პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სულხან-საბა ორბელიანის "მოგზაურობა ევროპაში" - დანიშნულების ადგილი, რომლისკენაც დღესაც ვისწრაფვით
სულხან-საბა ორბელიანის "მოგზაურობა ევროპაში" - დანიშნულების ადგილი, რომლისკენაც დღესაც ვისწრაფვით

კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი-მარ­სე­ლი-პა­რი­ზი-რომი, იტა­ლი­ის სხვა ქა­ლა­ქე­ბი, ბო­ლოს კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი და თურ­ქე­თის გავ­ლით სა­ქარ­თვე­ლო - ეს სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის მარ­შრუ­ტია 1714-1715 წლებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 300 წლის წინ, როცა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა.

თუ მა­შინ ევ­რო­პას­თან და­ახ­ლო­ე­ბა­ზე მხო­ლოდ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ­ნი ფიქ­რობ­დნენ, დღეს ის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბის არ­ჩე­ვა­ნია.

სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის აღ­ნიშ­ნუ­ლი მარ­შრუ­ტი მისი ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით­ვეა დად­გე­ნი­ლი. მისი დღი­უ­რე­ბის­გან შედ­გე­ნი­ლი წიგ­ნი „მოგ­ზა­უ­რო­ბა ევ­რო­პა­ში“ გვი­ამ­ბობს ავ­ტო­რის იმ გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მან და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას მი­ი­ღო. წიგ­ნის სა­თა­უ­რი პი­რო­ბი­თი და არა­ავ­ტო­რი­სე­უ­ლია, სულ­ხან-სა­ბას ჩა­ნა­წე­რე­ბის დე­დანს ჩვე­ნამ­დე არ მო­უღ­წე­ვია, იშ­ვი­ა­თია მისი ხელ­ნა­წე­რიც. მეც­ნი­ერ­თა აზ­რით, „მოგ­ზა­უ­რო­ბის“ ტექ­სტის დიდი ნა­წი­ლი და­კარ­გუ­ლად უნდა ჩა­ით­ვა­ლოს.

სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის „მოგ­ზა­უ­რო­ბა ევ­რო­პა­ში“ პირ­ვე­ლი ნი­მუ­შია ქარ­თუ­ლი მხატ­ვრულ–დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზი­სა. მან „მოგ­ზა­უ­რო­ბის“ წიგ­ნით ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში მა­ნამ­დე უც­ნო­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჟან­რი და­ამ­კვიდ­რა. შემ­დგომ სა­ბას მრა­ვა­ლი მიმ­დე­ვა­რი გა­უჩ­ნდა: ვახ­ტანგ ორ­ბე­ლი­ა­ნი, იონა გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი, ტი­მო­თე გა­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ავა­ლიშ­ვი­ლი და სხვე­ბი.

დღი­უ­რებ­ში სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნი მკი­თხველს სა­გან­გე­ბოდ აფრ­თხი­ლებს: „რაც არ მი­ნა­ხავს, არ დავ­სწე­რო“. მისი აზ­რით, „გრძე­ლი ამ­ბა­ვი თა­ვის სა­წყე­ნია“, ამი­ტო­მაც აღ­წე­რი­ლო­ბა მოკ­ლედ და სხარ­ტა­დაა გად­მო­ცე­მუ­ლი. ავ­ტო­რი შე­ნიშ­ნავს: „ჰრო­მი ასე­თია, ასს წელს სულ ია­როს კაც­მა, მისს საკ­ვირ­ვე­ლე­ბას ვერც გა­უ­ვი­დეს, ვერც და­ას­რუ­ლოს“.

სულ­ხან-საბა უმ­თავ­რე­სად ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებ­სა და სა­სუ­ლი­ე­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და, ამი­ტომ „მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი სწო­რედ მათ აღ­წე­რას უკა­ვია. გარ­და ამი­სა, სულ­ხან-საბა სა­უბ­რობს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის გე­ოგ­რა­ფი­ულ მდე­ბა­რე­ო­ბა­ზე, ჰა­ვა­ზე, მო­სახ­ლე­ო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მხა­რე­ებ­ზე, პო­ლი­ტი­კუ­რი წყო­ბი­ლე­ბის ფორ­მა­ზე, მმარ­თვე­ლო­ბის წე­სებ­ზე და ა.შ.

სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა და მოღ­ვა­წე­ო­ბა

სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნი 1658 წელს სო­ფელ ტან­ძი­ა­ში და­ი­ბა­და. შთა­მო­მავ­ლო­ბით დიდ­გვა­რო­ვა­ნი ფე­ო­და­ლი იყო. მამა - ვახ­ტან­გი, ქარ­თლის სა­მე­ფოს მდი­ვან­ბე­გი იყო; დედა - თა­მა­რი, ზაალ არაგ­ვის ერის­თა­ვის ასუ­ლი. სა­მე­ფო კარ­ზე, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრსაც წარ­მო­ად­გენ­და, ორ­ბე­ლი­ა­ნი მე­გობ­რობ­და უფ­როს მა­მი­დაშ­ვი­ლებ­თან, ვახ­ტანგ V-ის (შაჰ-ნა­ვა­ზის) გა­ნათ­ლე­ბულ ვა­ჟებ­თან: არ­ჩილ­თან, ლე­ვან­თან, გი­ორ­გის­თან (შემ­დეგ­ში ქარ­თლის მეფე გი­ორ­გი XI). ამ უკა­ნას­კნელს თა­ვის სუ­ლი­ერ მო­ძღვრად მი­იჩ­ნევ­და. მი­ი­ღო კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა რო­გორც სა­ე­რო, ისე სა­სუ­ლი­ე­რო დის­ციპ­ლი­ნებ­ში. შემ­დეგ­ში სა­მე­ფო კარ­ზე მას­ვე და­ე­ვა­ლა მო­მა­ვა­ლი ტახ­ტის მემ­კვიდ­რის ვახ­ტანგ ლე­ვა­ნის ძის (ვახ­ტანგ VI) აღ­ზრდა.

ორ­ბე­ლი­ა­ნი ახალ­გაზ­რდო­ბი­დან­ვე ჩა­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ, სამ­წერ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. იყო ირან-ოს­მა­ლე­თის აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ჩა­ღე­ბუ­ლი ბრძო­ლის ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტო­რი და გი­ორ­გი XI-ისა და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ვახ­ტანგ VI-ის ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ე­ბის ძი­ე­ბი­სას ერ­თგუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი. 1688 წელს, როცა ირა­ნის შაჰ­მა გი­ორ­გი XI-ს მე­ფო­ბა ჩა­მო­არ­თვა, რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი ორ­ბე­ლი­ა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და გას­ცლო­და ქარ­თლს. ერთხანს ის იმე­რეთ­ში, შემ­დეგ სამ­ცხე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. 1698 წლის 18 მარტს, რო­გორც ჩანს, პო­ლი­ტი­კურ მი­ზეზ­თა გამო, სა­ბას სა­ხე­ლით ბე­რად აღიკ­ვე­ცა და­ვით­გა­რე­ჯას იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის მო­ნას­ტერ­ში. 1703 წლი­დან, სწო­რედ ქარ­თლის ახა­ლი გამ­გებ­ლის, ვახ­ტანგ VI-ის და­ვა­ლე­ბით, ორ­ბე­ლი­ან­მა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ით იმოგ­ზა­უ­რა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის საფ­რან­გეთ­სა და იტა­ლი­ა­ში.

სულ­ხან საბა-ორ­ბე­ლი­ა­ნის ვი­ზი­ტი საფ­რან­გე­თის მე­ფეს­თან - ლუი XIV-სთან

ირან-ოს­მა­ლე­თის მუდ­მი­ვი აგ­რე­სი­ი­სა­გან გა­ნა­წა­მებ ქარ­თველ სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე­ებს, მათ შო­რის ორ­ბე­ლი­ანს, სურ­დათ მო­ე­სინ­ჯათ ნი­ა­და­გი და­სავ­ლეთ ევ­რო­პას­თან პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რი­სათ­ვის. ორ­ბე­ლი­ა­ნი ეწ­ვია საფ­რან­გე­თის მე­ფეს ლუი XIV-სა და რო­მის პაპს კლი­მენ­ტი XI-ს, რათა ეთხო­ვა აგ­რეთ­ვე ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა ირა­ნის ტყვე­ო­ბი­დან ვახ­ტანგ VI-ის გა­მო­სახ­სნე­ლად. მისი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სია მარ­ცხით დამ­თავ­რდა. იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­მა ორ­ბე­ლი­ან­მა დიდი გა­ჭირ­ვე­ბით ჩა­მო­აღ­წია სამ­შობ­ლო­ში. ბე­რის სა­მო­სით შე­მო­სი­ლი ეძებ­და გზებს ქვეყ­ნის ოს­მა­ლე­თის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად (სულ­ხა­ნი 1698 წელს ბე­რად აღიკ­ვე­ცა და­ვით­გა­რე­ჯის მო­ნას­ტერ­ში. ამ დრო­ი­დან იწო­დე­ბა იგი სულ­ხან-სა­ბად).

1724 წელს, როცა ვახ­ტანგ VI-მ რუ­სეთ­ში და­ა­პი­რა გა­დახ­ვე­წა, მან მოს­კოვ­ში წი­ნას­წა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სათ­ვის ორ­ბე­ლი­ა­ნი გაგ­ზავ­ნა, მაგ­რამ ხან­დაზ­მულ მწე­რალს არ დას­ცალ­და უკა­ნას­კნე­ლი მი­სი­ის აღ­სრუ­ლე­ბა, იგი მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა მოს­კოვ­ში და ვსეს­ვი­ატ­სკო­ე­ში დაკ­რძა­ლეს.

სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა

გარ­და მწერ­ლო­ბი­სა, სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ო­და. ენ­ციკ­ლო­პე­დი­ურ ელე­მენ­ტებს შე­ი­ცავს მისი „ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კო­ნი“ „სი­ტყვის კონა“, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლი სა­გან­ძუ­რია ჩვე­ნი ენის­თვის.

ორ­ბე­ლი­ა­ნის ორი­გი­ნა­ლუ­რი თხზუ­ლე­ბი­სა­გან გა­მორ­ჩე­უ­ლია იგავ-არაკ­თა კრე­ბუ­ლი „სიბ­რძნე სიც­რუ­ი­სა“, რომ­ლის შე­გო­ნე­ბე­ბი ერ­გე­ბა ყვე­ლა დრო­სა და მო­ცე­მუ­ლო­ბას ქვე­ყა­ნა­ში.

მწერ­ლის, გან­მა­ნათ­ლებ­ლი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბას პე­რი­ო­დუ­ლად გა­მოს­ცემს „პა­ლიტ­რა L-ი“. გა­მომ­ცემ­ლო­ბამ ერთ სე­რი­ა­ში გა­ა­ერ­თი­ა­ნა მისი მთა­ვა­რი ნაშ­რო­მე­ბი და გა­ავ­რცე­ლა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში, რათა ახა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის კი­დევ უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­დოს ის. სე­რი­ის სა­ნა­ხა­ვად მიჰ­ყე­ვით ბმულს.

სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის შე­გო­ნე­ბე­ბი და მისი ევ­რო­პუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი შთა­ა­გო­ნებს თა­ო­ბებს, რომ­ლე­ბიც აგ­რძე­ლე­ბენ ევ­რო­პა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის ბრძო­ლას.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Amigo
0

...კათოლიკობა მიიღო თუ არა არ სჩანს სტატიიდან!

 

sss
1

რა პასუხიც მივიღეთ მაშინ იგივეს მივიღებთ ეხლაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

სულხან-საბა ორბელიანის "მოგზაურობა ევროპაში" - დანიშნულების ადგილი, რომლისკენაც დღესაც ვისწრაფვით

სულხან-საბა ორბელიანის "მოგზაურობა ევროპაში" - დანიშნულების ადგილი, რომლისკენაც დღესაც ვისწრაფვით

კონსტანტინოპოლი-მარსელი-პარიზი-რომი, იტალიის სხვა ქალაქები, ბოლოს კონსტანტინოპოლი და თურქეთის გავლით საქართველო - ეს სულხან-საბა ორბელიანის მარშრუტია 1714-1715 წლებში, დაახლოებით 300 წლის წინ, როცა შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფებები გამოიკვეთა.

თუ მაშინ ევროპასთან დაახლოებაზე მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღებნი ფიქრობდნენ, დღეს ის საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის არჩევანია.

სულხან-საბა ორბელიანის აღნიშნული მარშრუტი მისი ჩანაწერების მიხედვითვეა დადგენილი. მისი დღიურებისგან შედგენილი წიგნი „მოგზაურობა ევროპაში“ გვიამბობს ავტორის იმ გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ, რომელიც მან დასავლეთ ევროპაში მოგზაურობისას მიიღო. წიგნის სათაური პირობითი და არაავტორისეულია, სულხან-საბას ჩანაწერების დედანს ჩვენამდე არ მოუღწევია, იშვიათია მისი ხელნაწერიც. მეცნიერთა აზრით, „მოგზაურობის“ ტექსტის დიდი ნაწილი დაკარგულად უნდა ჩაითვალოს.

სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“ პირველი ნიმუშია ქართული მხატვრულ–დოკუმენტური პროზისა. მან „მოგზაურობის“ წიგნით ქართულ მწერლობაში მანამდე უცნობი ლიტერატურული ჟანრი დაამკვიდრა. შემდგომ საბას მრავალი მიმდევარი გაუჩნდა: ვახტანგ ორბელიანი, იონა გედევანიშვილი, ტიმოთე გაბაშვილი, გიორგი ავალიშვილი და სხვები.

დღიურებში სულხან-საბა ორბელიანი მკითხველს საგანგებოდ აფრთხილებს: „რაც არ მინახავს, არ დავსწერო“. მისი აზრით, „გრძელი ამბავი თავის საწყენია“, ამიტომაც აღწერილობა მოკლედ და სხარტადაა გადმოცემული. ავტორი შენიშნავს: „ჰრომი ასეთია, ასს წელს სულ იაროს კაცმა, მისს საკვირველებას ვერც გაუვიდეს, ვერც დაასრულოს“.

სულხან-საბა უმთავრესად ეკლესია-მონასტრებსა და სასულიერო დაწესებულებებს ათვალიერებდა, ამიტომ „მოგზაურობაში“ მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ მათ აღწერას უკავია. გარდა ამისა, სულხან-საბა საუბრობს სხვადასხვა ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ჰავაზე, მოსახლეობის საქმიანობაზე, საყოფაცხოვრებო მხარეებზე, პოლიტიკური წყობილების ფორმაზე, მმართველობის წესებზე და ა.შ.

სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრება და მოღვაწეობა

სულხან-საბა ორბელიანი 1658 წელს სოფელ ტანძიაში დაიბადა. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი იყო. მამა - ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო; დედა - თამარი, ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სამეფო კარზე, რომელიც კულტურისა და განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილთან, ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე გიორგი XI). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა.

ორბელიანი ახალგაზრდობიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იყო ირან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის ერთ-ერთი ინიციატორი და გიორგი XI-ისა და, მოგვიანებით, ვახტანგ VI-ის ახალი პოლიტიკური ორიენტაციების ძიებისას ერთგული მხარდამჭერი. 1688 წელს, როცა ირანის შაჰმა გიორგი XI-ს მეფობა ჩამოართვა, რეპრესირებული ორბელიანი იძულებული გახდა გასცლოდა ქართლს. ერთხანს ის იმერეთში, შემდეგ სამცხეში იმყოფებოდა. 1698 წლის 18 მარტს, როგორც ჩანს, პოლიტიკურ მიზეზთა გამო, საბას სახელით ბერად აღიკვეცა დავითგარეჯას იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. 1703 წლიდან, სწორედ ქართლის ახალი გამგებლის, ვახტანგ VI-ის დავალებით, ორბელიანმა დიპლომატიური მისიით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში.

სულხან საბა-ორბელიანის ვიზიტი საფრანგეთის მეფესთან - ლუი XIV-სთან

ირან-ოსმალეთის მუდმივი აგრესიისაგან განაწამებ ქართველ სახელმწიფო მოღვაწეებს, მათ შორის ორბელიანს, სურდათ მოესინჯათ ნიადაგი დასავლეთ ევროპასთან პოლიტიკური კავშირისათვის. ორბელიანი ეწვია საფრანგეთის მეფეს ლუი XIV-სა და რომის პაპს კლიმენტი XI-ს, რათა ეთხოვა აგრეთვე ფინანსური დახმარება ირანის ტყვეობიდან ვახტანგ VI-ის გამოსახსნელად. მისი დიპლომატიური მისია მარცხით დამთავრდა. იმედგაცრუებულმა ორბელიანმა დიდი გაჭირვებით ჩამოაღწია სამშობლოში. ბერის სამოსით შემოსილი ეძებდა გზებს ქვეყნის ოსმალეთისგან გასათავისუფლებლად (სულხანი 1698 წელს ბერად აღიკვეცა დავითგარეჯის მონასტერში. ამ დროიდან იწოდება იგი სულხან-საბად).

1724 წელს, როცა ვახტანგ VI-მ რუსეთში დააპირა გადახვეწა, მან მოსკოვში წინასწარი მოლაპარაკებისათვის ორბელიანი გაგზავნა, მაგრამ ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება, იგი მალევე გარდაიცვალა მოსკოვში და ვსესვიატსკოეში დაკრძალეს.

სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედება

გარდა მწერლობისა, სულხან-საბა ორბელიანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობასაც ეწეოდა. ენციკლოპედიურ ელემენტებს შეიცავს მისი „ქართული ლექსიკონი“ „სიტყვის კონა“, რომელიც ნამდვილი საგანძურია ჩვენი ენისთვის.

ორბელიანის ორიგინალური თხზულებისაგან გამორჩეულია იგავ-არაკთა კრებული „სიბრძნე სიცრუისა“, რომლის შეგონებები ერგება ყველა დროსა და მოცემულობას ქვეყანაში.

მწერლის, განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებას პერიოდულად გამოსცემს „პალიტრა L-ი“. გამომცემლობამ ერთ სერიაში გააერთიანა მისი მთავარი ნაშრომები და გაავრცელა მთელი საქართველოს მასშტაბით წიგნის მაღაზიებში, რათა ახალი თაობებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ის. სერიის სანახავად მიჰყევით ბმულს.

სულხან-საბა ორბელიანის შეგონებები და მისი ევროპული შეხედულებები შთააგონებს თაობებს, რომლებიც აგრძელებენ ევროპაში ინტეგრაციისთვის ბრძოლას.

R