“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით, დაკავების შემდეგ ზურაბ ჯაფარიძის ადგილსამყოფელს ამ დრომდე ადგენენ და იმოქმედებენ ისე, როგორც ჩვეულებრივ, პარტია თავისი ლიდერის დაკავების შემთხვევაში მოიქცეოდა.
როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, ყველა მზად არის დაკავებისთვისაც და “ნებისმიერი სხვა ფორმის უკანონობისთვის“.
“ყველამ გაიგეთ, ალბათ, რომ უამრავ სხვადასხვა ასაკის პატრიოტთან ერთად, ჩვენი ლიდერი ზურა ჯაფარიძეც დააკავეს. აქამდე ვადგენთ მის ადგილსამყოფელს. კოალიცია ამაზე განცხადებას გავაკეთებთ და იმგვარად ვიმოქმედებთ, როგორც ჩვეულებრივ მოიქცეოდა პარტია მისი ლიდერის დაკავების შემთხვევაში.
მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ყველა პოლიტიკოსმა ვიცით, რა ბრძოლაშიც ვართ ყველანი ჩართული და ვის ვებრძვით. ამიტომაც, ყველანი მზად ვართ, მათ შორის, დაკავებისთვის და ნებისმიერი სხვა ფორმის უკანონობისთვის. ცხადია, ასეა ზურაც.
კოალიციაში ვინარჩუნებთ სიმტკიცეს და ვცდილობთ დავეხმაროთ ყველა დაკავებულ პატრიოტს. ანუ ვიქცევით ისე, როგორც თავად ზურა იქცევა ამგვარ ვითარებებში.
ყველაფერი კარგად იქნება! საქართველო გაიმარჯვებს!“- წერს გვარამია.
ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ჭავჭავაძის გამზირზე, დღეს დილით დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა დაპირისპირება საპოლიციო ძალებსა და მომიტინგეებს შორის.
იხილეთ ასევე: