თბილისში მიმდინარე აქციას ტელეჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძეც შეუერთდა. მისი თქმით, ის ბათუმში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდა და დედაქალაქში იმ ადამიანების მოსანახულებლად ჩამოვიდა, რომლებზეც სპეცრაზმმა იძალადა.
“პროცესი არს შეუქცევადი და ამას წინ უკვე ვეღარაფერი ვეღარ დაუდგება. ისეთი ხალხი ვნახე აქციაზე, ვერასდროს რომ ვერ წარმოვიდგენდი. ამას დომინოს პრინციპიც ექნება და უკვე ბევრს გადაედო.
ვინც აქ არიან, მინდა ვუთხრა, რომ ქედს ვიხრი მათ წინაშე და ყოჩაღ მათ. ვცდილობთ, რომ გავაერთიანოთ ის მუხტი, რომელიც აქ არის და ბათუმშიც არის.
ყველა ხომ ისტორიას ერთი წიგნიდან ვსწავლობდით? მე მგონია, რომ არც ამხელა ძალა აქვს ოლიგარქს, როგორიც იმათ წარმოუდგენიათ, ჯერ კიდევ შიშით რომ უყურებენ. ოლიგარქს, ზოგადად ასეთ ადამიანებს ეშინიათ ბევრი დაცინვის. ამიტომ, ჩვენ მათზე უნდა ვიცინოთ. მიუხედავად იმისა, რომ სასაცილო არაა. და ბოლოს, ეს ყველაფერი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.
რაც მთავარია, ეს ადამიანები მოვიდნენ იმით, რომ “ნაცები“ გირტყამენო, მე მოვალ და არ დაგარტყამო. გაგვიფინეს, არ ინდობენ არავის. არც ქალი იციან, არც ბავშვი. ყველას იჭერენ,“ - განაცხადა თორნიკე კვერენჩხილაძემ.
იხილეთ ასევე: