აქციის მონაწილეებმა თსუ-ის პირველი კორპუსიდან ვაკის პარკისკენ გადაინაცვლეს.
მათ თსუ-ის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის დატოვების შემდეგ, თავდაპირველად, ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარე ქუჩებით იარეს, ამ წუთებში კი ისინი ჭავჭავაძის გამზირზე დაბრუნდნენ და ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.
მომიტინგეებმა ტერიტორია სპეცრაზმელებისა და სამართალდამცავების გამოჩენისთანავე დატოვეს.