კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახლში დაბრუნებულს, ლიფტში ასეთი სურათი დამხვდა... მეკრძალება გადაადგილება, შესაძლებელია, სულ მცირე, კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა" - რას წერს გურამ როგავა
"სახლში დაბრუნებულს, ლიფტში ასეთი სურათი დამხვდა... მეკრძალება გადაადგილება, შესაძლებელია, სულ მცირე, კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა" - რას წერს გურამ როგავა

"ფორ­მუ­ლას" ჟურ­ნა­ლის­ტი, გუ­რამ რო­გა­ვა რო­მე­ლიც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მძი­მედ და­შავ­და მას შემ­დეგ, რაც სპეც­რაზ­მე­ლი თავს და­ეს­ხა, კლი­ნი­კი­დან გა­წე­რეს. რო­გა­ვა, რო­მე­ლიც ახლა თავს კარ­გად გრძნობს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულს, ლიფ­ტში ასე­თი სუ­რა­თი დამ­ხვდა, მე­ზობ­ლებს პე­ტი­ცია შე­უდ­გე­ნი­ათ და მხარ­და­ჭე­რის ნიშ­ნად ხელ­მო­წე­რებს ტო­ვე­ბენ.

ამა­ვე კორ­პუს­ში ცხოვ­რობს და ამ ლიფ­ტით სარ­გებ­ლობს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ერთ-ერთი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, რო­მელ­მაც ჩემ­ზე თავ­დას­ხმის ვი­დეო, მხო­ლოდ მწვა­ვე სა­ჯა­რო რე­აქ­ცი­ე­ბი­სა და კრი­ტი­კის შემ­დეგ აჩ­ვე­ნა "პირ­ვე­ლი არ­ხის" ეთერ­ში. დღეს ვი­ღა­ცას ეს ფურ­ცე­ლი ჩა­მო­უ­ხე­ვია და უხამ­სი წარ­წე­რე­ბი და­უ­ტო­ვე­ბია. მე­ზობ­ლებ­მა და­წე­რეს და­ხუ­რულ ფე­ის­ბუქ-ჯგუფ­ში, - ხე­ლახ­ლა დავ­ბეჭ­დეთ და იმ­დენ­ჯერ დავ­ბეჭ­დავთ, რამ­დენ­ჯე­რაც ჩა­მო­ხევ­თო.

მე­ზობ­ლე­ბო, მად­ლო­ბა ამ მხარ­და­ჭე­რის­თვის და ჩემი გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის! მეც მინ­და თა­ნად­გო­მა გა­მო­ვუ­ცხა­დო ჩემს კო­ლე­გებ­სა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს. თა­ნად­გო­მას ვუ­ცხა­დებ პატ­რი­ო­ტებს, ამ კრი­მი­ნა­ლუ­რი რე­ჟი­მის სა­მიზ­ნე­ე­ბად სწო­რედ პატ­რი­ო­ტიზ­მის გამო რომ იქ­ცნენ. ახლა ყვე­ლა­ზე მე­ტად, თქვენ­თან ერ­თად მინ­და ყოფ­ნა თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­სა და გამ­ზი­რებ­ზე მე­ტი­რე­ბა, რომ შო­რი­დან გგულ­შე­მატ­კივ­რობთ.

  • დღეს გა­მომ­წე­რეს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან და ხან­გრძლივ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ვი­წყებ, სამ­წუ­ხა­როდ, მეკ­რძა­ლე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბა, მკაც­რად გან­მი­მარ­ტეს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი უხე­ში მოძ­რა­ო­ბა, ან მცი­რე და­მა­ტე­ბი­თი ტრავ­მა გა­მო­უს­წო­რე­ბელ შე­დე­გებს გა­მო­იწ­ვევს, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სულ მცი­რე, კი­დუ­რებ­ში მგრძნო­ბე­ლო­ბის და­კარ­გვა. დღეს უკვე ზუს­ტად ვიცი, რომ სა­სიკ­ვდი­ლოდ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­მი­მე­ტეს, მაგ­რამ სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დავ­რჩი.

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აქ­ცი­ე­ბის დროს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი გა­ვი­ცა­ნი, მიყ­ვე­ბოდ­ნენ, რო­გორ და­უნ­დობ­ლად გა­უს­წორ­დნენ და­კა­ვე­ბის დროს ქუ­ჩა­ში, და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში და ასე­ვე, უშუ­ა­ლოდ წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რებ­ში მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას არ უწევ­დნენ.გა­მომ­შვი­დო­ბე­ბი­სას ასე მი­თხრეს, ახლა სახე ისე­თი და­სი­ე­ბუ­ლი და და­ლურ­ჯე­ბუ­ლი გვაქვს, ვერ დაგ­ვი­მახ­სოვ­რებ, მაგ­რამ ისევ შევ­ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში და თავს აუ­ცი­ლებ­ლად გა­გახ­სე­ნებ­თო.

აქვე, უდი­დე­სი მად­ლო­ბა ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კის მედ­პერ­სო­ნალს, აქ­ცი­ე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ და უდი­დე­სი სტრე­სის მი­უ­ხე­და­ვად, თა­ნაგ­რძნო­ბის, გამ­ხნე­ვე­ბის უნარ­საც არ კარ­გა­ვენ. ივა­ნიშ­ვი­ლის სის­ხლი­ან­მა რე­ჟიმ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ნა­დი­რო­ბა გა­მო­ა­ცხა­და და ში­შის და­ნერგვით ცდი­ლობს რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბას შეგ­ვა­გუ­ოს. შე­მოგ­ვი­სია ე.წ. შავი კა­ცუ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა მის­ცა, და­ა­ვა­ლა, პირ­და­პირ ხერ­ხე­მალ­ში გვირ­ტყან და ძირს დაგ­დე­ბუ­ლებს სა­ხე­ზე გა­დაგ­ვი­ა­რონ.

ახლა თუ დავ­ნებ­დით, ჯო­ჯო­ხეთ­ში ვი­ცხოვ­რებთ, ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბი­სად­მი ლო­ი­ა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლებ­საც მოგ­წვდე­ბი­ან ხერ­ხე­მალ­ში, მა­თაც მოგ­წვდე­ბი­ან, ვინც ახლა ამ სის­ტე­მას მო­ნურ მორ­ჩი­ლე­ბას უცხა­დებთ.ადრე თუ გვი­ან, იმ ნი­უს­რუ­მებ­შიც მოგ­წვდე­ბი­ან, "ოც­ნე­ბის" ოფი­სი­დან მი­ღე­ბუ­ლი დი­რექ­ტი­ვე­ბის თა­ნახ­მად რომ და­ა­ხა­რის­ხეთ ეთერ­ში საჩ­ვე­ნე­ბე­ლი კად­რე­ბი....

და ჩვენ მა­ინც და­ვი­ნა­ხეთ რე­ა­ლო­ბა!

თქვე­ნი პრო­პა­გან­და არ მუ­შა­ობს! ბი­ძი­ნა შიშ­ვე­ლია! ხალ­ხი გა­ი­მარ­ჯვებს!", - წერს გუ­რამ რო­გა­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"სახლში დაბრუნებულს, ლიფტში ასეთი სურათი დამხვდა... მეკრძალება გადაადგილება, შესაძლებელია, სულ მცირე, კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა" - რას წერს გურამ როგავა

"სახლში დაბრუნებულს, ლიფტში ასეთი სურათი დამხვდა... მეკრძალება გადაადგილება, შესაძლებელია, სულ მცირე, კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა" - რას წერს გურამ როგავა

"ფორმულას" ჟურნალისტი, გურამ როგავა რომელიც საპროტესტო აქციაზე მძიმედ დაშავდა მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელი თავს დაესხა, კლინიკიდან გაწერეს. როგავა, რომელიც ახლა თავს კარგად გრძნობს, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"სახლში დაბრუნებულს, ლიფტში ასეთი სურათი დამხვდა, მეზობლებს პეტიცია შეუდგენიათ და მხარდაჭერის ნიშნად ხელმოწერებს ტოვებენ.

ამავე კორპუსში ცხოვრობს და ამ ლიფტით სარგებლობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ჩემზე თავდასხმის ვიდეო, მხოლოდ მწვავე საჯარო რეაქციებისა და კრიტიკის შემდეგ აჩვენა "პირველი არხის" ეთერში. დღეს ვიღაცას ეს ფურცელი ჩამოუხევია და უხამსი წარწერები დაუტოვებია. მეზობლებმა დაწერეს დახურულ ფეისბუქ-ჯგუფში, - ხელახლა დავბეჭდეთ და იმდენჯერ დავბეჭდავთ, რამდენჯერაც ჩამოხევთო.

მეზობლებო, მადლობა ამ მხარდაჭერისთვის და ჩემი გაძლიერებისთვის! მეც მინდა თანადგომა გამოვუცხადო ჩემს კოლეგებსა და საპროტესტო აქციების მონაწილეებს. თანადგომას ვუცხადებ პატრიოტებს, ამ კრიმინალური რეჟიმის სამიზნეებად სწორედ პატრიოტიზმის გამო რომ იქცნენ. ახლა ყველაზე მეტად, თქვენთან ერთად მინდა ყოფნა თბილისის ქუჩებსა და გამზირებზე მეტირება, რომ შორიდან გგულშემატკივრობთ.

  • დღეს გამომწერეს საავადმყოფოდან და ხანგრძლივ რეაბილიტაციას ვიწყებ, სამწუხაროდ, მეკრძალება გადაადგილება, მკაცრად განმიმარტეს, რომ ნებისმიერი უხეში მოძრაობა, ან მცირე დამატებითი ტრავმა გამოუსწორებელ შედეგებს გამოიწვევს, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, სულ მცირე, კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა. დღეს უკვე ზუსტად ვიცი, რომ სასიკვდილოდ მიზანმიმართულად გამიმეტეს, მაგრამ სასწაულებრივად გადავრჩი.

საავადმყოფოში აქციების დროს დაზარალებულები გავიცანი, მიყვებოდნენ, როგორ დაუნდობლად გაუსწორდნენ დაკავების დროს ქუჩაში, დაკავების შემდეგ მიკროავტობუსებში და ასევე, უშუალოდ წინასწარი დაკავების იზოლატორებში მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სამართალდამცველებს წინააღმდეგობას არ უწევდნენ.გამომშვიდობებისას ასე მითხრეს, ახლა სახე ისეთი დასიებული და დალურჯებული გვაქვს, ვერ დაგვიმახსოვრებ, მაგრამ ისევ შევხვდებით ერთმანეთს ევროპულ საქართველოში და თავს აუცილებლად გაგახსენებთო.

აქვე, უდიდესი მადლობა ინგოროყვას კლინიკის მედპერსონალს, აქციების პირველივე დღიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და უდიდესი სტრესის მიუხედავად, თანაგრძნობის, გამხნევების უნარსაც არ კარგავენ. ივანიშვილის სისხლიანმა რეჟიმმა მოქალაქეებზე მიზანმიმართული ნადირობა გამოაცხადა და შიშის დანერგვით ცდილობს რუსეთში ცხოვრებას შეგვაგუოს. შემოგვისია ე.წ. შავი კაცუნები, რომლებსაც ყველაფრის უფლება მისცა, დაავალა, პირდაპირ ხერხემალში გვირტყან და ძირს დაგდებულებს სახეზე გადაგვიარონ.

ახლა თუ დავნებდით, ჯოჯოხეთში ვიცხოვრებთ, ოლიგარქიული მმართველობისადმი ლოიალურად განწყობილებსაც მოგწვდებიან ხერხემალში, მათაც მოგწვდებიან, ვინც ახლა ამ სისტემას მონურ მორჩილებას უცხადებთ.ადრე თუ გვიან, იმ ნიუსრუმებშიც მოგწვდებიან, "ოცნების" ოფისიდან მიღებული დირექტივების თანახმად რომ დაახარისხეთ ეთერში საჩვენებელი კადრები....

და ჩვენ მაინც დავინახეთ რეალობა!

თქვენი პროპაგანდა არ მუშაობს! ბიძინა შიშველია! ხალხი გაიმარჯვებს!", - წერს გურამ როგავა.