კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის ის გზა, რომელიც ჩვენი ქვეყნის არჩევანია, ქართული მხარე არის მზად, ჰქონდეს გახსნილი დიალოგი ევროკავშირთან" - მაკა ბოჭორიშვილი
"საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის ის გზა, რომელიც ჩვენი ქვეყნის არჩევანია, ქართული მხარე არის მზად, ჰქონდეს გახსნილი დიალოგი ევროკავშირთან" - მაკა ბოჭორიშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი არის ის გზა, რო­მე­ლიც არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის არ­ჩე­ვა­ნი, ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მი­ზა­ნი , - ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის თქმით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე ამ სა­კითხს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო.

"რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხს, რა თქმა უნდა, სა­კი­თხზე ჩვენ გვქონ­და სა­უ­ბა­რი. კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი - ეს არის ის გზა, რო­მე­ლიც არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის არ­ჩე­ვა­ნი, ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მი­ზა­ნი, რომ­ლის­კე­ნაც მი­დის ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. რა თქმა უნდა, ის ნა­ბი­ჯე­ბი, რაც იდ­გმე­ბა, ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც კეთ­დე­ბა, ემ­სა­ხუ­რე­ბა ერ­თა­დერთ რა­მეს, რომ ნაკ­ლე­ბად მოხ­დეს ამ სა­კი­თხით სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი და ნაკ­ლე­ბად მოხ­დეს ამ სა­კი­თხის ინ­სტრუ­მენ­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე ქვეყ­ნის გა­რეთ, იმი­ტომ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლოო ჯამ­ში აზი­ა­ნებს ჩვენ მთა­ვარ მი­ზანს - ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას.

რა თქმა უნდა, ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნეთ ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას აქვს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი, ეს არის ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა, რო­მელ­საც ჩვენ უკვე ათი წე­ლია ვას­რუ­ლებთ. რა თქმა უნდა, ამ შე­თან­ხმე­ბას აქვს კი­დევ დარ­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ლე­ბი, რაც შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია, რაც, არის ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წი­ნა­პი­რო­ბა და შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბა არის გა­მიზ­ნუ­ლი იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა იყოს უკეთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბის­თვის. ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ მო­ა­ხერ­ხოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და­ახ­ლო­ე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან და ამით შექ­მნას ის სა­ფუძ­ვე­ლი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას სრულ­ფა­სო­ვა­ნი ად­გი­ლი და­ი­კა­ვოს ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებს შო­რის. ჩვენ არა­ერ­თხელ გვი­სა­უბ­რია, ეს არის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლია ერთი მხრივ და რა თქმა უნდა, პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ასე­ვე გუ­ლის­ხმობს დი­ა­ლოგს პარტნი­ო­რებ­თან. ჩვენ ამის ღია მზა­ო­ბაც და­ვა­ფიქ­სი­რეთ, რომ ქარ­თუ­ლი მხა­რე ყო­ველ­თვის არის მზად ჰქონ­დეს გახ­სნი­ლი დი­ა­ლო­გი ევ­რო­კავ­შირ­თან, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე“, - აღ­ნიშ­ნა მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა “იმედ­თან“, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის ის გზა, რომელიც ჩვენი ქვეყნის არჩევანია, ქართული მხარე არის მზად, ჰქონდეს გახსნილი დიალოგი ევროკავშირთან" - მაკა ბოჭორიშვილი

"საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის ის გზა, რომელიც ჩვენი ქვეყნის არჩევანია, ქართული მხარე არის მზად, ჰქონდეს გახსნილი დიალოგი ევროკავშირთან" - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის ის გზა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის არჩევანი, ჩვენი კონსტიტუციური მიზანი , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

  • მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრთან სამინისტროს თანამშრომლების შეხვედრაზე ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო.

"რაც შეეხება ევროინტეგრაციის საკითხს, რა თქმა უნდა, საკითხზე ჩვენ გვქონდა საუბარი. კიდევ ერთხელ გავიმეორეთ, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი - ეს არის ის გზა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის არჩევანი, ჩვენი კონსტიტუციური მიზანი, რომლისკენაც მიდის ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა, ის ნაბიჯები, რაც იდგმება, ის განცხადებები, რაც კეთდება, ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ ნაკლებად მოხდეს ამ საკითხით სპეკულაციები და ნაკლებად მოხდეს ამ საკითხის ინსტრუმენტად გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აზიანებს ჩვენ მთავარ მიზანს - ევროკავშირში ინტეგრაციას.

რა თქმა უნდა, ხაზგასმით აღვნიშნეთ ისიც, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძველი, ეს არის ასოცირების შეთანხმება, რომელსაც ჩვენ უკვე ათი წელია ვასრულებთ. რა თქმა უნდა, ამ შეთანხმებას აქვს კიდევ დარჩენილი ნაწილები, რაც შესასრულებელია, რაც, არის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა და შეთანხმების შესრულება არის გამიზნული იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს უკეთ მომზადებული ევროკავშირში წევრობისთვის. ჩვენმა ქვეყანამ მოახერხოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ამით შექმნას ის საფუძველი, რაც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვანი ადგილი დაიკავოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ეს არის პროცესი, რომელიც ჩვენი გასაკეთებელია ერთი მხრივ და რა თქმა უნდა, პროცესი, რომელიც ასევე გულისხმობს დიალოგს პარტნიორებთან. ჩვენ ამის ღია მზაობაც დავაფიქსირეთ, რომ ქართული მხარე ყოველთვის არის მზად ჰქონდეს გახსნილი დიალოგი ევროკავშირთან, ევროინტეგრაციის საკითხებზე“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა “იმედთან“, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.