამოს წლის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების 90%-ზე მეტი ბუნებრივი წარმოშობისაა. ვეგანურია, არ არის ტესტირებული ცხოველებზე და მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს. წარმოებაში გამოყენებულია მარტივად გადამუშავებადი ბოთლები, ხოლო სასაჩუქრე შეფუთა გადამუშავებადი მუყაოსგან მზადდება. სუნამოების შეძენა საქართველოში ექსკლუზიურად „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი.
Margot &Tita-ს არჩევით, თქვენ ირჩევთ უნიკალურობას, საინტერესო ისტორიას, ფრანგულ ხარისხს, მრავალფეროვნებას, გარემოზე ზრუნვას და რაც მთავარია, საკუთარ არომატს, რომელიც ყოველთვის და ყველასგან გამოგარჩევთ.
R