მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო -ისმის გაფრთხილება - "დაიშალეთ!": უახლესი ცნობები რუსთაველის გამზირიდან
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო -ისმის გაფრთხილება - "დაიშალეთ!": უახლესი ცნობები რუსთაველის გამზირიდან

სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმმა ოპე­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მაგ­რე­ბუ­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დაშ­ლა და­ი­წყო. აქ­ცი­ის დაშ­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბის და­წყე­ბამ­დე გა­ის­მა გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ხმა, რო­მე­ლიც მო­მი­ტინ­გე­ებს დაშ­ლის­კენ მო­უ­წო­დებ­და.

სა­პო­ლი­ციო ძა­ლებ­მა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აღ­მარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­კა­დე­ბი გა­არ­ღვი­ეს. ისი­ნი იყე­ნე­ბენ წყლის ჭავლს, ასე­ვე, ის­ვრი­ან ე.წ. გა­ზის კაფ­სუ­ლებ­საც.

სპეც­რაზ­მი გა­მოჩ­ნდა ალ. ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზეც, სა­დაც მო­მი­ტინ­გე­ებს ასე­ვე ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­კა­დე­ბი აქვთ აღ­მარ­თუ­ლი.

aqcia

სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი პარ­ლა­მენ­ტის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ოპე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­იძ­რა, სა­დაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან გა­მაგ­რე­ბუ­ლი. სა­პო­ლი­ციო ძა­ლებს უკან სპე­ცტექ­ნი­კაც მიჰ­ყვე­ბა. ისი­ნი უკვე აქ­ცი­ის დაშ­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ჩა­ერ­თნენ. გა­ის­მა გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი სიგ­ნა­ლიც.

00:00 / 00:00

მა­ნამ­დე სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის პა­რა­ლე­ლურ ქუ­ჩა­ზე - ლა­ღი­ძე­ზეც გა­მოჩ­ნდნენ, რომ­ლებ­მაც აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კორ­დო­ნი გა­ა­კე­თეს.

პა­რა­ლე­ლუ­რად, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე კვლავ რჩე­ბი­ან გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და, ასე­ვე, სპე­ცტექ­ნი­კა.

რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ სა­პო­ლი­ციო ძა­ლებ­მა აქ­ცი­ის კი­დევ ერთი მო­ნა­წი­ლე იმის გამო და­ა­კა­ვეს, რომ ის სპეც­რაზმთან ახ­ლოს მი­ვი­და.

00:00 / 00:00

  • ამას­თან, სპეც­რაზ­მი გან­ლაგ­და რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­სა და რუს­თა­ვე­ლის მეტ­როს კვე­თა­ზე

პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე სპე­ცტექ­ნი­კას­თან ერ­თად.

ფო­ტო­ე­ბი: ვანო გორ­გიშ­ვი­ლი

00:00 / 00:00
ავტორი:

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო -ისმის გაფრთხილება - "დაიშალეთ!": უახლესი ცნობები რუსთაველის გამზირიდან

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო -ისმის გაფრთხილება - "დაიშალეთ!": უახლესი ცნობები რუსთაველის გამზირიდან

სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე გამაგრებული აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. აქციის დაშლის ღონისძიების დაწყებამდე გაისმა გამაფრთხილებელი ხმა, რომელიც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებდა.

საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე აღმართული ხელოვნური ბარიკადები გაარღვიეს. ისინი იყენებენ წყლის ჭავლს, ასევე, ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებსაც.

სპეცრაზმი გამოჩნდა ალ. ჭავჭავაძის ქუჩაზეც, სადაც მომიტინგეებს ასევე ხელოვნური ბარიკადები აქვთ აღმართული.

aqcia

სპეციალური დანიშნულების რაზმი პარლამენტის ტერიტორიიდან ოპერის მიმართულებით დაიძრა, სადაც აქციის მონაწილეები არიან გამაგრებული. საპოლიციო ძალებს უკან სპეცტექნიკაც მიჰყვება. ისინი უკვე აქციის დაშლის ღონისძიებაში ჩაერთნენ. გაისმა გამაფრთხილებელი სიგნალიც.

მანამდე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირის პარალელურ ქუჩაზე - ლაღიძეზეც გამოჩნდნენ, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე კორდონი გააკეთეს.

პარალელურად, თავისუფლების მოედანზე კვლავ რჩებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და, ასევე, სპეცტექნიკა.

რამდენიმე წუთის წინ საპოლიციო ძალებმა აქციის კიდევ ერთი მონაწილე იმის გამო დააკავეს, რომ ის სპეცრაზმთან ახლოს მივიდა.

  • ამასთან, სპეცრაზმი განლაგდა რესპუბლიკის მოედნისა და რუსთაველის მეტროს კვეთაზე

პარალელურად, საპოლიციო ძალები მობილიზებული არიან რესპუბლიკის მოედანზე სპეცტექნიკასთან ერთად.

ფოტოები: ვანო გორგიშვილი