საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სოციალურ ქსელში წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი. ის მიიჩნევს, რომ პროცესებმა "თაობათა შორის კონფლიქტის განზომილებაც შეიძინა".
"სამწუხაროდ, ამ პროცესებმა მნიშვნელოვანწილად თაობათა შორის კონფლიქტის განზომილებაც შეიძინა.
დაკარგული თაობის შეუმდგარი მამრები და მათგან “კუხნაში” გამოკეტილი ქალები, “სიყვარულის” სახელით, ცეცხლითა და მახვილით ცდილობენ უკეთესი, თავისუფალი მომავლის გზა ჩაუხერგონ საკუთარ შვილებს, რადგან იმათმაც იგივე ქაქში იცხოვრონ, რაშიც თვითონ არიან ყელამდე ჩაფლულები", - აღნიშნავს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღეა საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ყველაფერი 28 ნოემბერს დაიწყო, როცა პრემიერმა გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.