პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამართალდამცავები იყენებენ წყლის ჭავლს, სადაც გარეულია ცრემლსადენი გაზი" - "დემოკრატიის კვლევის ცენტრი"
"სამართალდამცავები იყენებენ წყლის ჭავლს, სადაც გარეულია ცრემლსადენი გაზი" - "დემოკრატიის კვლევის ცენტრი"

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა კვლავ გა­მო­ი­ყე­ნეს არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი ძალა მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, - ამის შე­სა­ხებ „დე­მოკ­რა­ტი­ის კვლე­ვის ცენ­ტრის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

  • გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი მე­ო­თხე დღეა იყე­ნებს არაპ­რო­პორ­ცი­ულ ძა­ლას და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნით, ცდი­ლობს და­ნერ­გოს შიში მშვი­დო­ბი­ან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­ში.

"1-ელ დე­კემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით, 21:00 სა­ა­თი­დან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად, შე­სა­ბა­მი­სი გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე, იყე­ნე­ბენ წყლის ჭავლს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა წი­ნა­აღ­მდეგ. თავ­და­პირ­ვე­ლად, სპე­ცი­ა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბებს იყე­ნებ­დნენ ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩი­დან და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბი­დან. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, დე­მონ­სტრან­ტთა მცი­რე ჯგუ­ფი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის მი­სა­მარ­თით პი­რო­ტექ­ნი­კას იყე­ნებ­და. სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი­სა და შსს-ს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ინ­სტრუქ­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან არ და­არ­ბი­ონ მშვი­დო­ბი­ა­ნი ხა­სი­ა­თის აქ­ცია, მცი­რე ჯგუფ­თა მხრი­დან, შე­საძ­ლო გა­დაც­დო­მის ფაქ­ტე­ბის გამო.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი იყე­ნე­ბენ ქვებს, შუ­შის ბოთ­ლებ­სა და კა­ნო­ნით აკ­რძა­ლულ სხვა­დას­ხვა საგ­ნებს, რაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას აზი­ა­ნებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი კვლავ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვით იყე­ნე­ბენ წყლის ჭავლს, სა­დაც გა­რე­უ­ლია ცრემლსა­დე­ნი გაზი“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დე­მოკ­რა­ტი­ის კვლე­ვის ცენ­ტრი მო­უ­წო­დებს:

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს - სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ა­სა­ჯა­რო­ოს იმ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, რა­საც ბოლო დღე­ე­ბია იყე­ნებს მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

სა­პო­ლი­ციო ძა­ლებს - გა­სუ­ლი დღე­ე­ბის მსგავ­სად არ უნდა და­ე­მორ­ჩი­ლონ უკა­ნო­ნო ბრძა­ნე­ბას, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა აქ­ცი­ის დაშ­ლა­ში, ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­სა და სას­ტი­კი მე­თო­დე­ბით და­კა­ვე­ბა­ში.

ნა­ხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"სამართალდამცავები იყენებენ წყლის ჭავლს, სადაც გარეულია ცრემლსადენი გაზი" - "დემოკრატიის კვლევის ცენტრი"

"სამართალდამცავები იყენებენ წყლის ჭავლს, სადაც გარეულია ცრემლსადენი გაზი" - "დემოკრატიის კვლევის ცენტრი"

სამართალდამცავებმა კვლავ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

  • განცხადების თანახმად, საპოლიციო ძალები მეოთხე დღეა იყენებს არაპროპორციულ ძალას და ორგანიზებული დანაშაულის ჩადენით, ცდილობს დანერგოს შიში მშვიდობიან აქციის მონაწილეებში.

"1-ელ დეკემბერს, დაახლოებით, 21:00 საათიდან სამართალდამცავები პერიოდულად, შესაბამისი გაფრთხილების გარეშე, იყენებენ წყლის ჭავლს აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. თავდაპირველად, სპეციალურ საშუალებებს იყენებდნენ ჭიჭინაძის ქუჩიდან და პარლამენტის შენობიდან. ამის პარალელურად, დემონსტრანტთა მცირე ჯგუფი საკანონმდებლო ორგანოსა და სპეციალური დანიშნულების რაზმის მისამართით პიროტექნიკას იყენებდა. საერთაშორისო სტანდარტებისა და შსს-ს სახელმძღვანელო ინსტრუქციის მიხედვით, სამართალდამცავები ვალდებულნი არიან არ დაარბიონ მშვიდობიანი ხასიათის აქცია, მცირე ჯგუფთა მხრიდან, შესაძლო გადაცდომის ფაქტების გამო.

სპეციალური საშუალებების გამოყენების პარალელურად, მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპოლიციო ძალები იყენებენ ქვებს, შუშის ბოთლებსა და კანონით აკრძალულ სხვადასხვა საგნებს, რაც აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას აზიანებს.

სამართალდამცავები კვლავ საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევით იყენებენ წყლის ჭავლს, სადაც გარეულია ცრემლსადენი გაზი“, - ნათქვამია განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ცენტრი მოუწოდებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს - სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე, გაასაჯაროოს იმ სპეციალური საშუალებების ქიმიური შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია, რასაც ბოლო დღეებია იყენებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

საპოლიციო ძალებს - გასული დღეების მსგავსად არ უნდა დაემორჩილონ უკანონო ბრძანებას, რაც გამოიხატება აქციის დაშლაში, ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და სასტიკი მეთოდებით დაკავებაში.

ნახეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"