ავტორი:

თბილისის 174-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი გაიფიცა

თბილისის 174-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი გაიფიცა

თბილისის 174-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი გაიფიცა. მოსწავლეები ფაქტის დასადასტურებლად სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებენ წარწერით: "174-ე საჯარო სკოლა გაიფიცა, შემოგვიერთდით!“

  • მანამდე კი, 174-ე საჯარო სკოლის თვითმმართველობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავენ, რომ მათი მოთხოვნაა საქართველო ევროპულ კურსს დაუბრუნდეს.

"3 დეკემბრიდან 174-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და პროტესტის გამოსახატად დავდგებით სკოლის წინ დილის რვა საათზე რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.

ჩვენი მოთხოვნაა საქართველო დაუბრუნდეს, ევროპულ კურსს! ჩვენი მოთხოვნაა ეროვნულ საგამოცდო პროგრამაში დაბრუნდეს ანტი-რუსული ნაწარმოებები და წლები. ჩვენი მოთხოვნაა შეწყდეს მშვიდობიან აქტივისტებზე უმოწყალო ძალადობა. ჩვენი მოთხოვნაა გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაპატიმრებული მოქალაქეები! სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს რუსეთზე, ეს გვინახავს წარსულში და ვნახავთ ახლაც!

რა თქმა უნდა, მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ სასწავლო პროცესზე დასწრება, არ შეექმნებათ პრობლემა, ჩვენ არანაირ პროპაგანდას არ ვეწევით! ხოლო ვისაც სურს გაპროტესტება იმ უმსგავსობის, რაც დღეს ჩვენს სამშობლოში ხდება, ყველას შეუძლია შემოგვიერთდეს“,- აღნიშნულია 174-ე საჯარო სკოლის თვითმმართველობის განცხადებაში.