პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარედ ერთი პირი დააკავა. ისინი აქციის მონაწილეების დევნას განაგრძობენ, რომლებიც რუსთაველის გამზირიდან, მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირისკენ წამოვიდნენ.
ადგილზე ხმაურია.
მანამდე აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლა. მათ ფეხით მსვლელობა საავტომობილო გზაზე, ვაკის პარკის მიმართულებით, გამართეს.
“პროტესტის ფორმაა, მსვლელობაა. ჩვენ არამარტო დაგვშალეს, არამედ ხაფანგი ჰქონდათ მოწყობილი, არ გვიშვებდნენ თსუ-სთან. ავედით ვერაზე, ქუჩებით ვიარეთ და ჩამოვედით ჭავჭავაძეზე. მსვლელობაა, მსვლელობაც პროტესტია. ასეთი ფორმით ვაპროტესტებთ“, - განაცხადა კოალიცია “ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც აქციის მომიტინგეებთან ერთად ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფება.
იხილეთ ასევე: