უკრაინაში მებრძოლი ქართველი, “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
მამუკა მამულაშვილი:
- მოგესალმებით ჩემო ქართველებო, თქვენ ხართ უმამაცესი თაობა და ხალხი. ქართული ლეგიონი დგას თქვენს გვერდით. ჩვენ ვაკვირდებით საქართველოს მთავრობის, ძალოვანი სტრუქტურების ნებისმიერ მოძრაობას. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, ვადევნებთ თვალს მიმდინარე პროცესებს. არაფერი არ დაგვრჩება ყურადღების მიღმა. ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, ვხედავთ. მე ვამაყობ თქვენით, იმით, რომ თქვენ შეგიძლიათ ბრძოლა. დამოუკიდებლად შეგიძლიათ ბრძოლა, ყოველგვარი პოლიტიკოსების გარეშე, საკუთარი თავისუფლებისთვის, იბრძოლეთ, მიიღეთ ეს გამოცდილება, იმიტომ რომ გეცოდინებათ თავისუფლების ფასი, რა დაგიჯდათ ამ თავისუფლების დაცვა.
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი რაც შეიძლება გქონდეთ.
ძალიან მნიშვნელოვანია არ დაიღვაროს სისხლი. მოვუწოდებ პირველ რიგში სპეცსამსახურებს და პოლიციელებს, ვისაც გაცვიათ ფორმა, არავითარ შემთხვევაში მოსახლეობის და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ არ გამოიყენოთ ძალა. ეს არის დანაშაული და ისჯება საქართველოს კანონმდებლობით. ძალიან კარგად მინდა გაითავისოთ ეს.
გოგონებო და ბიჭებო, ვინც დგახართ დღეს საქართველოს დასაცავად, ეს არის უდიდესი ბრძოლა, უდიდეს საქმეს აკეთებთ, იცავთ საკუთარ თავისუფლებას. გეხვევით ყველას, ქართული რეგიონი არის თქვენს გვერდით.