პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“დროა აშშ-ის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, სანქციების ჩათვლით...“ - სენატორები რიში და შაჰინი მიმართვას ავრცელებენ
“დროა აშშ-ის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, სანქციების ჩათვლით...“ - სენატორები რიში და შაჰინი მიმართვას ავრცელებენ

“აშშ-ის კონ­გრეს­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ ძლი­ე­რი ორ­პარ­ტი­უ­ლი და ორ­პა­ლა­ტი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რაა“, - ამის შე­სა­ხებ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რე­ბი და აშშ-ის სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კო­მი­ტე­ტის ლი­დე­რე­ბი, ჯიმ რიში (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია) და ჯინ შა­ჰი­ნი (დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია) ავ­რცე­ლე­ბენ.

“ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბით, სა­დაც მშვი­დო­ბი­ან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს უხე­ში ძა­ლი­თა და ძა­ლა­დო­ბით და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის არა­კონ­სტი­ტუ­ცი­ურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მოჰ­ყვა, რო­მელ­მაც ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­ჩე­რე­ბით ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უმ­რავ­ლე­სო­ბის მის­წრა­ფე­ბე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა მო­ახ­დი­ნა. ჩვენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით ვდგა­ვართ, რო­მელ­საც მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის უფ­ლე­ბა აქვს“, - ნათ­ქვა­მია სე­ნა­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში

  • ამას­თან, ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რე­ბი თა­ვი­ანთ გან­ცხა­დე­ბა­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ კონ­გრე­სის მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხე­ბაც სა­უბ­რო­ბენ.

“აშშ-ის კონ­გრეს­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ ძლი­ე­რი ორ­პარ­ტი­უ­ლი და ორ­პა­ლა­ტი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რაა და ჩვენ ვი­მუ­შა­ვებთ იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და იმ ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გეს, ვინც არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვა­ზე, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბა­სა და სხვა ქმე­დე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას ძირს უთხრის, პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი არი­ან“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ სე­ნა­ტო­რე­ბი.

  • სე­ნა­ტო­რე­ბი აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის მკა­ფი­ოდ და გარ­კვე­ვით გა­მო­ხატ­ვის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ

“ამ­ჟა­მინ­დელ და მო­მა­ვალ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ებს მო­ვუ­წო­დებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის მხარ­და­ჭე­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აი­ღონ. ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ კარ­გი და­სა­წყი­სია, მაგ­რამ ახლა დროა აშშ-ის მთავ­რო­ბის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტი გა­მო­ვი­ყე­ნოთ, სან­ქცი­ე­ბის ჩათ­ვლით, რათა შე­ვახ­სე­ნოთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, რომ ქმე­დე­ბებს შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი იმის ცოდ­ნას იმ­სა­ხუ­რებს, რომ აშშ ამ ვი­თა­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის ფონ­ზე უქ­მად არ იჯ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ სე­ნა­ტო­რე­ბი, ჯიმ რიში და ჯინ შა­ჰი­ნი.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

“დროა აშშ-ის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, სანქციების ჩათვლით...“ - სენატორები რიში და შაჰინი მიმართვას ავრცელებენ

“დროა აშშ-ის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, სანქციების ჩათვლით...“ - სენატორები რიში და შაჰინი მიმართვას ავრცელებენ

“აშშ-ის კონგრესში ქართველი ხალხის მიმართ ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერაა“, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ამერიკელი სენატორები და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ლიდერები, ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) და ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებენ.

“ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული ვითარებით, სადაც მშვიდობიან საპროტესტო აქციებს უხეში ძალითა და ძალადობით დაუპირისპირდნენ. ეს საქართველოს მთავრობის არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებით ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებების უგულებელყოფა მოახდინა. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომელსაც მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვს“, - ნათქვამია სენატორების განცხადებაში

  • ამასთან, ამერიკელი სენატორები თავიანთ განცხადებაში ქართველი ხალხის მიმართ კონგრესის მხარდაჭერის შესახებაც საუბრობენ.

“აშშ-ის კონგრესში ქართველი ხალხის მიმართ ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერაა და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობისა და იმ ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც არჩევნებში ჩარევაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობასა და სხვა ქმედებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის, პასუხისმგებლები არიან“, - აღნიშნავენ სენატორები.

  • სენატორები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის ამჟამინდელი გამოყენების შესახებ საკუთარი პოზიციის მკაფიოდ და გარკვევით გამოხატვისკენ მოუწოდებენ

“ამჟამინდელ და მომავალ ადმინისტრაციებს მოვუწოდებთ, რომ საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის ვალდებულება აიღონ. ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ კარგი დასაწყისია, მაგრამ ახლა დროა აშშ-ის მთავრობის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, სანქციების ჩათვლით, რათა შევახსენოთ საქართველოს მთავრობას, რომ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ქართველი ხალხი იმის ცოდნას იმსახურებს, რომ აშშ ამ ვითარების გაუარესების ფონზე უქმად არ იჯდება“, - აღნიშნავენ სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი.

წყარო

იხილეთ ასევე: