რა არის ანტი-ასაკობრივი სტომატოლოგია და როგორ აღვიდგინოთ ახალგაზრდული იერი მისი დახმარებით?

რა არის ანტი-ასაკობრივი სტომატოლოგია და როგორ აღვიდგინოთ ახალგაზრდული იერი მისი დახმარებით?

ასაკობრივი ცვლილებებისთვის დამახასიათებელია სახის ოვალის ცვლილება, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის გაღრმავება, სახის ქვედა მესამედის სიმაღლის შემცირება, კუნთების ტონუსის მოდუნება და მკვეთრად გამოხატული ნაოჭები. აღნიშნული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ბევრი ჩვენგანი კოსმეტოლოგიურ მედიცინას მიმართავს და იკეთებს ფილერის ან ბოტოქსის ინიექციებს, რიგ შემთხვევებში კი შეიძლება ძაფების გამოყენებაც გახდეს საჭირო.

ასაკის მატებასთან ერთად შესამჩნევი ცვლილებების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს კბილების დაკარგვა და ქსოვილის განლევა წარმოადგენს.

როგორც „რიხტერის კლინიკაში“ განმარტავენ, იცვლება თანკბილვა, ქვედა ყბა თითქოს ზემოთ და წინ იწევს, სახის კუნთები დუნდება, ტუჩები თხელდება, რაც საბოლოო ჯამში სახეზე ასაკობრივი ნიშნების წარმოქმნას იწვევს. ექიმების განმარტებით, ჩამოთვლილ ცვლილებებთან ბრძოლა ანტი-ასაკობრივი სტომატოლოგიით არის შესაძლებელი.

„მისი არსი მდგომარეობს კბილთა მწკრივის აღდგენაში, თანკბილვის ამაღლებასა და ქვედა ყბის სახსრის ნორმალური/ფიზიოლოგიური ფუნქციის დაბრუნებაში. ამ ყველაფერს კი სახის ლიფტინგის ეფექტი აქვს. შედეგად პაციენტი 5-7 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.

კბილთა რიგის აღდგენის შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ კოსმეტოლოგს, რომელიც თქვენს შედეგს უფრო გააუმჯობესებს. მნიშვნელოვანია, ამ დროს კოსმეტოლოგიური ინიექციები სწორად შეირჩეს, რათა ბუნებრივად მოხდეს სახის იერის აღდგენა. სწორედ ამიტომ დავნერგეთ „რიხტერის კლინიკაში“ ანტი-ასაკობრივი სტომატოლოგია, რათა პაციენტმა ადგილზე და სწორად მიიღოს ყველა საჭირო სერვისი“, - განმარტეს „რიხტერის კლინიკაში“.

კლინიკა ერთი წლის წინ დაფუძნდა და სახელი გაითქვა უმაღლესი ხარისხის სერვისებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და პაციენტზე მორგებული, კომფორტული გარემოთი. ადგილზე ხელმისაწვდომია როგორც სრული სტომატოლოგიური მომსახურება, ისე კოსმეტოლოგიური პროცედურები, რაც პაციენტს სასურველი შედეგის მიღებაში ეხმარება.

ანტი-ასაკობრივი სტომატოლოგია გულისხმობს სახის იერის გაახალგაზრდავებას კბილ-ყბათა სისტემის ფუნქციის აღდგენის გზით. ჩამოთვლილი ცვლილებები 40 წლის ასაკიდან უკვე შესამჩნევი ხდება, არა მხოლოდ კანის მოდუნების, არამედ პირის ღრუში მიმდინარე პროცესების გამოც, რომლის გამოსწორებაც სწორედ ანტი-ასაკობრივი სტომატოლოგიით არის შესაძლებელი:

„40 წლის ასაკიდან მეტად გამოხატულია: კბილების ცვეთა და მათი ზომის შემცირება, თანკბილვის სიმაღლის დადაბლება, რაც განსაკუთრებით სახის ქვედა მესამედზე აისახება, ტუჩების ჩავარდნა, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის ჩაღრმავება, კბილების ფერის ცვლილება და სიყვითლე, კბილების დაკარგვა, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ფუნქციონირების ცვლილება, რაც იწვევს ტკივილისა და ტკაცუნს, ტუჩის ირგვლივ ნაოჭების წარმოქმნა და ზედა ყბის კბილების გადაფარვა საუბრისას. სწორედ ჩამოთვლილი ცვლილებები გვმატებს ასაკს, ანტი-ასაკობრივი სტომატოლოგიით კი შესაძლებლობა გვაქვს, ერთი მხრივ, ადრეული ასაკიდან დავიწყოთ პრევენციული ზომების მიღება, რათა დიდი ხნის განმავლობაში შევინარჩუნოთ ჯანსაღი კბილები და მეორე მხრივ, უკვე არსებული დაზიანება გამოვასწოროთ იმგვარად, რომ სახემ ახალგაზრდული იერი დაიბრუნოს. კბილები სახის კუნთებისა და კანისთვის ერთგვარი კარკასია. მათი აღდგენისას, კუნთები სწორად იწყებს მუშაობას, კანი ბუნებრივად იჭიმება და ნაოჭებიც ივსება“, - განმარტეს „რიხტერის კლინიკაში“.

რა ეტაპებს მოიცავს ანტი-ასაკობრივი სტომატოლოგია „რიხტერის კლინიკაში?

პროცესი რამდენიმე სპეციალისტის ჩართულობას გულისხმობს: ორთოდონტის, იმპლანტოლოგის, ორთოპედის, გნათოლოგისა და ქირურგის.

მკურნალობის დაწყების პირველ ეტაპზე ფასდება პირის ღრუს მდგომარეობა, ტარდება დენტალური ფოტოსესია შესაბამისი პროტოკოლით: 3D გადაღება, სადიაგნოსტიკო მოდელების შექმნა და მკურნალობის გეგმის შედგენა. ტარდება კბილების პროფესიონალური წმენდა და პირის ღრუს სანაცია.

ორთოდონტიული მკურნალობა მოიცავს კბილების მდებარეობის ცვლილებას, კბილთა მწკრივის გასწორებასა და თანკბილვის სიმაღლის აწევას, რაც ბრეკეტებით ან ელაინერებით არის შესაძლებელი. კბილების სწორ დგომაზეა დამოკიდებული სახის სიმეტრია, ფიზიოლოგიური თანკბილვა, ნორმალური დიქცია და ღეჭვის სრულყოფილი ფუნქცია. „რიხტერის კლინიკაში“ ჩამოთვლილ პროცედურებს გამოცდილი ორთოდონტი მარიამ ბეჟუაშვილი ატარებს.

ორთოდონტიული მკურნალობის დასრულების შემდეგ პაციენტის სახეზე მკვეთრი ცვლილებები შეიმჩნევა. ის იბრუნებს ახალგაზრდულ იერს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არასწორი თანკბილვის გამო უკვე გამოხატულია ნაოჭები, შეუძლია, კოსმეტოლოგიური პროცედურებით მარტივად გაისწოროს ის.

კბილების დაკარგვის შემთხვევაში კეთდება იმპლანტაცია და შემდეგ მასზე კეთდება კბილის გვირგვინები, რაც ხანგრძლივი პროცესია. „რიხტერის კლინიკაში“ განმარტავენ, რომ ამ დროს ხდება სახის როგორც ესთეტიკური, ისე ფუნქციური გარდაქმნაც, რაც თანკბილვის ნორმალიზებას გულისხმობს. პროცედურის დასრულების შემდეგ სახსარი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, აღდგება სწორად ღეჭვის ფუნქცია და კუნთები იბრუნებს ტონუსს, რის ხარჯზეც ნაოჭები მცირდება.

ჩამოთვლილი ეტაპების დასრულების შემდეგ „რიხტერის კლინიკის“ პროფესიონალ კოსმეტოლოგთან კონსულტაციით შესაძლებელია, პაციენტმა კიდევ უფრო გააძლიეროს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი და უკეთეს შედეგს მიაღწიოს. კლინიკაში თითოეულ პაციენტს აქვს შესაძლებლობა სხვადასხვა სპეციალისტისგან მიიღოს რეკომენდაციები, სწორად შეფასდეს მისი მდგომარეობა და მოთხოვნები და მიიღოს ყველა ის სერვისი, რაც როგორც პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ისე ესთეტიკური მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

R