მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაფრთხილებთ ყველას, არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს უმკაცრეს ზომებს" - ვაჟა სირაძის მიმართვა აქციის მონაწილეებს
"ვაფრთხილებთ ყველას, არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს უმკაცრეს ზომებს" - ვაჟა სირაძის მიმართვა აქციის მონაწილეებს

"მო­ვუ­წო­დებ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პი­რებს, ვინც მო­წო­დე­ბუ­ლია აგ­რე­სი­ის­კენ, რომ არ გაც­დნენ კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ებს და თა­ვი­ან­თი პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტონ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ჩარ­ჩო­ებ­ში", - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ვაჟა სი­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

  • სი­რა­ძის თქმით, შსს ყვე­ლა ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბას აღ­კვეთს და მი­ი­ღებს უმ­კაც­რეს ზო­მებს.

“გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ დღე­ვან­დელ აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია.

დღეს, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკვე და­ი­წყო აქ­ცია და მინ­და მო­ვუ­წო­დო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, მათ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და, გან­სა­კუთ­რე­ბით, იმ აქ­ტი­ურ პი­რებს, რომ­ლე­ბიც სჩა­დი­ან სხვა­დას­ხვა უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ყო­ველ­თვის დგას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, მაგ­რამ აქ­ცი­ის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე უკვე და­ი­წყეს გარ­კვე­ულ­მა პი­რებ­მა სხვა­დას­ხვა სა­ხის უკა­ნო­ნო მოქ­მე­დე­ბე­ბი. კერ­ძოდ, პარ­ლა­მენ­ტის წინ, შე­სას­ვლელ­თან სხვა­დას­ხვა საგ­ნე­ბის სრო­ლა, რკი­ნის ჯე­ბი­რის დამ­ტვრე­ვა, ასე­ვე, ფაქ­ტო ჰქონ­და შუ­შე­ბის ჩამ­ტვრე­ვას, სა­ი­და­ნაც ახ­დენ­დნენ ცე­ცხლის წა­კი­დე­ბას ოთა­ხებ­ში, რის შე­დე­გა­დაც ჩვენს მიერ მოხ­და რე­ა­გი­რე­ბა და ორი პირი ამ ეტა­პის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

აქ­ცია სულ რა­ღაც 40 წუ­თია, რაც და­ი­წყო, მაქ­სი­მუმ ერთი სა­ა­თი და უკვე გარ­კვე­ულ­მა პი­რებ­მა და­ი­წყეს ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი.

მო­ვუ­წო­დებ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პი­რებს, ვინც მო­წო­დე­ბუ­ლია აგ­რე­სი­ის­კენ, რომ არ გაც­დნენ კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ებს და თა­ვი­ან­თი პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტონ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ჩარ­ჩო­ებ­ში, ვი­ნა­ი­დან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­ნა­ყო­ფე­ბი ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია იმის­თვის, რომ და­იც­ვან კა­ნო­ნი”, - გა­ნა­ცხა­და სი­რა­ძემ.

  • მისი თქმით, ბოლო დღე­ებ­ში მთელ ქა­ლაქ­ში გა­დაწ­ვეს და და­ამ­ტვრი­ეს ინ­ვენ­ტა­რი, პო­ლი­ცია მზად არის, აღ­კვე­თოს ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ გარ­და დღე­ვან­დე­ლი დღი­სა, წინა დღე­ებ­შიც გან­ხორ­ცი­ელ­და არა ერთი დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის მიერ. ჩვენ აქ­ცი­ის მშვი­დო­ბი­ან მო­ნა­წი­ლე­ებს მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელს ვუ­წყობთ რო­გორც გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში, ისე პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვა­ში, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც გაც­დე­ბა აქ­ცი­ის გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის მხრი­დან თა­ვი­ან­თი ქმე­დე­ბე­ბი კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ებს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იძუ­ლე­ბუ­ლია, მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი. ეს შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი გა­მო­ი­ხა­ტე­ბა რიგ შემ­თხვე­ვა­ში გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის და­კა­ვე­ბით და იმ პრო­პორ­ცი­უ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, რაც ყო­ველ­დღი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ბოლო დღე­ებ­ში ყვე­ლა ვხე­დავთ, გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბი ახ­დე­ნენ სხვა­დას­ხვა სა­ხის ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს, პი­რო­ტექ­ნი­კას ეს­ვრი­ან პო­ლი­ცი­ის და­ნა­ყო­ფებს, რიგ შემ­თხვე­ვა­ში ცე­ცხლს უკი­დე­ბენ, შუ­შებს ამ­ტვრე­ვენ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში, მთელ ქა­ლაქ­ში გა­დაწ­ვეს და და­ამ­ტვრი­ეს სხვა­დას­ხვა სა­ხის ინ­ვენ­ტა­რი, ქა­ლა­ქის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. პო­ლი­ცია მზად არის იმის­თვის, რომ აღ­კვე­თოს ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი და აუ­ცი­ლებ­ლად აღვკვეთთ. ვაფრ­თხი­ლებთ ყვე­ლას, არ გაც­დნენ კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ებს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მი­ი­ღებს უმ­კაც­რეს ზო­მებს”, - გა­ნა­ცხა­და ვაჟა სი­რა­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ვაფრთხილებთ ყველას, არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს უმკაცრეს ზომებს" - ვაჟა სირაძის მიმართვა აქციის მონაწილეებს

"ვაფრთხილებთ ყველას, არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს უმკაცრეს ზომებს" - ვაჟა სირაძის მიმართვა აქციის მონაწილეებს

"მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, განსაკუთრებით იმ პირებს, ვინც მოწოდებულია აგრესიისკენ, რომ არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში", - ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • სირაძის თქმით, შსს ყველა ძალადობრივ ქმედებას აღკვეთს და მიიღებს უმკაცრეს ზომებს.

“გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია.

დღეს, როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაიწყო აქცია და მინდა მოვუწოდო აქციის მონაწილეებს, მათ ორგანიზატორებსა და, განსაკუთრებით, იმ აქტიურ პირებს, რომლებიც სჩადიან სხვადასხვა უკანონო ქმედებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მიმდინარეობის პერიოდში ყოველთვის დგას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მაგრამ აქციის დაწყებისთანავე უკვე დაიწყეს გარკვეულმა პირებმა სხვადასხვა სახის უკანონო მოქმედებები. კერძოდ, პარლამენტის წინ, შესასვლელთან სხვადასხვა საგნების სროლა, რკინის ჯებირის დამტვრევა, ასევე, ფაქტო ჰქონდა შუშების ჩამტვრევას, საიდანაც ახდენდნენ ცეცხლის წაკიდებას ოთახებში, რის შედეგადაც ჩვენს მიერ მოხდა რეაგირება და ორი პირი ამ ეტაპისთვის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

აქცია სულ რაღაც 40 წუთია, რაც დაიწყო, მაქსიმუმ ერთი საათი და უკვე გარკვეულმა პირებმა დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები.

მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, განსაკუთრებით იმ პირებს, ვინც მოწოდებულია აგრესიისკენ, რომ არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები ადგილზე მობილიზებულია იმისთვის, რომ დაიცვან კანონი”, - განაცხადა სირაძემ.

  • მისი თქმით, ბოლო დღეებში მთელ ქალაქში გადაწვეს და დაამტვრიეს ინვენტარი, პოლიცია მზად არის, აღკვეთოს ძალადობრივი ქმედებები.

"მოგეხსენებათ, რომ გარდა დღევანდელი დღისა, წინა დღეებშიც განხორციელდა არა ერთი დესტრუქციული ქმედება გარკვეული პირების მიერ. ჩვენ აქციის მშვიდობიან მონაწილეებს მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ როგორც გადაადგილებაში, ისე პროტესტის გამოხატვაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაცდება აქციის გარკვეული პირების მხრიდან თავიანთი ქმედებები კანონის ჩარჩოებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები. ეს შესაბამისი ზომები გამოიხატება რიგ შემთხვევაში გარკვეული პირების დაკავებით და იმ პროპორციული ძალის გამოყენებით, რაც ყოველდღიურად ხორციელდება.

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დღეებში ყველა ვხედავთ, გარკვეული პირები ახდენენ სხვადასხვა სახის ძალადობრივ ქმედებებს, პიროტექნიკას ესვრიან პოლიციის დანაყოფებს, რიგ შემთხვევაში ცეცხლს უკიდებენ, შუშებს ამტვრევენ პარლამენტის შენობაში, მთელ ქალაქში გადაწვეს და დაამტვრიეს სხვადასხვა სახის ინვენტარი, ქალაქის ინფრასტრუქტურა. პოლიცია მზად არის იმისთვის, რომ აღკვეთოს ძალადობრივი ქმედებები და აუცილებლად აღვკვეთთ. ვაფრთხილებთ ყველას, არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს უმკაცრეს ზომებს”, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.