ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიორგი გუგავა წერს, რომ "რბევა-დევნის ოპერაციაში მისი შვილიც მოყვა. აღნიშნულის შესახებს გუგავა "ფეისბუქის" გვერდზე წერს.
"ჩემი შვილიც მოყვა რბევა-დევნის ოპერაციაში, ამჯერად გადარჩა.
ამათ რომ ვუყურებ არც საკუთარი შვილები უყვართ, თორემ სხვისი შვილების ცემაში-რბევაში აღებული ფულით არ დააპირებდნენ მათ "გაბედნიერებას", - წერს გუგავა.
ცნობისთვის, 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლამდე, ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებების საკითხს აჩერებს. აქციები იმართება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.