რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს.
ამასთან, კვლავ რჩება სპეცრაზმი რესპუბლიკის მოედანზე. მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები.
აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. მათ გადაკეტილი აქვთ გზები. როგორც "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, ეს არის უწყვეტი პროტესტი, რომელიც გაგრძელდება.
იხილეთ ასევე: