უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, საბურთალოზე. ახალგაზრდამ დედა მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოკლული 49 წლის ნინო ხოჭოლავაა, რომელსაც ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
AMBEBI.GE სასტიკად მოკლული ქალის კიდევ მეგობარს ესაუბრა:
"რამდენიმე დღით ადრე ვესაუბრე ბოლოს, შევთანხმდით, რომ ახლო მომავალში მესტუმრებოდა, რადგან მე ქალაქში არ ვიმყოფები. სატელეფონო საუბრის დროს არაფერი უთქვამს ნიკას შესახებ. სხვა დეტალებში ჩასვლა არ მინდა. თავად ნინოზე კი გეტყვით ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ ნინო იყო იდეალური დედა, შვილებისთვის თავგანწირული. ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა შვილებთან. საოცრად შეგნებული ადამიანი იყო. ღამეებს ათენებდა რომ არაფერი მოჰკლებოდათ შვილებს.
ნიკაზე ძალიან თბილად საუბრობდა ყოველთვის. ხშირად უმზადებდა საყვარელ კერძებს. არ ვიცი რა ძალამ გააკეთებინა ნიკას ეს. მაპატიეთ მიჭირს წარსულში საუბარი. საუკეთესო მეგობარი იყო და ძალიან დაგვაკლდება ყველას. თბილი, ერთგული და მზრუნველი ადამიანის მაგალითი, ასეთი იყო ჩვენი ნინო. აქვე მინდა მივმართო ადამიანებს, რომლებიც არ არიან სიტუაციაში გარკვეულები და ცდილობენ დედას გადააბრალონ შვილის ასეთი საქციელი: ხალხნო გაუფრთხილდი ოჯახის წევრების გრძნობებს და ნუ აპელირებთ ისეთ რამეზე რაც რეალობას არ შეეფერება".
მოკლული ქალის კიდევ ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში წერს:
"ნინ, ჩვენ არასოდეს დაგვჭირვებია ერთმანეთისთვის იმის მტკიცება თუ როგორ ვგმობდით ყველანაირ ძალადობას , როგორ გვიყვარდა და ვუფრთხილდებოდით ერთმანეთს, ჩვენს შვილებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, მეზობლებს, ახლობლებს... დღეს, რაც ჩვენს უსაყვარლეს საქართველოში ხდება, მეც შენთან ერთად დაუჯერებელი ძალადობის მსხვერპლად ვიქეცი , რომელმაც შენი თავი, შენივე შვილის ხელით წამართვა ...
როგორი გადამკვდარი დედა იყავი, რამდენი იბრძოლე ნიკას სწორად აღზრდისთვის და ლამაზი მომავლისთვის! ამ მძიმე ბრძოლაში, ასე ტრაგიკულად და უსამართლოდ დამარცხდით დედა-შვილი და ყველა ჩვენ, თქვენი კეთილის მსურველნი! შემზარავია შენი სისხლით გასვრილი ხელებით ჩაწერილი ნიკას ვიდეორგოლის ყურება , რომელსაც ამ წუთისთვის 20 000 მდე მოწონება აქვს და 100 000 მდე გადაზიარება ამ ციფრების გააზრება თქვენთვის მომინდვია...
მშვიდობით ჩემო გოგო და მომავალ შეხვედრამდე! მაპატიე , რომ არ ვიყავი შენ გვერდით , როცა ყველაზე ძალიან გტკიოდა შენი ნიკას ხელებით მოყენებული ჭრილობები.. ვინ იცის , ნიკა რომ თავის დროზე ამერიკაში წამეყვანა ან ევროპულ საქართველოში ეცხოვრა, დღეს ორივე ცოცხლები ყოფილიყავით...გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს".
წაიკითხეთ ასევე: