უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, საბურთალოზე. ახალგაზრდამ დედა მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოკლული 49 წლის ნინო ხოჭოლავაა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 109 და 115-ე მუხლებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანას.
რა მოხდა მკვლელობის დღეს, ამას გამოძიება დაადგენს. მოკლული ქალის მეგობრები ჰყვებიან, რომ ხოჭოლავა ცივი იარაღით არის მოკლული.
"რამდენიმე დღით ადრე ვესაუბრე ბოლოს, შევთანხმდით, რომ ახლო მომავალში მესტუმრებოდა, რადგან მე ქალაქში არ ვიმყოფები. სატელეფონო საუბრის დროს არაფერი უთქვამს ნიკას შესახებ. სხვა დეტალებში ჩასვლა არ მინდა. თავად ნინოზე კი გეტყვით ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ ნინო იყო იდეალური დედა, შვილებისთვის თავგანწირული. ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა შვილებთან. საოცრად შეგნებული ადამიანი იყო. ღამეებს ათენებდა რომ არაფერი მოჰკლებოდათ შვილებს" - ჰყვებიან მოკლული ქალის მეგობრები.
"ტიკ-ტოკერი" და "პრაიმ ჰაუსის" მონაწილე სოფი ნურაშვილი ამბობს, რომ გარდაცვლილ ბიჭს იცნობდა:
"შეიძლებოდა მე მოვეკალი. რომ დაერეკა შემხვდიო, მეც გავიქცეოდი შევხვდებოდი და 40 ჭრილობა მექნებოდა მე. ერთმანეთი სამი ან ორი წლის წინ გავიცანით, ზუსტად არ მახსოვს, მიშლიდა ხოლმე ტაროს. ჩვენ ვმოგზაურობდით ერთად, ვმეგობრობდით! ერთად არსად არ გვიმუშავია! საკმაოდ განათლებული ახალგაზრდა იყო, მის ასაკთან შედარებით. ძალიან ხშირად მაძლევდა რჩევებს, თუმცა ჩვენ აქტიური ურთიერთობა არ გვქონია.
გარკვეული პერიოდის შემდეგ მხვდებოდა მისი ვიდეოები "ტიკ-ტოკზე", სადაც ღრიალებდა, რომ დედაჩემის გამო სამსახურიდან გამომაგდესო. არაადეკვატური ჩანდა და მივწერე, ვთხოვე ექიმთან წამოდითქო. არ დამიჯერა. რაც მოხდა ეს არის უდიდესი ტრაგედია" - წერს ნურაშვილი.
წაიკითხეთ ასევე: