ავტორი:

"ევროკავშირის გზაზე საქართველოს დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია“ - ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება

"ევროკავშირის გზაზე საქართველოს დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია“ - ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება

"ვწუხვართ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან დაშორების გამო.

ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, სადაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას აზიარებს.

"ევროკავშირის კარი ღია რჩება.

ევროკავშირის გზაზე საქართველოს დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი