აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “ქართული ოცნების“ სხვადასხვა ანტი-დემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საყრდენები, რაც ეყრდნობოდა საერთო ღირებულებებსა და დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის და ანტი-კორუფციული ძალისხმევებისადმი ერთგულებას. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა ეს მექანიზმი შეაჩერა.“
უახლეს გადაწყვეტილებას ეხმიანება “ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გიორგი მელაშვილი და განმარტავს, თუ რას ნიშნავს აშშ-ის გადაწყვეტილება სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით.
დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით. ქარტიას ხელი 2009 წლის დასაწყისში მოეწერა. ეს იყო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიაზე ერთგვარი პასუხი, და - სრულიად ბუნებრივად - უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდა.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობს ქარტია (United States-Georgia Charter on Strategic Partnership) შედგება 5 სექციისგან.
პრინციპების დონე - ეს სექცია ქმნის მთელი დოკუმენტის იდეას - ამიტომ, არცაა გასაკვირი, რომ პირველივე მუხლი არის “1. Support for each other’s sovereignty, independence, territorial integrity and inviolability of borders constitutes the foundation of our bilateral relations.“ ანუ მთელი ჩვენი არაღიარების პოლიტიკა, აშშ-ის მთავარი შემაკავებელი ბერკეტი, რომელიც იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების დაცვა, დღეს ჰაერში კიდია.
ყოველწლიური მაღალი დონის კომისიების შეკრება ამ საკითხების გასაღრმავებლად - ესეც დაივიწყეთ. არანაირი “ტრამპი მოვა და ბიძინა დაალაგებს“ არ გიშველით.
ქართულმა ოცნებამ ჰაერში დაკიდა ჩვენი სამშობლოს თავდაცვისუნარიანობა და არაღიარების პოლიტიკა.
ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ხუშტურისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად,“ - წერს გიორგი მელაშვილი.
იხილეთ ასევე: