ავტორი:

"დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება, რადგან..." - ვაჟა სირაძის განცხადება აქციის დაშლის მიზეზზე

"დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება, რადგან..." - ვაჟა სირაძის განცხადება აქციის დაშლის მიზეზზე

"ვინაიდან, თავიდანვე აგრესიითა და ძალადობით დაიწყო აქცია, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა", - ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე განუცხადა.

  • სირაძის თქმით, ძალადობრივი ქმედებების გამო დაშავებულია 100-ზე მეტი პოლიციელი, მათ შორის, რამდენიმე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

"ბოლო დღეებია, აქცია მიმდინარეობს ძალადობრივ რეჟიმში, როგორც დავინახეთ, აქციის თავშივე დაიწყო ძალადობრივად. სანამ შეიკრიბებოდა ხალხის დიდი რაოდენობა, 400-კაციანმა ჯგუფებმა თავიდანვე დაიწყეს სხვადასხვა საგნებისა და პიროტექნიკის სროლას, პოლიციის თანამშრომლების მიმართ შეურაცხყოფის მიყენება, რის გამოც იძულებული გავხდით, დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა.

  • ყველამ კარგად დაინახეთ, რომ შსს-ს თანამშრომლები უსაფრთხოების დაცვის მიზნით იდგნენ პარლამენტის ტერიტორიაზე და იგერიებდნენ იმ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც აქციის მონაწილეებისგან ჰქონდა ადგილი. 100-ზე მეტი პოლიციელია დაზიანებული, ესროდნენ პიროტექნიკას, ესროდნენ სხვადასხვა რკინის საგანს და სერიოზული დაზიანება მიიღეს პოლიციელებმა, მათ შორის დასჭირდათ ქირურგიული ჩარევები.

მოვუწოდებ იმ პირებს, ვინც აგრესიულად არის განწყობილი და სჩადიან დესტრუქციულ ქმედებებს, ეს არ ეხება მხოლოდ პოლიციელების დაზიანებას, აზიანებენ ქონებებს, ინვენტარს, პარლამენტის შენობის რამდენიმე ადგილი დაწვეს, ჩაამტვრიეს შუშები, შესაბამისად, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან თავიდანვე აგრესიითა და ძალადობით დაიწყო აქცია, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა იმ აქციის აგრესიული მონაწილეების წინააღმდეგაა, რომლებიც ასე აქტიურად არიან ჩართული ძალადობრივ ქმედებებში”, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

წაიკითხეთ ასევე;