მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელი დებატების შესახებ პრემიერის შეთავაზებაზე - "ადგილი და საკითხები დაგვიზუსტეთ - ვიღებ გამოწვევას!"
თინა ხიდაშელი დებატების შესახებ პრემიერის შეთავაზებაზე - "ადგილი და საკითხები დაგვიზუსტეთ - ვიღებ გამოწვევას!"

ად­გი­ლი და სა­კი­თხე­ბი დაგ­ვი­ზუს­ტეთ - ვი­ღებ გა­მოწ­ვე­ვას! – ამ გან­ცხა­დე­ბით ორ­გა­ნი­ზა­ცია “სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი თინა ხი­და­შე­ლი პრე­მი­ერ მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს მი­მარ­თავს, რო­მელ­მაც მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ მზად არის ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე სა­ჯა­რო ან არა­სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ის­თვის “გულ­წრფელ ადა­მი­ა­ნებ­თან“, ვინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი “სხვა­ნა­ი­რად გა­ი­გო“.

“სად გვი­ბა­რებს, სად უნდა მივ­ბრძან­დეთ სა­ჯა­რო დე­ბა­ტე­ბის­თვის? რო­მელ სა­კი­თხებ­ზე ითხოვს სა­ჯა­რო დე­ბა­ტებს? ად­გი­ლი და სა­კი­თხე­ბი დაგ­ვი­ზუს­ტეთ - ვი­ღებ გა­მოწ­ვე­ვას!

მე, თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, რო­მელ­მაც მთე­ლი ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლოს ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის­თვის ბრძო­ლა­ში გავ­ლიე, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ბრი­უ­სელ­სა და ვა­შინგტონს შო­რის გზა­ზე ვარ აგერ უკვე 25 წელ­ზე მე­ტია, ქვეყ­ნის­თვის მეტი სარ­გებ­ლის, მეტი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის, მეტი პროგ­რა­მე­ბის მო­სა­ზი­დად.

მე, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ვიბ­რძო­ლე და მო­ვი­პო­ვე ამე­რი­კე­ლე­ბის­გან სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ამო­ცა­ნებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა (ნაც­ვლად სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ე­ბის­თვის წვრთნე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­სა) მზად ვარ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჯა­რო დე­ბა­ტე­ბის­თვის კაც­თან, რო­მე­ლიც თა­ვის თავს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერს ეძა­ხის და ამ პოსტზე და­ნიშ­ვნის დღი­დან ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის გა­ნად­გუ­რე­ბა, ამე­რი­კუ­ლი წვრთნე­ბის პროგ­რა­მის შე­ჩე­რე­ბა, აშშ-სთან სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­წყვე­ტა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მხრი­დან პროგ­რა­მე­ბის გა­ჩე­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა. და ბო­ლოს, ზუს­ტად ია­ნუ­კო­ვი­ჩის და­რად ქვე­ყა­ნას ამ­ცნო, რომ ამ ის­ტო­რი­ულ მო­მენ­ტში, რო­დე­საც ევ­რო­კავ­ში­რის კარი გა­ი­ღო ახა­ლი გა­ფარ­თო­ე­ბის­თვის "2028 წლამ­დე ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ცესს აჩე­რებს და ევ­რო­კავ­შირს გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის მო­თხოვ­ნით აღარ მი­მარ­თავს".

"მობ­რძან­დნენ და გავ­მარ­თოთ გნე­ბავთ სა­ჯა­რო ან არა­სა­ჯა­რო დის­კუ­სია ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. თუ გა­ირ­კვე­ვა, რომ არი­ან მარ­თლე­ბი, რა თქმა უნდა, არა­ფე­რი უდ­გას წინ რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას“ - სად მო­ვი­დეთ, რო­დის, რო­მელ ეთერ­ში”, - წერს თინა ხი­და­შე­ლი “ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე.

ცნო­ბის­თვის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­კი­თხუ­ლის და მოს­მე­ნი­ლის გა­აზ­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა.

“ნე­ბის­მი­ერ გულ­წრფელ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც სხვა­ნა­ი­რად გა­ი­გო, რაც ჩვენ­გან ით­ქვა, ვთა­ვა­ზობთ მობ­რძან­დნენ და გავ­მარ­თოთ გნე­ბავთ სა­ჯა­რო ან არა­სა­ჯა­რო დის­კუ­სია ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. თუ გა­ირ­კვე­ვა, რომ არი­ან მარ­თლე­ბი, რა თქმა უნდა, არა­ფე­რი უდ­გას წინ რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

28 ნო­ემ­ბერს “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­მო­ა­ცხა­და, რომ 2028 წლამ­დე ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ცესს აჩე­რებს და ევ­რო­კავ­შირს გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის მო­თხოვ­ნით აღარ მი­მარ­თავს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

თინა ხიდაშელი დებატების შესახებ პრემიერის შეთავაზებაზე - "ადგილი და საკითხები დაგვიზუსტეთ - ვიღებ გამოწვევას!"

თინა ხიდაშელი დებატების შესახებ პრემიერის შეთავაზებაზე - "ადგილი და საკითხები დაგვიზუსტეთ - ვიღებ გამოწვევას!"

ადგილი და საკითხები დაგვიზუსტეთ - ვიღებ გამოწვევას! – ამ განცხადებით ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომელმაც მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის “გულწრფელ ადამიანებთან“, ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები “სხვანაირად გაიგო“.

“სად გვიბარებს, სად უნდა მივბრძანდეთ საჯარო დებატებისთვის? რომელ საკითხებზე ითხოვს საჯარო დებატებს? ადგილი და საკითხები დაგვიზუსტეთ - ვიღებ გამოწვევას!

მე, თინათინ ხიდაშელი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მთელი ჩემი პროფესიული კარიერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის ბრძოლაში გავლიე, ადამიანი, რომელიც ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის გზაზე ვარ აგერ უკვე 25 წელზე მეტია, ქვეყნისთვის მეტი სარგებლის, მეტი სტრატეგიული პარტნიორობის, მეტი პროგრამების მოსაზიდად.

მე, ადამიანი, რომელმაც პირველად საქართველოს ისტორიაში ვიბრძოლე და მოვიპოვე ამერიკელებისგან საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამოცანებზე მორგებული ხელშეკრულება (ნაცვლად სამშვიდობო მისიებისთვის წვრთნების ხელშეკრულებისა) მზად ვარ ნებისმიერი საჯარო დებატებისთვის კაცთან, რომელიც თავის თავს საქართველოს პრემიერს ეძახის და ამ პოსტზე დანიშვნის დღიდან ქვეყნის ევროპული პერსპექტივის განადგურება, ამერიკული წვრთნების პროგრამის შეჩერება, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან პროგრამების გაჩერება მოახერხა. და ბოლოს, ზუსტად იანუკოვიჩის დარად ქვეყანას ამცნო, რომ ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც ევროკავშირის კარი გაიღო ახალი გაფართოებისთვის "2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ პროცესს აჩერებს და ევროკავშირს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის მოთხოვნით აღარ მიმართავს".

"მობრძანდნენ და გავმართოთ გნებავთ საჯარო ან არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას“ - სად მოვიდეთ, როდის, რომელ ეთერში”, - წერს თინა ხიდაშელი “ფეისბუქის“ გვერდზე.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოში წაკითხულის და მოსმენილის გააზრების სერიოზული პრობლემაა.

“ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს, რომელმაც სხვანაირად გაიგო, რაც ჩვენგან ითქვა, ვთავაზობთ მობრძანდნენ და გავმართოთ გნებავთ საჯარო ან არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

28 ნოემბერს “ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ პროცესს აჩერებს და ევროკავშირს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის მოთხოვნით აღარ მიმართავს.

იხილეთ ასევე: