Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კუჭის კიბოს გარკვეულ შემთხვევებში მისი სრული ამოკვეთა და რეკონსტრუქციაა შესაძლებელია  - ონკო-ქირურგი ნოდარ ჩხიკვაძე
კუჭის კიბოს გარკვეულ შემთხვევებში მისი სრული ამოკვეთა და რეკონსტრუქციაა შესაძლებელია  - ონკო-ქირურგი ნოდარ ჩხიკვაძე

ყო­ველ­წლი­უ­რად კუ­ჭის კი­ბო­თი მსოფ­ლი­ო­ში ერთ მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი ავად­დე­ბა. მა­მა­კა­ცე­ბი ქა­ლებ­თან შე­და­რე­ბით, ორ­ჯერ უფრო ხში­რად ავად­დე­ბი­ან. და­ა­ვა­დე­ბას მა­მა­კა­ცებ­ში მე­ო­თხე ად­გი­ლი უკა­ვია, ხოლო ქალ­ბა­ტო­ნებ­ში - მე­ექ­ვსე ად­გი­ლი. ყვე­ლა ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა შო­რის კუ­ჭის კი­ბოს სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბით მე­სა­მე ად­გი­ლი უკა­ვია.

რო­გორც „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ონკო-ქი­რურ­გი, ლა­პა­როს­კო­პის­ტი ნო­დარ ჩხიკ­ვა­ძე გან­მარ­ტავს, კუ­ჭის კი­ბოს ად­რე­ულ ეტაპ­ზე მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბი არ ახა­სი­ა­თებს, რაც არ­თუ­ლებს მის გა­მოვ­ლე­ნას ად­რე­ულ ეტაპ­ზე. და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ ნო­დარ ჩხიკ­ვა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა ტი­პის და­ა­ვა­დე­ბაა კუ­ჭის კიბო და რო­გორ ვი­თარ­დე­ბა ის?

კუ­ჭის კიბო არის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე, რო­მე­ლიც იზ­რდე­ბა კუ­ჭის ლორ­წო­ვან გარსში. სტა­ტის­ტი­კუ­რად ყვე­ლა­ზე ხში­რად ვი­თარ­დე­ბა კუ­ჭის სხე­უ­ლის მი­და­მო­ში, თუმ­ცა სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნი შე­საძ­ლოა გან­ვი­თარ­დეს კუ­ჭის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ზე. კუჭ­ში სიმ­სივ­ნის ზუს­ტი ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის ცოდ­ნას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბის შერ­ჩე­ვი­სა და ქი­რურ­გი­უ­ლი და­გეგ­მა­რე­ბის­თვის.

რო­გო­რია კუ­ჭის კი­ბოს ად­რე­უ­ლი სიმპტო­მე­ბი და ნიშ­ნე­ბი?

რო­გორც წესი, კუ­ჭის კი­ბოს ად­რე­ულ ეტაპ­ზე მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბი არ ახა­სი­ა­თებს. ეს კი მის ად­რე­ულ ეტაპ­ზე გა­მოვ­ლე­ნას არ­თუ­ლებს. და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბას თან სდევს შემ­დე­გი სიმპტო­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა: სიმ­ძი­მე, დის­კომ­ფორ­ტი და ტკი­ვი­ლი შეგ­რძნე­ბა კუ­ჭის საპ­რო­ექ­ციო მი­და­მო­ში, მა­დის და­კარ­გვა, წო­ნა­ში კლე­ბა, ყლაპ­ვის გაძ­ნე­ლე­ბა, გუ­ლის­რე­ვა/ღე­ბი­ნე­ბა, გულძ­მარ­ვა, ზო­გა­დი სი­სუს­ტე.

და­ა­ვა­დე­ბის შორს წა­სულ ფორ­მებს შე­საძ­ლოა თან ახ­ლდეს სის­ხლი­ა­ნი ღე­ბი­ნე­ბა, მე­ლე­ნა, სიყ­ვით­ლე, პე­რი­ტო­ნე­უ­მის ღრუ­ში სი­თხის ჩად­გო­მა.

აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს სიმპტო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბი­თაც. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლი და ზუს­ტი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა. კუ­ჭის კი­ბოს დაგ­ვი­ა­ნე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში მკურ­ნა­ლო­ბა ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტი­ა­ნია.

რო­გორ ხდე­ბა კუ­ჭის კი­ბოს სკრი­ნინ­გი და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე გა­მო­სავ­ლე­ნად?

კუ­ჭის კი­ბოს სკრი­ნინ­გი მო­ი­ცავს ენ­დოს­კო­პი­ურ გა­მოკ­ვლე­ვას. ამ დროს ვი­დე­ო­გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა საყ­ლა­პა­ვის, კუ­ჭის და 12-გოჯა ნაწ­ლა­ვის ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, სა­ეჭ­ვო უბ­ნი­დან ბი­ოფ­სი­უ­რი მა­სა­ლის აღე­ბა და შემ­დგომ­ში მისი მორ­ფო­ლო­გი­უ­რი შეს­წავ­ლა. სკრი­ნინ­გუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა უნდა ჩა­ი­ტა­რონ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვი­საც კუ­ჭის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კფაქ­ტო­რე­ბი და კი­ბოს­წი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბე­ბი აქვს.

რო­მე­ლია კუ­ჭის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კფაქ­ტო­რე­ბი? არის თუ არა და­ა­ვა­დე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი?

კუ­ჭის კი­ბოს მულ­ტი­ფო­კა­ლუ­რი ეტი­ო­ლო­გია აქვს და რა თქმა უნდა, მისი ერთ-ერთი გა­მომ­წვე­ვი ფაქ­ტო­რია გე­ნე­ტი­კურ მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თო­ბა. შემ­თხვე­ვა­თა და­ახ­ლო­ე­ბით 10%-ში სწო­რედ გე­ნე­ტი­კურ ფაქ­ტორ­თან გვაქვს საქ­მე. სწო­რედ ამი­ტომ, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ოჯა­ხურ ხაზ­ში ფიქ­სირ­დე­ბა კუ­ჭის კი­ბოს ანამ­ნე­ზი, ყუ­რა­დღე­ბით უნდა იყ­ვნენ ამ და­ა­ვა­დე­ბის მი­მართ.

ასე­ვე, ყუ­რა­დღე­ბით უნდა იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც:

  • ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არი­ან ჰე­ლი­კო­ბაქ­ტერ პი­ლო­რით;
  • აწუ­ხებთ ქრო­ნი­კუ­ლი ატრო­ფი­უ­ლი გას­ტრი­ტი და ნაწ­ლა­ვუ­რი მე­ტაპ­ლა­ზია;
  • იკ­ვე­ბე­ბი­ან არა­ჯან­სა­ღი და ხში­რად არი­ან დი­ე­ტა­ზე. კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა რომ ხი­ლის და ბოსტნე­უ­ლის მოხ­მა­რე­ბას აქვს დამ­ცა­ვი ეფექ­ტი კუ­ჭის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის­გან;
  • არი­ან თამ­ბა­ქოს აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი;
  • არი­ან მძი­მე ალ­კოჰო­ლის ან ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი;
  • აწუ­ხებთ ჭარ­ბი წონა და სიმ­სუქ­ნე;
  • უჭზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვთ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ნე­ბის­მი­ე­რი არა­ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის გამო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კუ­ჭის კი­ბო­თი ყვე­ლა­ზე ხში­რად ავად­დე­ბი­ან 50-დან 70 წლამ­დე ადა­მი­ა­ნე­ბი.

რო­გორ და რა მე­თო­დე­ბით ხდე­ბა კუ­ჭის კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბა „ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში“?

„ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ კუ­ჭის კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის თით­ქმის სრუ­ლი სპექტრია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ამ და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა კომ­პლექ­სუ­რია და იგი მო­ი­ცავს ქი­რურ­გი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას, იმუ­ნო­თე­რა­პი­ას. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. კუ­ჭის კი­ბოს სა­წყის სტა­დი­ა­ზე მკურ­ნა­ლო­ბის ძი­რი­თა­დი მე­თო­დი ქი­რურ­გი­უ­ლია, ხოლო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მის დროს მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლია. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ონ­კო­ლო­გი­ურ დე­პარ­ტა­მენ­ტში ხდე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის გან­ხილ­ვა, მათი დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კის გან­სა­ზღვრა მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ონ­კო­ბორ­დის მიერ, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სოდ მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა.

რაც შე­ხე­ბა ქი­რურ­გი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას, კლი­ნი­კა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად კეთ­დე­ბა ყვე­ლა სირ­თუ­ლის და მას­შტა­ბის ოპე­რა­ცია, რო­გორც ტრა­დი­ცი­უ­ლი მუ­ცელკ­ვე­თით, ასე­ვე ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი მე­თო­დით. ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დის შერ­ჩე­ვა ხდე­ბა ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად.

ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბობს თუ არა მი­თე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია?

ყო­ველ­დღი­ურ პრაქ­ტი­კა­ში ხში­რად ვხვდე­ბით მითს, რომ „კუ­ჭის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია“. კუ­ჭის კი­ბოს მქო­ნე ზო­გი­ერთ პა­ცი­ენტს უტარ­დე­ბა ტო­ტა­ლუ­რი გას­ტრექ­ტო­მია, რაც ნიშ­ნავს კუ­ჭის სრულ ამოკ­ვე­თას და რე­კონ­სტრუქ­ცი­ას. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტე­ბი ცხოვ­რე­ბას ჩვე­უ­ლებ­რი­ვად აგ­რძე­ლე­ბენ.

რო­გო­რია თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

კუ­ჭის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კის შე­სამ­ცი­რებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დაც­ვა. კვე­ბი­დან უნდა ამო­ვი­ღოთ ან მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ვამ­ცი­როთ ისე­თი არა­ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გო­რი­ცაა: და­მა­რი­ლე­ბუ­ლი, შე­ბო­ლი­ლი, ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი, თერ­მუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი, წი­თე­ლი ხორ­ცი. მი­ვი­ღოთ უფრო მეტი რა­ო­დე­ნო­ბის ხილი და ბოსტნე­უ­ლი.

არამ­ხო­ლოდ მხო­ლოდ კუ­ჭის, სხვა ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, უარი ვთქვათ თამ­ბა­ქოს და მძი­მე ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ზე.

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ კუ­ჭის კიბო ად­რე­ულ ეტაპ­ზე გან­კურ­ნე­ბა­დია და სწო­რედ ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა. მეტი ყუ­რა­დღე­ბით უნდა მო­ვე­კი­დოთ ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას და პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­ვი­ტა­როთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბი. მცი­რე ჩი­ვი­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა­საც კი დრო­უ­ლად უნდა მივ­მარ­თოთ შე­სა­ბა­მის ექიმს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

კუჭის კიბოს გარკვეულ შემთხვევებში მისი სრული ამოკვეთა და რეკონსტრუქციაა შესაძლებელია  - ონკო-ქირურგი ნოდარ ჩხიკვაძე

კუჭის კიბოს გარკვეულ შემთხვევებში მისი სრული ამოკვეთა და რეკონსტრუქციაა შესაძლებელია  - ონკო-ქირურგი ნოდარ ჩხიკვაძე

ყოველწლიურად კუჭის კიბოთი მსოფლიოში ერთ მილიონამდე ადამიანი ავადდება. მამაკაცები ქალებთან შედარებით, ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. დაავადებას მამაკაცებში მეოთხე ადგილი უკავია, ხოლო ქალბატონებში - მეექვსე ადგილი. ყველა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის კუჭის კიბოს სიკვდილიანობით მესამე ადგილი უკავია.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ქირურგი, ლაპაროსკოპისტი ნოდარ ჩხიკვაძე განმარტავს, კუჭის კიბოს ადრეულ ეტაპზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ ახასიათებს, რაც ართულებს მის გამოვლენას ადრეულ ეტაპზე. დაავადების განვითარებისა და მკურნალობის შესახებ ნოდარ ჩხიკვაძე გვესაუბრება.

რა ტიპის დაავადებაა კუჭის კიბო და როგორ ვითარდება ის?

კუჭის კიბო არის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც იზრდება კუჭის ლორწოვან გარსში. სტატისტიკურად ყველაზე ხშირად ვითარდება კუჭის სხეულის მიდამოში, თუმცა სიმსივნური წარმონაქმნი შესაძლოა განვითარდეს კუჭის ნებისმიერ მონაკვეთზე. კუჭში სიმსივნის ზუსტი ლოკალიზაციის ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი მკურნალობის შერჩევისა და ქირურგიული დაგეგმარებისთვის.

როგორია კუჭის კიბოს ადრეული სიმპტომები და ნიშნები?

როგორც წესი, კუჭის კიბოს ადრეულ ეტაპზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ ახასიათებს. ეს კი მის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას ართულებს. დაავადების პროგრესირებას თან სდევს შემდეგი სიმპტომების განვითარება: სიმძიმე, დისკომფორტი და ტკივილი შეგრძნება კუჭის საპროექციო მიდამოში, მადის დაკარგვა, წონაში კლება, ყლაპვის გაძნელება, გულისრევა/ღებინება, გულძმარვა, ზოგადი სისუსტე.

დაავადების შორს წასულ ფორმებს შესაძლოა თან ახლდეს სისხლიანი ღებინება, მელენა, სიყვითლე, პერიტონეუმის ღრუში სითხის ჩადგომა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა დაავადებითაც. ამიტომ აუცილებელია დროული და ზუსტი დიაგნოსტირება. კუჭის კიბოს დაგვიანებულ შემთხვევებში მკურნალობა ნაკლებად ეფექტიანია.

როგორ ხდება კუჭის კიბოს სკრინინგი დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად?

კუჭის კიბოს სკრინინგი მოიცავს ენდოსკოპიურ გამოკვლევას. ამ დროს ვიდეოგამოსახულების საშუალებით ხდება საყლაპავის, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის ვიზუალური დათვალიერება, საეჭვო უბნიდან ბიოფსიური მასალის აღება და შემდგომში მისი მორფოლოგიური შესწავლა. სკრინინგული გამოკვლევა უნდა ჩაიტარონ ადამიანებმა, ვისაც კუჭის კიბოს განვითარების რისკფაქტორები და კიბოსწინარე დაავადებები აქვს.

რომელია კუჭის კიბოს განვითარების რისკფაქტორები? არის თუ არა დაავადება მემკვიდრეობითი?

კუჭის კიბოს მულტიფოკალური ეტიოლოგია აქვს და რა თქმა უნდა, მისი ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია გენეტიკურ მემკვიდრეობითობა. შემთხვევათა დაახლოებით 10%-ში სწორედ გენეტიკურ ფაქტორთან გვაქვს საქმე. სწორედ ამიტომ, ადამიანები, რომლებთანაც ოჯახურ ხაზში ფიქსირდება კუჭის კიბოს ანამნეზი, ყურადღებით უნდა იყვნენ ამ დაავადების მიმართ.

ასევე, ყურადღებით უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც:

  • ინფიცირებული არიან ჰელიკობაქტერ პილორით;
  • აწუხებთ ქრონიკული ატროფიული გასტრიტი და ნაწლავური მეტაპლაზია;
  • იკვებებიან არაჯანსაღი და ხშირად არიან დიეტაზე. კვლევებმა აჩვენა რომ ხილის და ბოსტნეულის მოხმარებას აქვს დამცავი ეფექტი კუჭის კიბოს განვითარებისგან;
  • არიან თამბაქოს აქტიური მომხმარებლები;
  • არიან მძიმე ალკოჰოლის ან ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები;
  • აწუხებთ ჭარბი წონა და სიმსუქნე;
  • უჭზე ჩატარებული აქვთ ქირურგიული ჩარევა ნებისმიერი არაონკოლოგიური პათოლოგიის გამო.

აღსანიშნავია, რომ კუჭის კიბოთი ყველაზე ხშირად ავადდებიან 50-დან 70 წლამდე ადამიანები.

როგორ და რა მეთოდებით ხდება კუჭის კიბოს მკურნალობა „ნიუ ჰოსპიტალში“?

„ნიუ ჰოსპიტალსში“ კუჭის კიბოს მკურნალობის თითქმის სრული სპექტრია წარმოდგენილი. ამ დაავადების მკურნალობა კომპლექსურია და იგი მოიცავს ქირურგიულ მკურნალობას, ქიმიოთერაპიას, იმუნოთერაპიას. აღნიშნული მეთოდები განსხვავებულია. კუჭის კიბოს საწყის სტადიაზე მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია, ხოლო გავრცელებული ფორმის დროს მკურნალობის მეთოდი კომბინირებულია. მინდა აღვნიშნო, რომ ონკოლოგიურ დეპარტამენტში ხდება თითოეული ონკოლოგიური პაციენტის მდგომარეობის განხილვა, მათი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა მულტიდისციპლინური ონკობორდის მიერ, რაც საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა.

რაც შეხება ქირურგიულ მკურნალობას, კლინიკაში ყოველდღიურად კეთდება ყველა სირთულის და მასშტაბის ოპერაცია, როგორც ტრადიციული მუცელკვეთით, ასევე ლაპაროსკოპიული მეთოდით. ქირურგიული მეთოდის შერჩევა ხდება ჩვენების მიხედვით, ინდივიდუალურად.

ფართო საზოგადოებაში დაავადების შესახებ არსებობს თუ არა მითები, რომელთა შესახებაც სწორი ინფორმაციის გავრცელება მნიშვნელოვანია?

ყოველდღიურ პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით მითს, რომ „კუჭის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია“. კუჭის კიბოს მქონე ზოგიერთ პაციენტს უტარდება ტოტალური გასტრექტომია, რაც ნიშნავს კუჭის სრულ ამოკვეთას და რეკონსტრუქციას. ოპერაციის შემდეგ პაციენტები ცხოვრებას ჩვეულებრივად აგრძელებენ.

როგორია თქვენი რეკომენდაციები დაავადების პრევენციასთან დაკავშირებით?

კუჭის კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. კვებიდან უნდა ამოვიღოთ ან მინიმუმამდე შევამციროთ ისეთი არაჯანსაღი საკვების გამოყენება, როგორიცაა: დამარილებული, შებოლილი, ნახევარფაბრიკატები, თერმულად დამუშავებული საკვები, წითელი ხორცი. მივიღოთ უფრო მეტი რაოდენობის ხილი და ბოსტნეული.

არამხოლოდ მხოლოდ კუჭის, სხვა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვისაც მნიშვნელოვანია, უარი ვთქვათ თამბაქოს და მძიმე ალკოჰოლური სასმელების მოხმარებაზე.

აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ კუჭის კიბო ადრეულ ეტაპზე განკურნებადია და სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი ადრეული დიაგნოსტირება. მეტი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს ჯანმრთელობას და პერიოდულად ჩავიტაროთ პროფილაქტიკური კვლევები. მცირე ჩივილების გამოვლენისასაც კი დროულად უნდა მივმართოთ შესაბამის ექიმს.

R